რაო..........ოპოზიციის ბრალია ომის წაგებაო?
ხაინდრავას აბრალებენ?
* * *
უი ამაზე გამახსენდა
გენერალურ პროკურორად ვინმე მამუკა გვარამია დანიშნეს
რომელიც იძიებდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს.........
ნეტა როგორ გამოიძია ეგ გაყალბებული საქმე?
სინამდვილეში რა მოხდა, რატომ არაა დღემდე ცნობილი?
რატომაა ძალაში თავიდან შეთითხნილი საქმე?
საინტერესოა
(არადა მახსოვს სააკაშვილის პროტესტი მაგ საქმეზე)
მამუკა გვარამია გენერალურ პროკურორად დაინიშნა
11.11.08 14:47
საქართველოს გენერალურ პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებამდე ქვეყნის მთავარ პროკურორად მამუკა გვარამია დანიშნა.
მამუკა გვარამია გიორგი სანაიას მკვლელობას იძიებდა, მონაწილეობდა ფრიდონ ინჯიას საქმის გამოძიებაშიც.
გენერალურ პროკურატურას 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...=main&ct=0&wth=2008-11-11 16:12
მთავარ პროკურორად მამუკა გვარამია დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით მთავარ პროკურორად მამუკა გვარამია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
მამუკა გვარამია 1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2006 წლიდან, მთავარ პროკურორად დანიშვნამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=250209