მაგარი პანიკიორები ხართ რა................
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დეფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5% შეადგინა
11:33 | 07/ 11/ 2008
თბილისი, 7 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”/. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დეფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5% შეადგინა. ამის შესახებ ”ახალი აბები - საქართველოს” კორესპონდენტს განუცხადეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0,7%-ით გაიაფდა, ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქცია - 0,3%-ით, ტრანსპორტი - 1,7%-ით, კომუნალური მომსახურეობა კი - 0,8%-ით. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურეობა აღნიშნულ პერიოდში 1,5%-ით გაძვირდა, გარდა ამისა, 0,4%-ით გაძვირდა ფასები ჯანდაცვის სფეროში.
2008 წლის ოქტომბერში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 5,3% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 5,8%-ით გაძვირდა. ჯანდაცვის სფეროში ფასები 13%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტში - 9,3%-ით. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 7,5%-ით გაძვირდა.
2008 წლის ოქტომბერში 2007 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 7% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 7,9%-ით, ტრანსპორტი - 14%-ით, ფასები ჯანდაცვის სფეროში 14,3%-ით გაიზარდა, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურეობა აღნიშნულ პერიოდში 10,1%-ით გაძვირდა.—0--
http://www.newsgeorgia.ge/economy/20081107/42347963.htmlაი ამასთანაა დაკავშირებული ლარის გაუფასურება............................