საქართველოს ხელისუფლებამ დარტყმა საკუთარ ხალხს და სახელმწიფოებრიობას მიაყენა - პუტინისივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'08 / 15:09
აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განხორციელებული აგრესიით საქართველოს ხელისუფლებამ დარტყმა მიაყენა ქართველ ხალხსაც, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა თავად დააკისრებს პასუხისმგებლობას ”პოლიტიკოსებს”, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 4 დეკემბერს.
”ეს დანაშაულია არა მხოლოდ რუსეთის და მისი მოქალაქეების, ოსი ერის წინააღმდეგ, ეს დანაშაულია, მათ შორის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოზე მიყენებულია საშინელი დარტყმა, მის ტერიტორიულ მთლიანობაზე,”- განაცხადა პუტინმა პირდაპირ ეთერში ტელე-პრესკონფერენციაზე საუბრისას.
”ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პასუხი უნდა აგონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მიიყვანეს საქმე ასეთ მძიმე და დრამატულ შედეგებამდე,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ”ეს აგრესია რომ არ ყოფილიყო, რუსეთი ალბათ კვლავაც გააგრძელებდა მცდელობას საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის პირობების შესაქმნელად”.
”უბრალოდ, ამ აგრესიის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს უკვე შეუძლებელია და საჭირო გახდა ისეთი ზომების მიღება, რომელიც ამ რეგიონში სისხლისღვრას აგვაცილებდა თავიდან მომავალში,”- აღნიშნა მან, გულისხმობდა რა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ”რეგიონიდან წასვლას არსად არ აპირებს” და ამის გარანტიაა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებები.
”ამ სახელმწიფოების [სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი] მოქალაქეების სურვილის მიხედვით ჩვენ მზად ვიქნებით მათი შეძლებისდაგვარად ნებისმიერი სახით დასახმარებლად,”- აღნიშნა პუტინმა.
http://civil.ge/geo/article.php?id=20144--------------------
ეს მგონი ან პირდაპირი მოწოდებაა ოპოზიციისადმი ან სხვა შიდა ძალებისადმი ხელისუფლების დამხობის შესახებ ან მუქარა ...