ასიდირა გაზეთების ენით გველაპარაკები შე კაცო, მაგეებს ჩვენც ვკითხულობთ
მოდით დავფიქრდეთ ლარისა და იმპორტის ურთიერთ კავშირზე. 2003 წლამდე ლარისა და დოლარის შეფარდება იყო დაალოებიტ 2:1 -ზე.
დავუშვათ სადღაც თურქეთიდან ერთი ტონა პამიდორის საქართველოში შემოტანა 100 დოლარი ღირდა (200 ლარი). ეს პამიდორი თბილისში კილო 50 თეთრად იყიდებოდა. - ანუ ტონაზე ღებულობდნენ 500 ლარს=250 დოლარს. მოგება (უხეშად) შეადგენდა 150 დოლარს.
2003 -ის შემდეგ დოლარისა და ლარის შეფარდებამ შეადგინა 1,4:1. თურქეთიდან 1 ტონა პომიდორის შემოტანა ისევ 100 დოლარი ჯდებოდა (140 ლარი). წესით თბილისში მასზე გაყიდვის ფასი უნდა შეცირებულიყო. თუმცა ფასი არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა და ამ ზაფხულს თურქული 1 კგ. პომიდორი 1,5 ლარი ღირდა (ტონაზე 1500 ლარი ანუ 1000 დოლარზე მეტი) სხვაობა ამ შმეთხვევაში შეადგენს 900 დოლარზე მეტს.
რატომ მოხდა ასე და ვინ ნახულობს ხეირს? ვის ინტერესებში იყო ლარის გაყარება დოლარის საპირისპიროდ? იმპორტიორების?
რა თქმა უნდა წვრილი იმორტიურების ინტერესბზე და მათ გამდიდრებაზე არავის უზრუნია. რატომღაც საქართველოც ბიუჯეტიც ისე სწრაფად ივსებოდა, არც ამზე უფიქრია ვინმეს - საიდან შეიძლება ფული შემოგივიდეს, როდესაც ქვეყანაში არცერთი ახალი საწარმო არ აშენებულა და ვინც დასაქმებული იყო იმათაც გარეთ ყრიდნენ?
ბიუჯეტის შევსების არც კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და არც გაყიდული ობიექტებიდან შემოსული თანხების დასახელებაა სწორი.
ბიუჯეტი შეავსეს სწორედ ლარის ასეტი გაუკუღმართებული გამყარების შედეგად და თვითონაც მაგრად იხეირეს.
ახლა კი როცა იმპორტის მოცულობამ იკლო, ეს ბუნებრივად აისახა ლარის კურსზეც უარყოფითად აისახა.
ბუნებრივია ეს ცოტა ზედაპირული მსჯელობაა, მაგრამ მიზეზები სწორედ აქ უნდა ვეძიოთ
This post has been edited by AzIzA on 7 Nov 2008, 20:15