შენც თქვი ახლა რამე ახალი
მაგრამ ამ ლაყაფში მიშამ ზუსტად ის გადაწყვეტილება გააკეთა, რაც ამდენ ხანს ელოდა თავდაცვის სამინისტრო და მთელი პატრიოტი საზოგადოება!
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი
ვლადიმერ ჩაჩიბაია
დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი, 1971 წელი
ოჯახური მდგომარეობა: ყავს მეუღლე და ერთი შვილი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
განათლება:
სამხედრო განათლება:
1993-1994 გაერთიანებული სამხედრო აკადემია, თბილისი, საქართველო
1999 ქვეით ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი, ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი, ა.შ.შ
2002-2003 სამეთაურო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი, ა.შ.შ.
სამოქალაქო განათლება:
2004 საქართველოს საბაჟო აკადემია, იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი
კურსები:
1995 – დაზვერვის სპეციალური კურსი
1998 – ზოგადი და სამხედრო ინგლისურის და საორიენტაციო კურსი. რიპონისა და იორკის უნივერსიტეტის კოლეჯი, ინგლისის გაერთიანებული სამეფო
1999 – ამერიკული ძირითადი ენის კურსი, სამხედრო ენის კოლეჯი, ლაკლანდის სამხედრო საჰაერო ძალები, ტეხასი, ა.შ.შ
2000 – სნაიპერთა სკოლა, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო
2000 – სამთო-სათხილამურო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია
2000 - ზვავსაწინააღმდეგო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია
2001- საჰაერო სადესანტო მომზადება, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო
2005 – სამხედრო მართლმსჯულების განვითარება, საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა ა.შ.შ. თავდაცვის ინსტიტუტი; თბილისი, საქართველო
2002 – ამერიკული სპეციალური ენის კურსი, სამხედრო ენის კოლეჯი, ლაკლანდის სამხედრო საჰაერო ძალები, ტეხასი, ა.შ.შ
2003 - მობილური ჯგუფის საშტაბო ინტეგრაციის კურსი, თბილისი, საქართველო
2003 – ძირითადი მატერიალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო პროცედურები, თბილისი, საქართველო
2003 – სამხედროები, მედია და დემოკრატია. უილიამ ალენ უაითის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სკოლა და საერთაშორისო პროგრამების ოფისი, ლორენსი, კანზასი, ა.შ.შ
2007-2008 – აშშ –ის არმიის ომის კოლეჯი
სამუშაო გამოცდილება:
1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო
1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია
1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია
1993 -1994 - სამხედრო აკადემიის კურსანტი
1994-1995 - ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა
1995-1996 - დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური
1996-1998 - დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე
1998-1999 - ცალკეული დაზვერვის ბატალიონის S-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)
1999-2000 - სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)
2000-2001 - სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი
2001-2002 - G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2003-2005 - პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი
2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში
2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური
2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
2006 - სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი
2006 - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი
ჯილდოები:
1999 - მედალი საბრძოლო მიღწევისათვის
1999 - ჯორჯიის შტატის საპატიო მოქალაქე, ა.შ.შ.
2002- სახელობითი “მაკაროვის” ტიპის პისტოლეტი
2002 - ქ. ლივენვორსის საპატიო მოქალაქე, კანზასის შტატი, ა.შ.შ
2006 - გენერალ მაზნიაშვილის მედალი
სამხედრო წოდება: ვიცე-პოლკოვნიკი
http://www.mod.gov.ge/?l=G&m=5&sm=1
უფალმა ხელი მოუმართოს ბატონ ვლადიმერს!
ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიის სამხედრო აგვისტოს ომის დროს სახლში იჯდა
This post has been edited by X Man on 5 Nov 2008, 20:43