კუშნერი: აშშ-მ დააგვიანა პასუხი საქართველოს კრიზისზესივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ნოე.'08 / 16:02
ევროკავშირი ჩაერია, რათა დაესრულებინა რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოში არსებული ომი, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი დაგვიანებული იყო, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 12 ნოემბერს.
”საქართველოს კრიზისში ჩვენ ავიღეთ ხელში ინიციატივა, როდესაც ამერიკის პასუხმა დააგვიანა,” - განუცხადა მან ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში დამსწრე საზოგადოებას. ”თუნდაც ყველაფერი საუკეთესოდ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც დღეს ევროპული ძალები აკონტროლებენ და რომლებიც უზრუნველოფენ ვალდებულებების შესრულებას, და დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც აგვისტოში და სექტემბერში შეთანხმებების მიღწევაში შუამავლის როლი ითამაშა, განუცხადა ევროპელ პარლამენტარებს ოქტომბერში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნიათ, რომ მისი ”ჩასვლა მოსკოვში არასწორი იყო” აგვისტოში, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართა. სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოზიცია განსხვავდებოდა ევროკავშირის პოზიციასგან, ”ჩვენ ხელიხელჩაკიდულებმა ვიმოქმედეთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად”.
ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ ”რუსეთი არის გამოწვევა ჩვენთვის”. ”დღეს ის შეიძლება დანახულ იქნას როგორც პრობლემის ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს არსებული პრობლემების უმეტესობის მოგვარება მის გარეშე შეუძლებელია,” - დასძინა კუშნერმა.
http://civil.ge/geo/article.php?id=19991------------------------------------------
სარკოზი ბუშს საქართველოს გამო აკრიტიკებსსივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ნოე.'08 / 10:58
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 13 ნოემბერს, რომ სწორედ ის იყო და არა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც ჩაერია და დახმარება აღმოუჩინა საქართველოს და რუსეთს შორის აგვისტოს ომის შეჩერებაში.
”როდესაც 8 აგვისტოს ვიღაცას მოუწია მოსკოვში ან თბილისში გამგზავრება, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები? იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვინც თქვა, რომ ”ეს მიუღებელია”? თუ საფრანგეთი იყო, რომელმაც დიალოგს შეუწყო ხელი,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ელისეის სასახლეში გააკეთა, სადაც იგი ფრანგული ჟურნალის Politique Internationale-ის პრიზით დააჯილდოვეს ”პოლიტიკური სიმამაცისთვის”.
”მახსოვს მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დამირეკა ამერიკის პრეზიდენტმა და მითხრა: ”ნუ წახვალ, მათ [რუსებს] თბილისში შესვლა უნდათ, ისინი 40 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. ნუ წახვალ, უბრალოდ დაგმე ეს ფაქტი [რუსეთის შეჭრა]... ჩვენ იქ [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] ბერნარ კუშნერთან ერთად ვიყავით, და თითქოს შემთხვევით, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.
იმავდროულად, ფრანგული ყოველკვირეული გაზეთი ჟურნალი le Nouvel Observateur იტყობინებოდა 12 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინს უნდოდა, რომ რუსულ ძალებს თბილისი დაეპყროთ და პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოეგდოთ, მაგრამ პრეზიდენტმა სარკოზიმ 12 აგვისტოს მოსკოვში ყოფნის დროს დაარწმუნა ის ეს არ გაეკეთებინა
http://civil.ge/geo/article.php?id=19997----
ფიქრობთ თუ არა, რომ აშშ პასიურად მოქმედებდა კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში? იმაზე პასიურად ვიდრე ამას მოკავშირისგან შეიძლება მოელოდე? რა არის ამის მიზეზი? შეეძლოთ თუ არა მეტის გაკეთება და თუ შეეძლოთ რატომ არ გააკეთეს?
ვაშინგტონის პასუხი კრიტიკაზევაშინგტონი საქართველოსთან დაკავშირებით სარკოზის მიერ ბუშის კრიტიკას პასუხობსსივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'08 / 12:00
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ განაცხადა, რომ იგი ვერ მიხვდა, თუ ”რის შესახებ საუბრობდა პრეზიდენტი სარკოზი,” როდესაც პრეზიდენტ ბუშს აკრიტიკებდა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით.
”პრეზიდენტი ბუში მზად იყო და კვლავაც მზადაა მოაგვაროს რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები,” - განუცხადა ჯონდრომ AFP.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა 13 ნოემბერს, რომ მოსკოვში და თბილისში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მას დაურეკა ამერიკის პრეზიდენტმა და უთხრა არ წასულიყო. ”როდესაც 8 აგვისტოს ვიღაცას მოუწია მოსკოვში და თბილისში გამგზავრება, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები? იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ ”ეს მიუღებელია”? თუ საფრანგეთი, რომელმაც დიალოგს შეუწყო ხელი?” - განაცხადა სარკოზიმ.
14 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგია ”უფრო ეფექტური” აღმოჩნდა, ვიდრე ”საქართველოს ზოგიერთი მეგობრისა”; მან ასევე დასძინა, რომ ვერ მიხვდა, რას მიაღწიეს ამერიკელებმა სამხედრო გემების გაგზავნით ”ახლომდებარე წყლებში” - იგი ამერიკულ სამხედრო გემებს გულისხმობდა, რომლებიც ვაშინგტონმა საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ გამოაგზავნა.
”არ ვიცი [სარკოზი] რომელ სამხედრო გემებს გულისმობს,” - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ”მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მადლიერი დარჩა იმ ამერიკული გემებისა, რომელთაც მათ მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს”.
http://civil.ge/geo/article.php?id=20009 This post has been edited by WolfSpell on 15 Nov 2008, 14:22