რა უნდა გოგა ხაინდრავას?
18:09 11.11.2008
http://presa.ge/index.php?text=news&i=4761[შორენა პაპაშვილი]
მწერალი და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ბრალს სდებს გოგა ხაინდრავას მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიაში
კაკაბაძის განცხადებით, მათ დაუკავშირდათ რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის ფონდის პრეზიდენტი. ფონდის მიზანი იყო დაეფინანსებინა ”თანასწორობის ინსტიტუტი” დაახლოებით 5 მილიონამდე აშშ დოლარით, რაზეც კაკაბაძე თანახმა იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ ეს თანხა დაფიქსირდებოდა და საქმიანობაც გამჭვირვალედ წარიმართებოდა.
- ”ამა წლის დასაწყისში, აშშ-ი, მართლაც დაგვიკავშირდა ბერეზოვსკის ფონდის თავმჯდომარე ამერიკაში, ალექს გოლდფარბი, რომელიც არის ავტორი ალექსანდრე ლიტვინენკოს შესახებ დაწერილი წიგნისა ”დისიდენტის სიკვდილი” (Death of a Dissident, Free Press, New York, 2007), სადაც საკმაოდ გულახდილად საუბრობს მისი და ბატონი ბერეზოვსკის ბიზნეს კავშირებზე სხვადასხვა ჩეჩენ დაჯგუფებებთან”
კაკაბაძის მტკიცებით, ფონდის პრეზიდენტი ალექს გოლთფარბი თავიდან დათანხმდა ამ წინადადებას. ხოლო შემდეგ გოლდფარბმა აცნობა კაკაბაძეს, რომ ”გამჭვირვალე მოდელი” მისი ქართველი ”მეგობრისათვის” მიუღებელი აღმოჩნდა.
კაკაბაძის განცხადებით, ამჟამად ხაინდრავა მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ეწევა და ამისათვის სხვადასხვა მედია საშუალებებს იყენებს.
- ”იწერება სხვადასხვა ჭორის მსგავსი სტატიები, რომელსაც ხაინდრავას სუროგატები აწერენ ხელს. ისინი ცდილობენ სხვადასხვა ფორმით მე გამლანძღონ და დამადანაშაულონ ლამისაა ყველა დანაშაულში”, - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.
Presa.ge ირაკლი კაკაბაძის ბრალდების ობიექტს, გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა. მან რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსთან ღია, თუ ფარული კავშირი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუსტს”, რომლის რიგებიც თავად ხაინდრავამ რამდენიმე თვის წინათ დატოვა, არასდროს მსგავსი დაფინანსება არ მიუღია.
- ”შესაძლოა ამ დაფინანსების შესახებ კაკაბაძემ იცის რამე. არ ვიცი თავად მას რა ურთიერთობა ქონდა ალექს გოლდფარბთან და რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაგდან მე ბერეზოვსკის ფონდის პრეზიდენტს არც კი ვიცნობ”, - აცხადებს ხაინდრავა და ირაკლი კაკაბაძის ბრალდებებს სიცრუესა და ბოდვას უწოდებს.
მისი თქმით, ადამიანების დადანაშაულება პროკურატურის პრეროგატივაა და იმდენად, რამდენადაც ”კაკაბაძე არ არის პროკურორი”, გოგა ხაინდრავა არ აპირებს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ მის ყველა ბრალდებას უპასუხოს, მათ შორის საქართველოში იარაღის ვაჭრობასთან კავშირში დადანაშაულებასაც.
ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ასევე უკომენტაროდ ტოვებს ირაკლი კაკაბაძის რიტორიკულ შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ, როგორ ახერხებს ეს ადამიანი, საქართველოში მოსული ყველა ხელისუფლების მინისტრის თანამდებობის მოპოვებას.
Presa.ge-ს კითხვაზე, ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების შემთხვევაში მის მთავრობაშიც ხომ არ მოაიზრებს თავს, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ”ზღაპრების ასაკიდან გამოვიდა”.
რაც შეეხება აწ-გარდაცვლილ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილთან ახლო ურთირეთობას, რომელიც ასევე ბერეზოვსკის ბიზნესმენ-პარტნიორი გახლდათ, ხაინრავა ახადებს, რომ პატარკაციშვილი მისი თანაკლასელი და მეგობარი იყო და ამ სიახლოვეში გასაკვირი არაფერია.
- ”ჩემსა და ბატონ კაკაბაძეს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არა აქვს, ადგილი აქვს, კაკაბაძის პუბლიცისტური ნიჭის გამოვლინებას. მას შემდეგ რაც წავიკითხე და მოვისმინე ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს და მასთან დაპირიპირებასაც არ ვაპირებ. ჩემი ლანძრვით პიარს თუ იკეთებს, არ ვიცი. ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერის თქმა შეუძლია”, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

აი, ხაინდრავა რომ ამას იტყვის რა მართლა ცა უნდა დაემხოს თავზე და მიწა გაუსკდეს ფეხქვეშ

კამერითაც რასაც გინდა იმას გადაიღებ, მაგალითად ფაბულარულ, კოსტიუმირებულ ფილმს და დოკუმენტურს დაარქმევ... "მაესტრო"...
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/