Tsira
კოლხი ამორძალი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3716
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03
|
#11495878 · 12 Nov 2008, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაღაც ძალიან უშნოდ ფაფხურობენ სომხები..... აი, ეს პრეს-რელიზი მომივიდა დღეს სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი საერთო ეროვნულ უმცირესობების საკითხთან არა გვაქვს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს წერილი სომხეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის გავრცელებულია. აუუუ, ამათმა ამბები არ ატეხონ და მერე ,,მხსნელად და მფარველად" ჯავახეთის სომხებს გიუმრის აეროდრომიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები არ მოევლინოთ....... რუსები ისედაც საბაბს ეძებენ პროვოკაციებისთვის და .....
«Yerkir» Union of Non-governmental Organizations for Repatriation and Settlement Union des associations «Yerkir» pour le peuplement et la réinsertion Союз общественных организаций «Еркир» по репатриации и освоению
Yerevan, 12 Sayat-Nova, apt. 4 Tel: (+374 10) 46 48 28 Web: www.yerkir.org E-mail: contact@yerkir.org
პრეს-რელიზი კავშირი: რობრტ ტატოიანი, ტელ (მობ): +374 94 361793, ელექტრონული ფოსტა: rob@yerkir.org ერევანი, 2008 წლის 10 ნოემბერი
დაიწყო ჯავახეთის სომეხ პოლიტიკურ აქტივისტების - ვაჰაგნ ჩახალიანის და გურგენ შირინიანის სასამართლო პროცესები
2008 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რაიონულ ცენტრში, ახალციხეში, დაიწყო ორი ცალკე სასამართლო პროცესი ჯავახეთის ცნობილ აქტივისტთა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ერთი პროცესი იწარმოება ვაჰაგნ ჩახალიანის, მამამისის, რუბენ ჩახალიანის და არასრულწლოვანი ძმის, არმენ ჩახალიანის მიმართ. მეორე – გურგენ შირიანის, მამამისის, არუთიუნ შირინიანის და მამიდა კარინე შირინიანის მიმართ. კავშირ “ერკირის” დამკვირვებლებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ სასამართლო სხომებზე, დააფიქსირეს შემდეგი: 1. გურგენ შირინიანს, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობის ჩადენაში, მკვლელობის მცდელობაში და იარაღის შენახვაში, ასამართლებენ დაუსწრებლად (ინ აბსენტია). იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს აბსოლუტური აკრძალვა სამართალწარმოების დაუსწრებლად გატარების საკითხის ირგვლივ, სასამართლოს ამგვარი განრიგი სერიოზულად ამცირებს განსასჯელის შესაძლებლობებს გამოიყენოს უფლება სამართლიან და საჯარო საქმის განხილვაზე, დაფიქსირებული გაეროს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების საერთაშრისო კონვენციაში, მათ შორის უფლება ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა თავისი დაცვის მომზადების და თავის არჩეულ დამცველთან თავისუფალი ურთიერთობისათვის, იყოს განსჯილი მისი დასწრებით და თავი დაიცვას პირადად ან თავის მიერ არჩეული დამცველის საშუალებით, დაკითხვა ჩაუტაროს მის წინააღმდეგ მჩვენები მოწმეები (მუხლი 14).
2. გურგენ შირინიანის ინტერესებს თავდაპირველად იცავდა ხელისუფლების მიერ დანიშნული ადვოკატი, რომელიც პირველი დღის ყველა სხდომის მსვლელობის დროს სრულ სიჩუმეს ინახავდა და თავს არ იწუხებდა დაკითხვაზე მყოფ მოწმეთათვის რაიმე შეკითხვის დასმით. სამართალწარმოების მეორე დღეს (7 ნოემბერი), გურგენ შირინიანის ახლობლები იძულებულ იყვნენ სახელმწიფო ადვოკატის გამოყენებაზე უარი ეთქვათ და ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილს, რომელიც არუთიუნ და კარინე შირინიანების ინტერესებს იცავდა, სთხოვეს თავის თავზე აეღო ასევე გურგენ შირინიანის დაცვა.
3. არუთიუნ და კარინე შირინიანებს ბრალად ედებათ უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 236-ე მუხლის 1 ნაწილი), არასწორი ჩვენებების მიცემა (370-ე მუხლი), არშეტყობინება (გურგენ შირინიანის მიერ მზადებული) დანაშაულის შესახებ (376-ე მუხლი). ბოლო ორი ბრალდება, გურგენ შირინიანის ბრალეულობა რომც დამტკიცდეს, პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შემდეგნაირად არის ჩამოთვლილი: “არავინ არ არის ვალდებული აჩვენოს თავისი თავის ან ახლობლების წინააღმდეგ, რომელთა წრესაც განსაზღვრავს კანონი” (42 მუხლი, 8 ნაწილი).
4. ვაჰაგნ ჩახალიანს, მამამისს და არასრულწლოვან ძმას ბრალი ედებათ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1 ნაწილით უკანონო იარაღის შეძენა-შენახვაში (ნაპოვნი პოლიციის სპეც.რაზმის მიერ ჩხრეკის ჩატარების შედეგად). ამის გარდა, ვაჰაგნ ჩახალიანს ბრალი ედება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი არეულობების მოწყობაში (225-ე მუხლის 1 ნაწილი), საჯარო წესრიგის დარღვევით ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში (226 მუხლი), პოლიციის მუშაკისთვის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელისათვის წინააღმდეგობის გაწევაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით (353-ე მუხლის 2 ნაწილი) და ხულიგნობაში, ჩადენილი ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ხელისუფლების წარმომადგენლის ან სხვა პირის მიმართ, რომელიც ხულიგნობას აღკვეთს (239-ე მუხლის 2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები). ჩახალიანთა ოჯახი ერთხმად აცხადებს, რომ სახლში ნაპოვნი იარაღი მოტანილი და შეგდებული იქნა თვით სპეც.რაზმის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩხრეკის დროს. პირადად ვაჰაგნ ჩახალიანის მიმართ აღძრული ბოლო ბრალდებები, აღიძრა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის საფუძველზე და სამოქალაქო პროტესტის აქციების ორგანიზების ფაქტებზე, მარტში, ივნისში და კერძოდ ოქტომბერში (უშუალოდ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ 2006 წელს).
5. სასამართლო სხდომაზე მყოფ ჟურნალისტებს აეკრძალათ ჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერების გაკეთება და დარბაზში არსებული ვითარების სურათების გადაღება.
6. სასამართლო სხდომები იმართებოდა მხოლოდ ქართულ ენაზე, რის შედეგადაც ის მოწმეები, რომლებმაც იცოდნენ სომხურიც და ქართული ენები, ვალდებულნი იყვნენ ელაპარაკათ მხოლოდ ქართულად. ერთადერთი მთარგმნელი იყო წარმოდგენილი სასამართლოს მიერ, მისი თარგმნის ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი. ვინაიდან არც ერთი განსასჯელი არ ლაპარაკობს ქართულად, ამან არსებითად შეამცირა მათი შესაძლებლობები სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღებისა და მოწმეთა ჩვენებებში ურთიერთწინააღმდეგობის მოძებისა. ეს ფაქტი არის იმის ცხადი და პრაქტიკული მტკიცება იმისა, თუ რა არსებითი აუცილებლობა აქვთ საერთაშორისო რეკომენდაციების რეალიზაციას, რომლებიც ავალებენ საქართველოს მთავრობას ნება დართონ ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანოებში და სამართალწარმოებაში უმცირესობების ენების გამოყენებას.
7. შირინიანის საქმეზე სამართალწარმოება დაიწყო 12:00 საათზე და შესვენებებით გრძელდებოდა 19:00-მდე. პირველი დღის განმავლობაში დაიკითხა სამი მოწმე, რომელთაგან ერთ-ერთმა, მოკლული პოლიციელის მამამ, განაცხადა რომ იგი დარწმუნებული არ არის რომ მისი ვაჟი მოკლა გურგენ შირინიანმა და გამოაცხადა ეჭვი პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგების თაობაზე. დანარჩენმა ორმა – პოლიციელებმა, რომლებიც მაშინ ატარებდნენ გურგენ შირინიანის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას, თვითონ გურგენი არ უნახავთ. შირინიანის საქმეზე სამართალწარმოება გაგრძელდა ასევე 7 ნოემბერს და პროკურორის შუამდგომლობით გადაიდო 19 ნოემბრამდე.
8. ჩახალიანთა საქმეზე სამართალწარმოება დაიწყო 15:00 საათზე. დასაწყისში ჩახალიანთა ადვოკატმა, სტეფან ვოსკანიანმა წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის განხილვის ახალქალაქის სასამართლოში გადატანის თაობაზე. შუამდგომლობის საფუძველად აღინიშნა ის რომ: ა) განსასჯელი და ყველა მოწმე არიან ახალქალაქის მაცხოვრებლები; ბ) ყველა დანაშაული, ინკრიმინირებული ჩახალიანთა მიმართ , მოხდა ახალქალაქში. ადვოკატმა ასევე აღნიშნა რომ სამართალწარმოების წარმოება ახალციხეში, რომელიც მდებარობს ახალქალაქიდან 75 კილომეტრის მანძილზე, ხელოვნურად ართულებს საქმის განხილვას. მაგრამ მოსამართლემ, ქალბატონმა ცირა მაისურაძემ, უარყო შუამდგომლობა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ სასამართლოს სხდომა ჩატარებულიყო ახალციხეში, მიღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და იგი ვერ ხედავს მისი შეცვლის აუცილებლობას და უფლებას.
9. ამის შემდეგ, ადვოკატმა წარმოადგინა შუამდგომლობა არასრულწლოვანი არმენ ჩახალიანის გირაოთი განთავისუფლების თაობაზე, მაგრამ სასამართლოს მთარგმნელმა, რომელიც მანამდეც თარგმნიდა დიდი სიძნელით და შეცდომებით, განაცხადა, რომ მისი ცოდნა არ არის საკმარისი თარგმნის გაგრძელებისათვის. იმისთვის რათა არ შეეწყვიტათ სასამართლოს სხდომა, ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე თარგმნის ნებართვა მიეცათ ერთ-ერთი მისი დამხმარესთვის, რომელის ესწრებოდა სხდომის დარბაზში. მაგრამ მოსამართლემ უარყო ეს შუამდგომლობაც და დასძინა რომ სასამართლო თვითონაც იპოვის მთარგმნელს. საქმის მოსმენა გადაიდო შემდგომი სხდომის თარიღის გამოუცხადებლად.
ზემოთჩამოთვლილი ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობენ იმაზე, რომ ვაჰაგნ ჩახალიანის, გურგენ შირინიანის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები არის შეტხზული და ასევე არის პოლიტიკური შეკვეთის შედეგი. კავშირი “ერკირი” ისევ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს მას: 1. შეწყვიტონ ყველა სისხლის სამართლის ბრალდებები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ქვეტექსტი ვაჰაგნ ჩახალიანის, გურგენ შირინიანის და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
2. შეწყდეს პოლიტიკური და ეკონომიკური დევნა ჩახალიანთა და შირინიანთა ოჯახების, აგრეთვე ჯავაეთის სხვა პოლიტიკური აქტივისთების წინააღმდეგ.
3. განხორციელდეს მიუკერძოებელი გამოძიება მოვლენებისა, რომლებიც წინ ეძღოდნენ ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავებას, მათ შორის, ორი ეთნიკური სომეხი პოლიციელის მკვლელობის ფაქტის გამოძიება.
კავშირი “ერკირი” ამახვილებს საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და სამართალდამცავი ორგანიზაციების ყურადღებას ჩახალიანთა და შირინიანთა სამართალწარმოებისაკენ და მოუწოდებს მათ: 1. დამკვირვებლების საშუალებით, განახორციელონ სამართალწარმოების მონიტორინგი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გურგენ შირინიანის პროცესს, რომელსაც განსჯიან დაუსწრებლად.
2. აღიარონ პოლიტ.პატიმრად მიცემულ საქმეებზე ყველა განსასჯელი და შესაბამისი გავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე მათი სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიების უფლების პატივისცემის მიზნის უზრუნველსაყოფად.
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|