ლარმა ”პოლიტიკური პროტესტი” გამოხატა
13:31 08.11.2008
ეროვნული ვალუტა ელვის უსწრაფესად და ყველასთვის მოულოდნელად გაუფასურდა. 1 ლარი უკვე 1,55 დოლარს გადასცდა. მოსახლეობას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, მთავრობა კი პოზიციას არ აფიქსირებს.
სახელისუფლებო სტრუქუტურებიდან უკვე ჟონავს ინფორმაცია, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ლარის კურსი ”გაუშვას” და იგი მცოცავ გრაფიკზე გადაიყვანოს.
თითქოსდა ეროვნულმა ბანკმა ბანკებს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმრთებაში 1,54-ით განუსაზღვრა. ამჟამად დედაქალაქის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის კურსი უკვე 1,55 ლარამდე გაიზარდა და ამ მომენტისთვის თბილისში დოლარის დეფიციტია შექმნილი.
ლარმა ერბაშად 5 პუნქტი დათმო და 7 ნოემბერს თითქოს ”პოლიტიკური პროტესტი” გამოხატა. კვირის ბოლო სავაჭრო დღეს 1 დოლარი 1,49 ლარის ნიშნულზე შეჩერდა და ქვეყანაშიც პანიკის საფუძველი შეიქმნა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, დოლარის კურსი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებითაც მყარდება, მაგრამ ლარი აქამდე მედგარდ უმკლავდებოდა მოღონიერებულ ამერიკულ ვალუტას. 7 ნოემბერს ლარმა თავი ვეღარ შეიკავა და ერბაშად მოეშვა.
თბილისში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები აბრების ცვლას ვეღარ აუდიოდნენ. მოსახლეობა კი ერთხანს გაკვირვებული შესცქეროდა მკვეთრ სავალუტო ამპლიტუდას, მაგრამ შემდეგ დოლარის შეძენას შეუდგა. ასეთი აფორიაქების ფონზე ზოგიერთმა სავალუტო ჯიხურმა საერთოდ შეწყვიტა დოლარის გაყიდვა.
ბოლო დროს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა შეინიშნება. ამის დასტურია თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობის დინამიკა. ბოლო ერთი კვირაა ბანკები გამუდმებით მილიონობით დოლარს ითხოვენ.
მაგალითად, 3 ნოემბერს დოლარზე მოთხოვნა 23 მილიონზე მეტი იყო მიწოდება კი საერთოდ არ ყოფილა. 7 ნოემბერს თბსბ-ზე ბანკებმა 31 მილიონი დოლარი მოითხოვეს, გაყიდვის მსურველი არავინ დაფიქსირებულა.
ექსპერტთა აზრით, აგვისტო-სექტემბრის მოვლენების გარდა, ლარის გაუფასურებას ხელი შეწყო ინვესტიციების მოცულობის შემცირებამ. თუმცა, მთავრობაში ვარაუდობენ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში 4,5 მილიონი დოლარის დახმარება შემოვა, ლარზე მოთხოვნა კვლავინდებურად გაიზრდება და ეროვნული ვალუტა ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.
ამ მიმართულებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ სოსო არჩვაძეს. მისი თქმით, ფინანსური დახმარება ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ეს ფული ჩაანცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში მიიღო. გარდა ამისა, ამ ფულის შემოსვლა მყისიერად არ მოხდება და იგი ტრანშებად 3 წელიწადზეა გათვლილი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4709
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.