#11325668 · 28 Oct 2008, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალასანიას პოპულარობა სრულიად ლოგიკური და ძალიან მარტივი ასახსნელი მბავია
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დაბალია სტანდარტი, მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნის დროს, თანამდებობაზე მოდიან ბავშვები, არამდგრადი ფსიქიკის ხალხი,
იმდენად მოსაბეზრებელი და გულისამრევია პრეზიდენტის ცხვირზე ხელისგასმა წამდაუწუმ, ხელის წავლება ხვანჯარზე და ამით შარვლის ზემოთ ამოქაჩვა, ეკა ტყეშელაშვილის ძალიან მდაბიური საუბარი (უცხო სიტყვების უადგილო ჩაკვეტებით, რომ ცდილობს ამ მდაბიური საუბრის კომპენსირებას) , ზოგიერთი თანამდებობის პირის (მათ შორის თავდაცვის მინისტრის) ძალიან არაინტელექტუალური გამომეტყველება და ასევე ეკა ტყეშელაშვილის ძალიან შეუფერებელი გარეგნობა (საგარეო საქმეთა მინისტრი დაპრიჩიკებული სახით მაინც არ უნდა დადიოდე როგორც მინიმუმ) , იმდენად საშინელებაა აცანცარებული და აცუნდრუკებული პოლიტიკოსების ყურება,
რომ გაჩნდა უსაშინლესი მოთხოვნილება დალაგებული, დინჯი, სერიოზული, ჭკუადამჯდარი და გაწონასწორებული პოლიტიკოსის მიმართ, როგორიც მაგალითად ეს პატივცემული ბატონი ირაკლი ალასანია ბრძანდება.
მართლა გულწრფელად მომენატრა მაგალითად ალექსანდრე ჩიკვაიძე და ვაჟა ლორთქიფანიძე, სერიოზული ხალხი, მშვიდი და დალაგებული საუბარი, დახვეწილი მანერები, ცბიერები თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვის დროს.
|