ვახტანგ კოტეტიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი კვლევა ამაზე...
საერთოდ მთლიანად მარქსისტულად მითოლოგიზირებულია ეს საკითხი ქართველი (და არა მარტო) ისტორიკოსების მიერ
ისეთ სუსტ პოლიტიკოსსაც კი როგორიც ერეკლე იყო, უნდა სცოდნოდა რომ რუდსეთი იმ პერიოდში ბევრად უფრო მოდერნიზებული იმპერია იყო, ვიდრე თურქეთი. რუსეთის იმპერიული ბიუროკრატია მზად იყო საქართველო თვითონ ემართა, რაც გააკეთეს კიდეც, თურქეთისგან განსხვავებით, რომელსაც აქ სახელმწიფოებრიობა არასდროს გაუუქმებია. იმ პერიოდის ირანზე ხომ საერთოდ არ ღირს ლაპარაკი, იმდენად იყო დასუსტებული...
არც იმას უნდა ბევრი მტკიცება, რომ სწორედ რუსეთმა ნახა უზარმაზარი ხეირი ერეკლეს დახმარებით.
თურქეთის დამარცხებაში, ჩრდილოეთ კავკასიის აღებაში საქართველოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის.
თან მუდმივად რალატობდა რუსეთი და არ იბრძოდნენ ისე როგორც საჭირო იყო
მაგრამ რად გინდა? მარქსისტული ისტორიის ბოდვით აქვს თავი გამოჭედილი ბევრ ქართველს და ყველა რუსს
და კიდევ აქეთ აკომპლექსებენ ხალხს.
მოკლედ, მეფე კი არა მოფარიკავე იყო ერეკლე, მისი მეუღლე და ოჯახის წევრები ხომ საერთოდ...
კიდევ ერთი ლეგენდაა - გიორგი მეცამეტე!! კარგი კაცი იყო თურმე, მაგრამ საოცრად სუსტი მმართველი.
დღეში 6 საათს ლოცულობდა და ორ საათს მუშაობდა...პლატონ იოსელიანს აქვს კარგი წიგნი დაწერილი მაგაზე...
ისე რას აკეთებენ ქართველი ისტორიკოსები მაინტერესებს? აფსუს, რეების დაწერა შეიძლება!!