რა სიმრავლე? არ ხარ არც ჯორჯ კანტორი და არც დევიდ ჰერბერტი და არ გვინდა ეს დილეტანტურ-ფილოსოფიური განვითარებები

რამდენიც არ უნდა ვიხუტუნავოთ აკიდებული გვაქვს ომის დამწყების იარლიყი. არც ისაა გასაკვირი რომ ძლიერს, მეტ რესურსიან მეტი ბერკეტები აქვს და "სიმართლეს" თავისკენ "გადაღუნავს", არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. არც ისაა გასაკვირი რომ ძალისმიერი მეთოდები იყო გამოყენებული. პირიქით რომ არ ყოფილიყო ის იქნებოდა გასაკვირი. ასე იყო...სატელევიზიო დაჭერები, საკუთრების წართმევა, მკვლელობები, 7 ნოემბერი, 7-8 აგვისტო..ეს ხომ ერთი ჯაჭვია! ძალადობაზე და სულსწრაფობაზე დაფუძნებული. ასევე ეგოცენტრიზმზე. როგორც იტყვიან ჩვენი "მეგობრები" "ტაპორნაია რაბოტა"

ზუსტი, მინიმალურ დანაკარგებიანი გათვლილი ოპერაცია მოითხოვს
მაღალ კვალიფიკაციას, სულ მცირე. რაც არ გვაქვს. ხოლო სულსწრაფობის და ინსტინქტების დონეზე არაა გასაკვირი ძალადობა ქართული თუ ამერიკული შეძახილებით

"მასოვკაში" საბითუმო ხოცვა. ამიტომ ამბობენ
ომი დაიწყეს და ხოცავდნენო. ვერაფერს დავუპირისპირებთ. ბევრი რამ გაბუქებულია, ბევრი რამ მართალია, როგორც ყოველთვის. ჯერ ჩვენ არ ვართ განვითარების იმ ეტაპზე (უაღრესად სუბიექტური გამოვლინებები და ეგოცენტრული ინსტინქტები) რომ მინი იმპერიები შევქმნათ.
ჯერ ჩვენ უნდა განვვითარდეთ, ვიდრე სხვაზე მოგვინდება ჭკუის სწავლება! და მადლობელი ვიყოთ რაც გვარგუნა ღმერთმა. მსოფლიოს ქვეყნების მესამედი არის "land locked" anu არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ასეთია ჩვენი მოძმე სასომხეთიც. დიახაც, მოძმე! ჩვენ მადლობა ღმერთს მშვენიერი სანაპირო გვაქვს და ეხლა ერთი ხელის მოსმით მეტის მეტს თუ მოვინდომებთ, დავისჯებით და ვისჯებით! ხოდა ისტორიები და მემატიანეები ისეთია როგორც რეალიებია. (არ გვინდა ეხლა ეს გვეკუთვნის ის გვეკუთვნის....)ვინ საიდან ითვლის ისტორიას კიდე მეორე და ვინ რამდენად სუბიექტურია. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავარგრძელოთ ღორლანდიის ძახილი და გადავეშვათ ვირტუალურ რეალობაში ან დავიცვათ და გავაძლიეროთ ის რაც გაგვაჩნია.
ანუ განვვითარდეთ. და შემდეგ ვნახოთ! ამას სააკაშვილი ვერ გააკეთებს. და ეს უმწიფარი მაქსიმალიზმიც უნდა მოვიცილოთ.
არა ძალადობას!დავწყნარდეთ და განვვითარდეთ.