ნატო რუსეთის სარაკეტო გეგმებმა შეაშფოთა
2008 წლის 06 11, ხუთშაბათი - 13:04
ნატო შეშფოთებულია რუსეთის გეგმით, ევროპაში შეერთებული შტატების რაკეტსაწიააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსებას საკუთარი ძალები დაუპირისპიროს. ამის შესახებ ალიანსის შტაბ-ბინის წარმომადგენელმა რობერტ პლეშმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარლამენტისადმი საკუთარ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში, კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექს “ისკანდერს” განათავსებს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნეიტრალიზაციისთვის.
“თუ მასმედიის ინფორმაცია მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით დადასტურდება, ეს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს, ვინაიდან ეს განთავსება იარაღის კონტროლის არსებულ შეთანხმებებთან შეუსაბამობაშია”,_ განაცხადა ალიანსის წარმომადგენლმა.
როგორც “რია ნოვოსტი” ალიანსის წარმომადგენელ რობერტ პშელზე დაყრდნობით იუწყება, ასეთი ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებისა, ეს ვაშიგტონის პოზიციას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსების თაობაზე არ შეცვლის. უიტმენის თქმით, “რაკეტები ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დასაცავად არის განსაზღვრული”.
http://fact.ge/news.aspx======================================================
კაცო მე მეგონა ესენი მარტო იმ საკითხებზე გამოხატავდნენ აღშფოთება-შეშფოთებას სხვებს რო ეხებოდა და ამათ არა, სუუუუ გაუბერეს რა, ღორები რო ადგნენ და ხვალ გერმანია დაიპყრონ მგონი ნატოს რეაქცია შეშფოთებას არ გასცდება...............აეგრე იცის მიჩვევამ აი!
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა