#11346429 · 30 Oct 2008, 10:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაჩეიშვილი მართლა კარგი კადრია ნამდვილად, ვერაფერს იტყვი. ჩემის აზრით საერთოდ მაგ სამინისტროს ფორმულირებაა მარაზმი, აბა დაუკვირდით: სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო!!!
სად ერეკლე და სად კოკოით-ბაღაფშის ტანდემი??
ვაჩეიშვილი ძალიან კარგია ძეგლთა დაცვაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ სრული ნულია სპორტში. მაგალითად, სიტყვაზე ლერი ხაბელოვი მაგარი იქნება ალბათ სპორტში, მაგრამ სრული ნული იქნება ძეგლთა დაცვაში. მაგალითად, სიტყვაზე კახი კავსაძე მაგარი იქნება კულტურის დარგში, ახლა მთლად ნული ეგ კაცი არც სპორტში იქნება და არც ძეგლთა დაცვაში, მაგრამ გადასარევი ნამდვილად არ იქნება.
ანუ გამორიცხულია მაგ სამინისტროს ასეთი ფორმულირებით კარგი მინისტრი რომ ყავდეს.
აქ მინისტრის შეცვლა კი არ უნდა იყოს პრობლემა, არამედ თავად სამინისტრო უნდა შეიცვალოს ფუნქციონალურად და დაიყოს შესაბამის დარგობრივ სამინისტროებად.
თუ ვინმე ამიხსნის რა საერთო აქვს კულტურას, სპორტს და ძეგლთა დაცვას ისეთი, რომ ეს სამივე დარგი ერთმა პიროვნებამ მართოს, დიდად დამავალებს.
ჩემის აზრით, რასაკვირველია.
This post has been edited by achiko1972 on 30 Oct 2008, 10:32
--------------------
|