რა მოხდა საქართველოშიგამოგზავნილია: 22 Sep 2008, 10:14 #10942168 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა
--------------------------------------------------------------------------------
2008 წლის მერვე თვე. რვა რიცხვი.
ქართული შძ იწყებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ეწ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ხალხში არსებული იმედიანი განწყობა ცხინვალის აღების შემდეგ რადიკალურად იცვლება გორის, ფოთის, სენაკის, ვაზიანის და კოდორის დაბომბვის ფონზე.
რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში ჩართული საქართველო სრულიად ლოგიკურად დამარცხდა. ამ მასთტაბის კონფლიქტში, თან ასეთი მომზადებით და წინაისტორიით ჩვენ სხვა შანსი არც გვქონდა.
სხვა საკითხია შესაძლებელი იყო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება?
თავიდან აცილება როგორც ასეთი გამორიცხული იყო.
მიუხედავად იმისა ჩვენ რას ვიზავდით, რუსული საარტილერიო თავდასხმები გაძლიერდებოდა. 5-7 აგვისტოში ქართული სოფლები იბომბებოდა უკვე მძიმე არტილერიით და ნაღმსატყორცნებით.
ამ კრახის მიზეზებს აქვს შემადგენელი პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ფაქტორები.
ერთ ერთ უმძიმეს პოლიტიკური შეცდომად ჩავთვლი რუსული სამშვიდობოების სტატუსის გაუუქმებლობას ომამდე და ესენგედან არგამოსვლას. ამან მისცა საშუალება რუსეთს გადმოესროლა ძალები სამშვიდობოების გასაძლიერებლად. რაც გახდა დამარცხების წინაპირობა.
თუ დააკვირდებით რუსეთს ყველა აკრიტიკებს ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის. და არა საერთოდ ძალის გამოყენებისთვის. ანუ აქ ჩვენი დანაშაულის ნაწილსაც კვეთავს დასავლეთი. მათი ხედვით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს რუსულ სამშვიდობო ნაწილს.
და ეს სამწუხაროდ ასეცაა იურიდიულად.
ომის პირველივე საათებში უნდა გამოცხადებულიყო რომ რუსული არმია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მოიწევს თბილისისკენ. და არა რაღაც იდიოტური კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა!
და ყოვლად კრეტინული სამსაათიანი მორატორიუმი, რომლის განმავლობაშიც რუსებმა გაძეძგეს ჯავა თავიანთი ტექნიკით
მოკლეთა რაააა...
კახა, რომელი ხარ გამოი!