#11337836 · 29 Oct 2008, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი მინისტრთა კაბინეტის საბოლო შემადგენლობა ცნობილია 2008 წლის 29 10, ოთხშაბათი - 14:58
ამ წუთებში “ფაქტისთვის” ახალი მინისტრთა კაბინეტის საბოლოო შემადგენლობა გახდა ცნობილი. ღოგორც “ფაქტს” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, სულ ხუთი ცვლილება განხორციელდება: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, გოგა ხაჩიძე გახდება, კულტურის მინისტრი _ გრიგოლ ვაშაძე, იუსტიციის მინისტრი _ ზურაბ ადეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი _ კობა სუბელიანი. პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარედგინა, 14:30 წუთზე უნდა გამართულიყო, მაგრამ გრიგოლ მგალობლიშვილის გორში გამგზავრების გამო, ბიუროს სხდომა 17 საათისთვის გადაიდო.
--------------------
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
|