cart-veli
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 286
წევრი No.: 71208
რეგისტრ.: 17-October 08
|
#32888818 · 7 Sep 2012, 10:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მაია! ორი კვირის წინ წავიკითხე შენი წერილი, ეს პასუხიც მაშინ მოგწერე, ახლა გიგზავნი. გადავწყვიტე მეც საჯაროდ გიპასუხო, ოღონდ ისეთ ფორმატში, რომელშიც პროტოკოლიდან თავისუფალი ვარ და შემიძლია მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო.
ბავშვობა კინოსავით მახსოვს, ყველა წვრილმანით, მაგრამ ეს მაშინ, როცა მახსენდება. არადა, მართალი რომ გითხრა იშვიათად მახსენდება, ვერ გამოვდივარ იმ კარუსელიდან, რომელზეც შევჯექი, რომ ბავშვობის მოგონებებით ვისიამოვნო. კარგი დრო იყო, კარგი დრო ყოფილა, ყველას გვიყვარს ჩვენ- ჩვენი ბავშვობა. ჩვენ კი განსაკუთრებით, გვაქვს მიზეზები.
ეს ქვეყანა 5 მილიონიანია, მე ერთერთი ვარ, მხოლოდ ორი ხელითა და ორი ფეხით, და თუ ჩემს ადგილას მჯდომი წინაპრების, გამსახურდიასა და შევარდნაძისგან გამოყოლილი ინერციით, ხალხი თვლის რომ პრეზიდენტი ან ღმერთის მარჯვნივ უნდა იჯდეს მესიის მახვილით ზვიადივით, ან გენშერისა და მამა ბუშის პირადი მეგობარი და გერმანიის გამაერთიანებელი უნდა იყოს, შევარდნაძისავით, ხოდა მაგ მოლოდინების მქონე ხალხისგან განსხვავებით, შენ მაინც ხომ იცი რომ ერთი ჩვეულებრივი ვარ. ეს სტატუსი დროებით მაქვს. არაფერი გამომივა თუ ბევრმა კარგმა ადამიანმა არ ირწმუნა, რომ უნდა მომეხმაროს. მთავრობის გუნდზე არ მაქვს ლაპარაკი, ხალხზე ვამბობ. საბედნიეროდ ასეცაა, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილონი უფრო კატეგორიულები არიან და ხმამაღლა ყვირიან, უმრავლესობას ესმის ჩემი. ანუ, მხედველობაში მაქვს, ტაქტიკურ სიძნელეებს ითმენენ, იმიტომ რომ სტრატეგიულ მიზანს ხედავენ. სტრატეგიული მიზანი კი საქართველოში ყველას ერთი გვაქვს, ოთხმოცი წლის მოხუცსაც, ჩვენი ხნის უმუშევარსაც, 50 წლის ბიზნესმენსაც და 20 წლის რეპერსაც. ეს მიზანი საქართველოს გაერთიანებაა. კარგი საქართველო ერთადერთი გზაა გაერთიანებული საქართველოსთვის. 2008 წლის ომმა გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან _ - მოვერიოთ სეპარატისტს, ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩა - მოვიწვიოთ ის. აფხაზეთში დაყენებული რუსული ესეს რაკეტები ირანსაც წვდება, ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით დაპყრობილები ვართ, მტერი 40 კილომეტრში კი არაა, აქაა, ყველგანაა, სამთავისის ეკლესიას თავზე დგას და ბინოკლის გარეშეც კარგად გვხედავს ყველას, ვინც ამ ზაფხულს ავტობანზე გაივიარეთ. ჩვენი ომი ახალი ტექნოლოგიისაა, და თანაც ეს ტექნოლოგია ახლა უნდა დაიბადოს, ჩვენ ყველანი ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. ამ ომს წინაპრები ჰყავს: კონსტანტინეს მიე ქრისტიანობია აღიარებამდე რომში არენაზე შეუბრძოლებლად დახოცილი ქრისტიანი მონები, მერე განდი, მარტინ ლუთერ კინგი. დღეს სამყარო სხვაა. დღეს თავდამსხმელი ცდილობს რაც შიძლება ნაკლები მშვიდობიანი მოქალაქე მოკლას ( ნატო- სერბია გაიხსენე) ხოლო დაპყრობილი ცდილობს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი თანამოქალაქე დახოცოს ( ერაყი და ავღანეთი) რათა მსოფლიოს დაანახოს - დამპყრობელმა უკეთესი ცხოვრება ვერ მოგვიტანაო. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი რადიკალური ნაბიჯები, მსოფლიოს ყურადღება მოპოვებული გვაქვს, და თუ ათიათასკაციან სამადლობელ მიტინგს მოუყრის თავს რუსეთი ცხინვალში და სოხუმში, ჩვენ მსოფლიოს უნდა დავანახოთ რომ მათ, რუსებმა მაგ ხალხს ასეთ ქსეყანაში გადაუკეტეს ცხოვრების საშუალება, ასეთ კარგ ქვეყანაში, რომელიც სასწრაფოდ გვაქვს ასაშენებელი. ჩვენი ომი შენებაა, არა მარტო შენობების , განვითარებული საზოგადოების შენებაა. კარგი ტემპით მივდივართ წინ, მანქანებში ღვედის შეკვრის შემოღება სამჯერ დავაანონსეთ. პირველ ორჯეზე არ გამოგვივიდა, არავინ შეიკრა და გავჩუმდით. დღეს ვიკრავთ ღვედს, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, აღვირახსნილობიდან წესიერებისკენ მივდივართ. განვითარებული მსოფლიო თავისიანად სხვა კრიტერიუმებით მიგვიღებს და არა იმითი, ეაც ჩვენ გვგონია. ერთერთი ესაა, ღვედის შეკვრა მანქანაში. შემდეგი იერარქიის პატივისცემაა, რაც დღეს პოლიტური პარტიების 90% არ აქვს. დემოკრატია ჩემი მიზანია, დემოკრატია ჩემი ინსტრუმენტიცაა, იარაღიცაა, სწორედ საჯაროობა ამხელს ყველაზე მეტად ჩემი ოპონენტების მინუსებს და მათ არარეალური იმედის ნისლის საბურველს აცილებს. ტელევიზია საშუალებაა მმართველისთვის იერარქია შექმნა არა მორევაზე და დასჯაზე, არამედ მართალ სიტყვაზე. 2009 წლის საკნებით ბლოკირებული ქალაქი გახსოვს რა თქმა უნდა. ის ომი სიტყვამ მოიგო და არა ძალამ. არ იყო ასე? მართალი სიტყვა ჩემი ძალაა. ისევე როგორც საქართველოსი. საქართველომ 208 წლის ომის შემდეგ მოიპოვა მართალი სიტყვა, რომელიც აღიარა მსოფლიომ, რუსეთს მოუწევს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და ასეც იზამს, ოღონდ ჩვენ ( საქართველს სახელმწიფომ და ზოგადად ქართველმა ერმა) არცერთ ეტაპზე და არცერთ წუთს არ უნდა უთხრას რუსეთს - შენ იყავი მართალი ამ ომშიო. იმავე წუთს შეცვლის ჩვენი თანადგომის პოზიციას მთელი მსოფლიო ( მთელი მსოფლიო მინუს რუსეთი და ნაურუ). კურსის შეცვლა და მონანიება არ შეგვიძლია, ჩვენი შთამომავლობა დაგვწყევლის უტვინობისთვის, და არც გვაავს მოსანანიებელი, ჩვენი ომი იყო გამარჯვების ომი, ეგ გამარჯვება ჯიბეში გვედო . ეგ გამარჯვება რუსეთმა მოგვპარა.
საქართველოს მოსახლეობის ძალიან პატარა ნაწილს ამ მიზნის არ სჯერა და გამუდმებით ცდილობს თავის ეჭვებში შეითრიოს ხალხი, ეგ ხალხი ყველაზე ცუდ დროს წინა პლანზე აყენებს პრობლემებს, რალურად არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტის დრო არ დამდგარა. არადა მოვა ყველაფრის დრო. ფეხბურთში გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, იმ წელს გერმანიამ წარმოება 18% პროცენტით გაზარდა, ჩვენ 1000% გავზრდით საქართველოს გაერთიანების შემდეგ. მაგრამ, შემდეგ და არა მდე. ყველამ უნდა მოინდომოს საქართველოს გაერთიანება, თანახმა იყოს კი არა, უნდოდეს კი არა, არამედ მოინდომოს, ყველა თავისი ნაბიჯი ასე აწონოს- ვეხმარები მე საქართველოს ამ საქმეში თუ არა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ, ეს როგორც გვალვიანი ვენახის მორწყვაა - ჯერ არხები უნდა გააკეთო, მერე წყალი უნდა იშოვო, მერე წყალი ყველა თხრილში მიუშვა გაავსო წყლით და მხოლოდ შემდეგ მიაღწევს წყალი ყველა ვაზამდე. არადა ჩემს ვენახში ვაზებმა მეგაფონები მოიმარჯვეს და ჯერ მეე ჯერ მეეე ყვირიან. მალე უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ. კაცობრიობის ნაკრები, ზიომპერია, ქვეყანა რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისხელა ფულს სატურნის კვლევაში ან დელფინების მიგრაციის შესწავლაში ხარჯავს, კარგი თვალით გვიყურებს, მხოლოდ ერთი რამ უნდა თვითონაც რომ გაიხაროს ჩვენი პატრონაჟით - ესაა ღირსება ჩვენში. უნდა დაინახოს ღირსება ჩვენში. ის თვლის რომ დაინახავს, იმედი აქვს ამის. ჩვენ კი უფლება არ გვაქვს რომ ეს მომენტი ხელიდან გავუშვათ, თავისმოჭრა იქნება მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც მაქვს დღეში 4 შეხვედრა რეგიონებში ( ამათგან თითქმის ყოველთვის ერთი ტელეკამერების გარეშეა, ასე ხალხი უფრო გულწრფელია). უკეთესი ქვეყნისკენ მივდივართ. უკეთეს სახლში იცხოვრებ არა მხოლოდ თუ რემონტის ფულს იშოვი, არამედ თუ რემონტის ხმაურს, რიარიას და მტვერს მოითმენ.
დავით აღმაშენებელმა თბილისის აღება გამეფებიდა 14 წლის შემდეგ გაბედა, მანამდე ემზადებოდა. დღეს მსოფლიოში ყველაფერი შეკუმშულია, დროც სივრცეც, ემოციებიც, მოლოდინებიც. მე ჩემი ომისთვის მზად არ ვიყავი 2008 წელს, ის ომი პუტინის ომი იყო და პუტინის გაბედვა. გაბედვაში კი ჩვენ მივეხმარეთ. სულსწრაფობამ 2007 წელს ძალიან უკან დაგვხია, იმედია სამუდამოდ არ გადაგვაგდო იმ რელსებიდან, რომელზეც ყოფნა, და დღევანდელზე გაცილებით წინ ყოფნა სეეძლო საქართველოს, რომ არა ეგ რევანშისტული დღეები. 2 ნოემბერს პატარკაციშვილმა შეძლო ჩემს წინააღმდეგ იმ ქვენა გრძნობების მობილიზება, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ საერთოქართულ მიზანთან. 2 ნოემბერი 7 ნოემბერით დასრულდა, შორი გადასახედიდან ვთვლი რომ სხვა გზა არ იყო, ეგ ქვენა გრძნობები საკმაოდ ადვილად ფუვდება ამ ქვეყანაში. მაშინ თამაშის წესები იყო შესაცვლელი, და რაც შეიძლება ნაკლები ძალმომრეობით - სახელმწიფო ისტერიაზე ძლიერია. ამიტომ ავარჩიეთ ის დღე, როცა ზარმაცი და მცონარა ჯერ კიდევ თვლემდა და ემზადებოდა ქვეყნის პარალიზებისთვის. ახლაც ვთვლი, რომ რამდენიმე დღის მოთმენა, იმ პირობებში, როდესაც ხალხს ჯერ არ ჰქონდა მიღებული კონსტანტად, რომ სახელმწიფოს ძალას ერთი და თუნდაც 11 სოციალური ჯგუფის ხალხის მიტინგით ვერ დაამარცხებ. ხო, ახლაც ვთვლი რომ 7 ნოემბერმა აგვაცილა უფრო მძიმე 8 , 9 ან 10 ნოემბერი. 4 თვეში ხალხმა ისევ მე ამირჩია დიდი უპირატესობით, 8 ჯერ მეტი ხმა მივიღე ვიდრე პატარკაციშვილმა, შემდეგმა კანდიდატმა. გრეჩიხას ჩემი ნახევარი ხმა ერგო,მაგრამ გრეჩიხა პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყო, იქ იყო ქართული უწესობა და ეშმაკობა - ამირჩიეთ, გამოვაცხადებ საპარლამენტო რესპუბლიკას და მაშინვე გადავდგები, სამწუხაროდ ამით ბევრი მოტყუვდა, გრეჩიხას არ ვირჩევთ , პრეზიდენტობანა აღარ გვინდაო. 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ კიდევ გვქონდა შანსი პუტინისთვის არ გაგვებედინებინა აგვისტოს ომი, მაგრამ ისევ დავარღვიეთ ტექნოლოგია - იმის მაგივრად რომ ოპოზიციას მიეღო არჩევნების შედეგები, ისტერიული ხავილი განაგრძეს. მხოლოდ პადოშა და დავითაია მიხვდნენ, რომ ამ კატეგორიული უსამართლობით საქართველოს ასუსტებდნენ. 2008 წლის აგვისტოსთვის მე პრეზიდენტად არ მცნო საქართველოს პოლიტიკური სპექტრის 90%- მა. ეს გადამწყვეტი კოზირი აღმოჩნდა პუტინის კარტში, უფრო სწორედ, თვითონ ჩათვალა ასე და ვა ბანკ წამოვიდა. მან ის ხელი ვერ მოიგო მაგრამ ჩვენ უფრო დაგვაზარალა. ქილა მოხვდა ქვას თუ ქვა ქილას, ვაი ქილის ბრალი. ჩვენ შეგვეძლო არ გაგვებედინებინა მაგრამ გავაბედინეთ, ამ გადასახედიდან მერჩივნა მეორე ტური დანიშნულიყო. 100% მოვიგებდი და ოპოზიციაც მაღიარებდა, მაგრამ ციფრები ძაან კონკრეტული იყო, ძალიან დიდი უპირატესობა მქონდა. ძალიან გავბრაზდი იმ ოპოზიციურ ლიდერებზე, რომლბსაც 4 თვის წინ დამთავრებული ყვევდით ხალხის სახელით, თავისი თვალით ნახეს რომ 4 თვის შემდეგ წააგეს არჩევნები და იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადათ მილიონნახევარი ადამიანისთვის, ვისი პოზიციის საწინააღმდეჰოდაც მამთავრებდნენ იმედის მიტინგით, ბოდიში კი არ მოიხადეს, განაგრძეს თავხედური ძიძგილაობა და დეფაქტო, სიტყვა რომითაც სეპარატისტები აღინიშნება, მე მიწოდეს. უნდა ჩამეყლაპა ეგ შეურაცხყოფაც და საბოლოოდ გამენადგურებინა განმეორებით არჩევნებში, მაგრამ სხვაც ბევრი დრამატული ხდებოდა საქართველოს თავს, ჩვენ კი უკვე 4 თვე გვქონდა დაკარგული მოსალოდნელი ომის წინ, და ეს მეორე ტური აღარ გამოვიგონეთ, დიახ, გამოსაგონებელი იყო მეორე ტური, კანონით არ უნდა დანიშნულიყო.
2003 ში ხალხმა დამსვა აქ და იმ ხალხის მიმართ ვარ პასუხისმგებელი, იდეალისტი ადამიანების მიმართ, ვინც შევარდნაძის ფლეგმატური პესიმიზმი გამოარღვიეს და მე დამავალეს კარგი ქვეყანა შევქმნა მათთან, თქვენთან ერთად. სწორედ ისინი, უცნობი და უსახელო, უჩინარი ადამიანები არიან ჩემი ადრესატები ყველა საუბარში ჩემს თავთან როცა ვრჩები, არადა მე მათ შევპირდი, აი ასეთი საუბრისას შევპირდი, რომ მათზე წინ არ დავაყენებ ფეისებს, ელიტებს, კლანებს და ცალკეულ ჯგუფებს. მარტო ვარ ხშირად, სადღაც ალბათ კვირაში 50-60 საათი, უამრავი დრო მაქვს რომ ყველა ცვლილება და ყველა გადაწყვეტილება მაგ ფილრტში გავატარო - არის თუ არა ეს ნაბიჯი 2003 წელს იმ ლეთარგიიდან გაღვიძებული იდეალისტის მიზნებთან ახლოს. აახლოვებს თუ არა იმ საქართველოს, რომელიც ყველას გვინდა. ბუხუტი დარახველკძე მიხსენე, მას პირადად არაფერს ვერჩი, ბოლოსდაბოლოს დავთმე და ეგ ბინები ( შევარდნაძის ნაჩუქარი ჰაერი, სახელად ბინა) დაურიგდათ მაგ სიაში მყოფებს, მაგრამ ძაან გამიჭირდა, ჩემი პრინციპი დავარღვიე, აი, როგორ აგიხსნა, დუტა რომ მანქანას ათამაშებს ხომ გინახავს, ყველა ბედნიერია, მთელი გადაცემა სიხარულისა და მადლობების კორიანტელია, ჯეოსელი გულუხვია, დუტა ჯადოქარია, მაგრამ, ვხედავთ თუ არა რომ მოთამაშეთა ნომრებს ერთი კუბური მეტრი უკავია? ანუ მიუხედავად იმისა რომ 30000 უცნობია იმედგაცრუებული, ჩვენ ოდნავნაცნობი 5 ადამიანის ჭყლოპინით ვასკვნით, რომ ჯეოსელი გულუხვია. არადა ხომ არაა ასე, უცნობი ინკოგნიტო ათიათასები ხომ იმედგაცრუებული და მოტყუებულია. იგივეა მაგ შემთხვევაშიც ეგ შევარდნაძის ელიტა ( მოჭადრაკე ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია) ის თითქმის ნაცნობი ხუთი მოგებული სატელეფონო მოპასუხეა, უცნობები კი ჯანდაბას წაუღია, და ვინ არიან უცნობი წაგებულები მერიის მასშტაბით, ვინ და თბილისის მიწისძვრის დროს გაოხრებული სახლების უცნობი მაცხოვრებლები, რომლებიც სახლის გვერდზე მანქანის ჩავლისას კარებისკენ იყურებიან გაასწრებენ თუ არა სახლმა ნგრევა რომ დაიწყოს.
და საერთოდ, უცნობი და უსახელო ხალხი, რომელიც ვერასდროს ამოყვინთავს იქამდე რომ საზოგადო ყურადღება დაიმსახუროს, ჩემი მთავარი ადრესატია. პრაგმატულია ეს ჩემი პოზიციიდან, ია უყურე, საარჩევნო ხმა ზუსტად ერთი წონისა აწვს ღვაწლოსილ ფეისს და იმ უსახელოს, ღვაწლმოსილი ჯიპითაა და ორმოები სასიამოვნოდ არწევს, უსახელომ კი, თუ ვერ ააცდინა, კარტერს გატეხავს და მანქანა გადასაგდები გაუხდება. და გზებზე კიდევ სხვა, აქაც ალეგორიით აგიხსნი. 1991_93 წლებში საქართველოში ანარქია რომ იყო და გზებზე საძმოები მეფობდნენ, მე მაგ საძმოებს თრომბები დავარქვი, და იყვნენ კიდევაც. ისინი იდგნენ ყველა სოფლის თავსა და ბოლოში და თავის მიწას აკონტროლებდნენ. მათ მოკლეს ქვეყნის სისხლძარღვები და მოკლეს ქვეყანა. მაშინ ის მკვდარი ქვეყანა მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობამ შეინახა ანაბიოზში, კლინიკური სიკვდილის პირობებში. მდგომარეობა ტრაგიკული იყო და იმდროინდელ სპექტრში ყველაზე დასავლეთზე ორიენტირებული შევარდნაძე ჩანდა, ამიტომაც დავეთანხმე ზურა ჟვანიას საქართველოში დაბრუნებაზე, ჩვენ საჭიროები ახლა ვართო ზურამ დამაჯერა. დავუბრუნდეთ თრომბ საძმოებს, დღეს ჩემი მოვალეობაა დიდი სისხლძარღვები გავხსნა და ქვეყანას ენერგია მივცე, სწორედ ამიტომ, ჯერ გზაზე უნდა დაიხარჯოს ფული და მერე სოციალურ სიკეთეებზე, მხოლოდ პენსიონერების წინაშე ვგრძნობ უხერხულობას, ჩემი დღოშა 2003 წლამდე იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პენსიები, მაგრამ პრეზიდენტობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ყველას წინაშე, მათ შორის ბავშვების, ლტოლვილების, წაგებული მამაკაცების ( და ჩვენ ხომ ყველა წაგებული ვართ) ბიზნესმენების, ელიტისა და ათასი რელიგიური ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფის წინაშე, მომავლის წინაშე. ასე რომ მე პენსიონერების სურვილების აღსრულების პრიორიტეტულობის ქვემოთ გადატანა მომიწია, თუნდაც იმ ორსული ქალის გადასარჩენად, რომელიც თურმე ვერ გადავარჩინე. ტრაგედია ბორჯომში 2006 წელს, რომლის ავტორადაც თურმე მე მიგაჩნივარ. წინასწარ გეტყვი, თვითმკვლელობას არავითარ შემთხვევაში აქვს გამართლება, მითუმეტეს ეკონომიური პრობლემით, განსაკუთრებით უსამართლობაა, დღეს სხვა საქართველოა, მაგრამ 2006 წელსაც კი, როცა ლტოლვილები სიმბოლური დახმარებით, შრომისმოყვარეობითა და ურთიერთგატანით გაჰქონდათ თავი, არაფრით არ უნდა მოეკლა თავი. ზამთარში დღის შემცირებისას, და სიცივის მატებისას თვითმკვლელობების პიკია, მაგრამ, მადლობა რომაელებს, ახალიწლის იანვარში დადგენისთვის. ახალიწლის მოლოდინი წინ იმედს გისახავს, რომ წინ მხიარული დღესასწაული და ახალი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია, გადაივლის ახალი წელი და უკვე დღე დიდდება და ახალი ორიენტირი გაქვს- მეტი სინათლიანი დღე და გაზაფხული. მე სწორედ მაგას მსაყვედურობენ, ზედმეტ რწმენას და ზედმეტ მოლოდინს არიგებო, და მარტო სიტყვაზე ხომ არაა, ვცდილობ გარემო გავხადო ოპტიმისტური და იმედიანი, ეგ ხალხი, განსაკუთრებით ღარიბი და უიღბლო ხალხი ჩემი პირადი გაუთავებელი ზრუნვის საკითხია, თავიდანვე გავხსენით უფასო სასადილოები, დაგვცინა მთელმა პოლიტიკურმა თუ საზოგადოების სპექტრმა, სოციალურად დაუცველთა დახმარება და დაზღვევა შემოვიღეთ, ბოლოს ახლა დენის და ნაგვის ტარიფი ისე შევცვალეთ,რომ განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას გადასახადი შემცირებოდათ, შედეგად 80% ის რისხვა დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ 20% ამ სიტუაციაში მოგებულ ადამიანებსაც კარგს ვერ წამოაცდენინებ, ისინიც ინკოგნიტო უცნობი მასაა, მათ არავინ ლობირებს და მათი ხმა არ ისმის, მაინც შევინარჩუნეთ ტარიფის ასეთი განაწილება. ვაპირებთ შევცვალოთ, დენი გაზზე მიბმა მოიხსნება ინდივიდუალურად, ვინც თელასში განაცხადებს რომ უარს აცხადებს მისი ფული გადაუნაწილდეს უპოვარებს.
ისევ პენსიონერებს დავუბრუნდები. ეგ ხალხი ძალიან მაგარი ხალხი აღმოცნდა, როგორც ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, ქვეყნის პრიორიტეტი მათი პენსია არ არის ( არადა 2003 წლამდე ქვეყნისათვის პერსპექტივის გაჩენის წინაპირობად ჩვენი პენსიონერებისთვის რუს პენსიონერებზე მეტი პენსია მიმაჩნდა, გახსოვს ხომ მაშინ სწორედ ამით გვტაცებდნენ ადამიანებს სეპარატისტული ანკლავებიდან) ისინი თვალნათლივ ხედავენ ქვეყნის აღმშენებლობას და პირადი მოთხოვნები უკან მიაქვთ- ჯერ ქვეყანას, ასე ფიქრობენ. დღეს მათი პენსია თითქმის გაათმაგდა და საქართველოს სახელმწიფოს უკვე შეუძლია მათ რუსებზე მეტი პენსია მისცეს, მაგრამ ჯერ ადრეა, ახალი საქართველო იბადება, ძნელი და საინტერესო ქვეყანა იბადება, ეს პროცესია, რომელიც ყოველთვიურად გრანდიოზულ სიახლეს მოითხოვს, ეს ომია, რომელშიც, რაგბისა არ იყოს, ჩვენ გვაქვს შანსი რუსეთთან. პენსიის ყოველი 10 ლარით გაზრდა უამრავ პროექტს გააჩერებს. მაგრამ პენსიონერები გამიგებენ, უფრო სწორედ პენსიონერები მიგებენ. მათ სახელმწიფოებრიობის არსი თავისი დიდი გამოცდილებით იციან. რაც შეეხება შენს პირად სამსახურეობრივ საკითხს, ეს მთელი წახალისებების სისტემა შენისთანა გონიერი პედაგოგებისათვის უპირატესობის მინიჭებისთვის გავაკეთეთ, პირველი უიღბლობა ნუ დაგაყრევინებს ფარხმალს, დარწმუნებული ვარ შემდეგ გამოცდაზე შეძლებ მოიპოვო ეგ ბონუსები.
თუ შენ ვერ მიიღე ბონუსი, შემატყობინე, ჩათვალე, რომ შეფასების ფორმა შეიცვლება, მაგრამ გისურვებ წარმარებას, თანაც იმედი მაქვს გაიმარჯვებ.
გამიგებ ალბათ, ვერ გიპროტეჟებ და არც შენ უნდა მახსენო. არ გაჭრის, ჩემი ორი მძღოლიდან ორივე თავისი პირადი მანქანით მოძრაობისას, რომ დაარღვიეს მოძრაობის წესი, ყველაზე დიდი ჯარიმით დააჯარიმეს, მას შემდეგ რაც ალბათ თვალისჩაკვრით უთხრეს პატრულს, პრეზიდენტის მძღოლი ვარო, ერთს უთხრა კიდევაც პოლიციელმა, ზუსტად შენნაირის დაჯარიმება მინდოდაო და მაქსიმალურად დააჯარიმა.
ნეგატივი ჩემს საქმეში ძალიან დიდია, მეც მოვიწყე სტრესის საწინააღმდეგო გასართობები, უნდა გა#####დე. ამბობ მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი ბავშვები ზღვაზე ერთხელაც არ ყოფილანო.
ეგაა ჩემი სტრესისსაწინააღმდეგო თერაპია, 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფომ დაახლოებით 200000 ბავშვი დაასვენა ზღვაზე, თან ისეთი ოჯახებიდან, რომელთაც ზღვაზე არ დაუსვენიათ და მაქსიმუმ თუ მისი მშობლები ცხოვრებაში ერთხელ მოახერხებდნენ, ზღვიდან მესამე ქუჩაზე. ჩემთვის მათი შეხედვაა გარშემო ნეგატივის გამკლავების წამალი. ჩადი ანაკლიაში, საუკეთესო ადგილას, საუკეთესო პირობებში ისვენებენ. ანდა ნუ ჩახვალ, გააგზავნეთ ბავშვები, სხვაც გაიკითხე, ვინც ზღვაზე არაა ნამყოფი და გააგზავნე, გამგეობას მიმართე ოღონდ, ჩემი სახელი არ დაგჭირდება.
დანარჩენზე, რა გითხრა, ყველაზე ძაან ყაჩაღების ადგილობრივ მთავრობაში მოსვლა მწყინს, ნიჭიერი ხალხია, დამპალი თავხედი და ნიჭიერი. ქლესობა, ტყუილი და თავხედობა პირველ ომს როგორც წესი იგებს, მაგრამ შემდეგ თავს ააშკარავებს და მარცხდება. ეგ ყაჩაღებიც დამარცხდებიან და თანაც ძაან მწარედ.
ხალხი მჭირდება ვინც ამაში მომეხმარება, ისევ ის ინკოგნიტო ხალხი. თუ გახსოვს, იუსტიციის მინისტრი რომ ვიყავი მაშინ შევქმენით ესეთი მექანიზმი - მაშინ მაფიას და კრიმინალს დიდი ძალა ჰქონდა, აშინებდნენ ხალხს, მაშინ შემოვიღეთ რომ ანონიმურ წერილს, რომელიც ჩინოვნიკის დამალულ ქონებას გამოავლენდა ან უკანონობას აღმოაჩენდა, ისეთივე ძალა ჰქონდა როგორც ხელმოწერილ წერილს. რა ვიცი იქნებ ახლაც განვაახლოთ, მართალია სირცხვილია ქვეყნისთვის, ახალი საქართველოსთვისაა სირცხვილი, 37 წელში გვაბრუნებსო აყვირდებიან, მაგრამ მაინც ხომ არ აღვადგინო, 8 წელიწადში შეიძლება სადღაცსადღაც დაიბუდეს მიმიკრიის რეჟიმში.
ხო მინდოდა მეთქვა, შემდეგი წერილი ჩემს მისამართზე მომწერე მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, საჯაროდ მომწერე. ნუ ჩათვლი რომ მაწყენინე, პირიქით, ჩემი რაკურსი ხელს მიშლის ყველაფერი დავინახო, ვცდილობ რომ ყველა ტყავში შევძვრე, ამ დღეებში ყოველდღიურად სადღაც 10-20 ადამიანს პირადად ველაპარაკები, მაგრამ არასდროს მავიწყდება რომ ჩემი მთავარი მისია ღირსების დაბრუნებაა, ეს კი მაიძულებს რომ ბევრი ტირილის მიმართ გავხდე უგრძნობი. ბოქსიორი თუ ყველა ტკივილს უგდებს ყურს, აუცილებლად წააგებს. ამ ჩემ მოგონილ ფილტრში ზოგჯერ ღირსეული ცრემლიც არ აღწევს. შენ ღირსეული ტკივილები მაჩვენე, მე მათ ვეძებ. მომეხმარე, გენდობი. უღონდ გაფრთხილებ, ძნელ დავალებას გაძლევ. ღირსეული ცრემლი ცრემლების მხოლოდ ათ პროცენტშია, ან ნაკლებში. შეძლებ განასხვავო? არ შეურიო ყალბი საჩივრები და მე შენს წერილებს წავიკითხავ. მჭირდება ეგ, შენი რაკურსით დანახული.
პ.ს. თუ გახსოვს თავისუფალ თემაში რომ დავწერე საქართველო მელაა და რუსეთი დათვი მეთქი და მასწავლებელი რომ გამეხუმრა, ერთოთახიან დროებით ბინას მიიღებ, ოღონდ ციხეშიო. აჰა, ბინა მართლაც მივიღე სახელმწიფოსგან, ესეც დროებითია, ოღონდ პრეზიდენტის სასახლე ჰქვია. მოდით, დაგათვალიერებინებთ სანამ მასპინძელი ვარ. სხვებს შენ დაურეკე, კარგი?
This post has been edited by cart-veli on 7 Sep 2012, 10:31
--------------------
daawkapuneT aq www.cartveli.blogspot.com
|