RGI International დეველოპერი რუსეთის ფედერაციაში თითქმის ყველა პროექტს აჩერებს
08:47 | 11/ 11/ 2008
თბილისი, 11 ნოემბერი /”ახალ ამბები - საქართველო”/. კომპანია RGI International-მა საჯარო დეველოპერებიდან პირველმა გადაწყვიტა ”გაყინოს” თავისი პროექტები რუსეთში და სამუშაოები შეაჩერა თითქმის 2 მლნ კვადრატულ მეტრზე, წერს გაზეთი ”ვედომოსტი”ორშაბათს.
”მსოფლიო, კერძოდ კი, რუსული ფინანსური ბაზარი, ასევე საბანკო სისტემა კრიზისში იმყოფება. სახსრების მოზიდვა ახალი პროექტების განვითარებისთვის, ასევე მისაღებ პირობებზე მათი გაყიდვა ან იჯარით გაცემა ძალზე რთული გახდა”, ციტირებს დეველოპერის შეტობინებას გაზეთი.
საგაზეთო მასალაში დაზუსტებულია, რომ სულ RGI International-მა შეაჩერა ცხრა პროექტის მშენებლობა, მათ შორის 1,6 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი რაიონისა მიტინოში, 263 ათასი კვადრატული მეტრი მრავალფუნქციური კომპლექსი Chelsea ”ცვეტნოი” ბულვარზე, 86,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე კომპლექსი Media City სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ტერიტორიაზე და 32 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის მრავალფუნქციური კომპლექსისა ხილკოვოს შესახვევში.
სხვათაშორის, ხაზს უსვამს გამოცემა, Galaxy Group-ის დირექტორის არტემ ცოგოევის აზრით, RGI-თვის ”არაფერი კრიტიკული” არ მომხდარა, რადგან შესაძლებელია გაყინული პროექტების მშენებლობის სტადიამდე მიყვანა და შემდეგ გაყიდვა.
”დოკუმენტების შეგროვებას დიდი ფული არ სჭირდება, ხოლო თუ ადგილმდებარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლებელია მათი უკან ამოღება”, - მოჰყავს გაზეთს ცოგოევის სიტყვები.
სააგენტო ”რია ნოვოსტის” ცნობით, დეველოპერული კომპანია R.G.I. International Limited თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილს მოსკოვში ახორციელებს.
კომპანიამ 2006 წელს ლონდონის ბირჟის AIM მოედანზე IPO ჩაატარა. RG- ის უმსხვილესი ბენეფიციარია ცნობილი მოსკოველი მეწარმე ბორის კუზინეცი.--0--
http://www.newsgeorgia.ge/intercoop/20081111/42348802.html