.........................
2008-11-11 12:17
ამ წუთებში გორის ადმინისტრაციულ შენობაში ხმაურია
ამ წუთებში ხმაურია გორის ადმინისტრაციულ შენობაში.
ე.წ. ყოფილ ბუფერულ ზონებში, ასევე სოფლებიდან ხვითიდან, ფლავიდან და ფლავისმანიდან ჩამოსული მოსახლეობა ელექტროენერგიის ჩაჭრას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ სოფლებს გუშინ შეუწყდათ და მოტივად გადაუხდელობა სახელდება.
თუმცა, სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გადახდაზე ლაპარაკი ზედმეტია იქიდან გამომდინარე, რომ ორი თვის განმავლობაში სოფლები დაცლილი იყო, მთლიანად განადგურებულია მოსავალი და გადასახადის გადავადება უნდა მოხდეს.
ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილებს ჯერჯერობით პრეზიდენტის რწმუნებული არ შეხვედრია. აღელვებულ მოსახლეობას გორის რაიონის გამგებელი შეხვდა. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ხვითიდან, ფლავიდან და ფლავისმანიდან გორში ჩასული მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ცენტრალური მაგისტრალის პარალიზებას მოახდენენ.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=250147
..........................
2008-11-11 13:12
სოფელ კირბალიდან გატაცებულთა ახლობლებმა გორთან გზა გადაკეტეს
ამ წუთებში პარალიზებულია მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
ერთი კვირის წინ გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებული 6 მამაკაცის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.
გატაცებულების ახლობლებს თავდაპირველად ოსი გამტაცებლები უკავშირდებოდნენ და სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, ყველანაირი კავშირი შეწყდა.
მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია გატაცებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების მხრიდან ზომების დაუყოვნებლივ მიღებას და ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=250158