ამ წერილმა შემიტყუა და მისი ავტორის თანხმობის გარეშე აქ ვუპასუხებ.
რა ჩანაფიქრი ჰქონდათ რუსებსთემა აქაა.
ეს ტანკეს წერილია.
მადლობელი ვიქნები, თუკი ავტორი აქაც შემოიხედავს.
ავტორის მადლობელი ვარ წერილისთვისაც.
გაგიცანი.
ვისურვებდი საქართველოს დღევანდელ ოპოზიციას, "იუდას" ნათქვამისა არ იყოს, შენ ლიდერობდე.
შეგეპასუხები, თუ შეიძლება ჩემ თემაში. სხვაგან არ ვპოსტავ.
ტანკე
[როგორ ფიქრობთ,ამით დაასრულა მოსკოვმა თავისი მისია საქართველოში თუ ეგ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია?
აი,როგორ წარმოუდგენიათ კრემლში,რომ ჩვენ მაგას ოდესმე შევეგუებით? ჩემნაირი პრაგმატული ადამიანის ძალასაც კი აღემატება ეგ,სამხრეთული ტემპერამენტის მქონე გურჯების მასაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ბევრი დამოუკიდებლობის(ფიქტიურისა თუ რეალურის,ამაზე სხვა დროს,სხვა თემაში) ნაწილობრივ დაკარგვასაც შეეგუება,მაგრამ თითზე ჩამოსათვლელები არიან ჩვენთან ის ხალხი,რომლებიც იმას შეეგუებიან,რომ დავემშიდობოთ ჩვენს მიწებს ერთხელ და სამუდამოდ.ასეთი ხალხი ძირითადად მიშას უჭერს მხარს და ეს არახალია;ყველას გვაქვს თუნდაც ამ ფორუმზე წაკითხული მსგავსი პათოსის პოსტები.ამაზე ნუ ვისაუბრებთ,ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში არიან...მიშას მრევლში ბევრი საღად მაოზროვნე ადამიანიცაა და ესაა მთავარი.]
----------------ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემს მომხრეებს სრულად ვიცნობ, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ჩემიანი ვისაც საქართველოს დაქუცმაცების შეგუება შეეძლება.
პირიქით.
საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხომ იმ ხალხმა მომცა ხმა, ვინც აღარ იყო ეიფორიაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ვისაც გირგვლიანიც ახსოვდა, გარემოვაჭრეების აყრაც, სამსახურიდან დათხოვნებიც, "იმედის" ქიშმიშებიც ბლომად ქონდათ ნაჭამი და 7 ნოემბერიც კარგად ახსოვდათ. აღარ ვიყავი ხომ, მათთვის უკვე შეუმცდარი ავტორიტეტი.
რატომ მომცეს ხმა არ აგინტერესებთ?
საქართველოდ გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად.
ამ ხალხმა ჩემთვის ხმის მოცემით თქვა - შეღებე სახლები, დადგი შადრევნები, დააგე გზები, გაანათე სოფლები, გააძლიერე ჯარი და ნუ მომცემ მე ამ ფულს.
მე მგონი რომ დიამეტრულად პირიქითაა განწყობები ოპოზიციის ელექტორატის უმრავლესობაში. არაერთხელ განაცხადეს, თქვენ ამ ომს ვერ მოიგებთ, ჯობია ფული ხალხს მოახმაროთ...
ჯერ ერთი რატომ "თქვენ", ანუ რატომ გაემიჯნენ სახელმწიფოს,
მერე, "ფულის ხალხისთვის მოხმარება" რას ნიშნავს, თუ არა ინფრასტრუქტურას, სოციალურ პროგრამებს, პოლიციას და ჯარს.
მათ დანერგეს სტერეოტიპი, რომ მთავრობა მათ მაცივარში შესანახი სარდელის ფულით ზიზილ-პიპილოებით ერთობა.
[რამდენადაც იცით(ან არ იცით),აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია,ვიდრე უბრალოდ ტერიტორიები,ზღვისპირეთი,ლამაზი ტბები,პალმები და ა.შ.
ჩემთვის,ყოველ შემთხვევაში,მაგ ტერიტორიების დაბრუნება ძალიან დიდი დატვრთვის მატარებელია-ესაა თვითიდენტიფიცირების საშუალება,ლუზერული მენტალიტეტის მოცილება,არშემდგარი ქვეყნის იმიჯის მოცილება,"სეპარატისტების" მხრიდან განუწყვეტელი დაცინვისა და აბუჩად აგდების დასასრული,ჩვენი დევნილი მოსახლეობის მრავალწლიანი განსაცდელის დასასრული,მსოფიო პოლიტიკურ რუქაზე ერთ ფერში გამოსახული საქართველოს ხილვით განცდილი სიამოვნება და სიამაყის შეგრძნება,წარსული ტვირთის მოცილება,წინა თაობების მიერ გაფუჭებულის გამოსწორების აუცილებლობა და ამ სამარცხვინო და მტკივნეული დამღის გაქრობა ჩვენი სულებიდან!
იმის მიუხედავად,რომ ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს-ჯგუფელებიდან დაწყებული და ფორუმელებით დამთავრებული,ამის მუხედავად,3 წელია აჭარაში არ ვყოფილვარ.ამით იმის თქმა მინდა,რომ აფხაზეთი მე იმიტომ კი არ მინდა,რომ პლიაჟზე წამოვკოტრიალდე და იქაური ლამაზი ხედებით დავტკბე,არამედ იმიტომ,რაც ზემოთ დავწერე.მე იქ ჩასვლა კი არ მინდა და კი არ მაკანკალებს მაგ რეგიონზე...]
-----------------------შენ ალბათ 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის მომხრეთა იმ 20 %-ში შედიხარ, რომელსაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაგვიწყნია. ამიტომაც შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ მიტინგებს ერთზე მეტჯერ არ გაეკარე.
[ახლა გადავიდეთ რუსების ჩანაფიქრის განხილვაზე-როგორ ფიქრობთ,რა მოტივი ამოძრავებდათ რუსებს ,როცა აღიარეს ეგ ტერიტორიები,ჩვენი ტერიტორიები?
იყო ეს ემოციური და წინდაუხედავი გადაწყვეტილება?
იყო ეს კარგად გათვლილი გადაწყვეტილება?
თუ წინასწარ იყო საგულდაგულოდ გათვლილი,მაშინ როგორ აპირებს რუსეთი საქართველოს "ყურებით დაჭერას"?
კიდევ ვიმეორებ,არავინ შეეგუება იმას,რომ ეგ ტერიტორიები აგვახიონ და ეს ოფიციალურადაც გააფორმონ! აქ ვერცერთი პრორუსული ძალა ვერ გაიჭაჭანებს და ეს,მგონი,რუსებსაც კარგად ესმით.მაშ რა იყო მათი გადაწყვეტილების საფუძველი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ]
---------------ბევრი რამე სპირალურადაა და მეორდება.
9 აპრილი გახსოვთ. თავზე გვიქნეს, გოგოები რუსთაველზე დაგვიხოცეს.
მას შემდეგ გახსოვთ არა, ყველას გვეგონა რომ რუსებმა შეიგნეს რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, სიტყვიერი ბოდიშისავითაც მოგვიხადეს, გვეგონა რომ ჰა და ჰაა დაიჭერენ რადიონოვს.
იქნებ არ დაუშვიათ რუსებს შეცდომა და ეს თავზე დაჯმაც იმ მიზნით იყო, რომ საქართველოს მოსახლეობა წონასწორობიდან გამოეყვანათ.
იქნებ სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 91 წელს პარლამენტში "მრგვალმა მაგიდამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, წონასწორობა დაკარგული ხალხისგან არჩეულმა დომინანტურმა ძალამ მაშინ წონასწორობა უფრო დაკარგა და..
მას შემდეგ იმ რხევებს ვაგრძელებთ:
გამსახურდია-კიტოვანი
კიტოვანი-შევარდნაძე
შევარდნაძე-... ისევ რევოლუცია (რომელიც მართლაც არ დაგვიგეგმია, ხალხის შეკვეთა იყო)
ვარდების რევოლუცია- 2007 ნოემბერი
და ა. შ. (ეხლა გაზაფხულიო)
რუსების ამ 2008 წლის ოკუპაციასაც ასე ვუყურებ.
აფხაზეთი და ს. ოსეთი ისედაც ჯიბეში ეჯდათ, რას აიტკივეს თავი და შეირცხვინეს 17 წლით ნაკოწიწები ევროპული ქვეყნის ილუზორული სახელი?
ჩიტი ბრდღვნად ეღირებოდა მათთვის თუ:
1. აგვისტოს ომის დროს თბილისში იქნებოდა ოპოზიციის მიტინგი (მოახდენდნენ სრულ ოკუპაციას და თავის მთავრობას დანიშნავდნენ)
2. ქართველებს ისევე გამოიყვანდნენ წონასწორობიდან, როგორც ეს 9 აპრილმა მისცა მათ (გახსოვთ ხომ, 1 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკური გამოცდილების არმქონე ეგზალტირებულ ძალას არავითარი საპირწონე არ მიაყოლა პარლამენტში).
რუსებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენი წონასწორობის დასაკარგად; წაგვართვეს სეპარატისტებთან მოგებული ომი, იბოგინეს შუა საქართველოში, დაიკანონეს რუსული ჩექმა საქართველოს მიწაზე.
თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ, როგორც აქმდე აჩვენებს საქართველოს მოსახლეობა მთელ მსოფლიოს დისციპლინირებული გმირობის მაგალითებს, ასევე მომავალშიც შეძლებს ქვეყნისატვის ავ-კარგის გარჩევას.
[რუსეთი საბჭოთა კავშირის ახალი მოდელის შექმნას აპირებს და ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს, მორალურად გვწურავს და მაგ ტერიტორიების სანაცვლოდ ყველაფერზე წაგვიყოლიებს?
რუსეთი გადახედავს თავის დამოკიდებულებას მაგ ტერიტორიებთან დაკავშირებით და გააუქმებს თავის "აღიარებას"?
თუ არ გააუქმებს,მაშინ საქართველოს რჩება კონფედერაციის შანსი,მაგრამ ამაზე ჩვენი დათანხმება არც ისე ადვილი იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ არ არსებობს გარანტიები,რომ 1 წელიწადში აფხაზეთი,მაგალითად, თავისი ნებით არ დატოვბს კონფედერაციას და ჩვენ ხახამშრალზე არ დავრჩებით.როგორ უნდა მივიღოთ ამის გარანტიები?
რომელი გგონიათ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან და არჩევანი მარტო ამათ შორის რომ იყოს,რომელს ამოირჩევდით? საკუთარი ვარიანტებიც მიამატეთ.
1. რუსეთი დათანხმდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიღებას და დარჩენილ(სწორედაც რომ დარჩენილი,და არა დანარჩენი) საქართველოს ამერიკელებს გადაულოცავს-ახლა ეს გვაქვს სახეზე,ეს კატასტროფაა საქართველოსთვის!კვიპროსიზაციის კონტურები სახეზეა.ამ შემთხვევში რუსეთის მისია დასრულებული იქნება.დარჩენილი საქართველო იქნება მკვეთრად გამოხატული პრო-ამერიკული ორიენტაციის.
2. მოიყვანენ აქ პრორუსულ ძალას არაძალადობრივი გზით,რუსები უკან "გამოიხმობენ" თავის განცხადებას მაგ ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით და საქართველოს ფედერაცია შეიქმნება-იდეალური ვარიანტი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან,იმჰო.
3. რუსები პირვანდელ ჩვენებას მიაწვებიან,მოიყვანენ პრორუსულ მთავრობას არაძალადობრივი გზით,ჩვენც გვაღიარებინებენ მაგ "რესპუბლიკებს" და მერე კონფედერაციად გარდავიქმნებით-ეს ცუდი ვარიანტია...თან გაუჭირდებათ რუსებს აქ თავისი ძალის მოყვანა იმ ფონზე,როცა საელჩოებს უხსნიან აფხაზებსა და ოსებს,მაგრამ იმის გარანტიებს თუ მივიღებთ,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დატოვებენ კონფედერაციას,მაშინ მისაღები ვარიანტია,თუმცა,ეს უკვე რანაირი კონფედერაცია გამოვა?! ეს ფედერაცია იქნება.ისე,მსოფლიოში არის უამრავი კონფედერაცია,რომელიც მხოლოდ ქაღალდზეა კონფედერაცია,სინამდვილეში კი ფედერაციაა.
4. პრორუსული მთავრობის მოყვანა; რუსები შეელევიან სამაჩაბლოს,მაგრამ არ დათმობენ აფხაზეთს გასაგები მიზეზების გამო-ეს არის ძალიან ცუდი ვარიანტი.აფხაზეთის გარეშე საქართველოს გავკარი გარდი-გარდმო!
5. რუსები შეეცდებიან,რომ აღადგინონ ახალი საბჭოთა კავშირი,საწყის ეტაპზე- სეკვესტრირებული სახით(რუსეთის დაქცევაზე საუბარი "მელოჩ ნო პრიატნაში",მეგობრებო,არ არ გვინდა!),შემოგვთავაზებენ გაწევრიანებას ნებაყოფლობით,ოღონდ მაგ კავშირის დატოვების უფლება არ გვექნება;აფხაზეთი და სამაჩაბლო ასევე ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან საქართველოს შემადგენლობაში და გამთლიანებული საქართველო შევა ახალ საბჭოთა კავშირში(სხვა რამ ერქმევა,ალბათ : D)-იდეალურისგან შორსაა,მაგრამ დღევანდელ ყოფას(კვიპროსიზაციას) მირჩევნია..
6. რუსები ძალის გამოყენებით დაიწყებენ ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას, გვაიძულებენ(მთავრობას დაამხობენ ან ძალიან შეაშინებენ),რომ გავწევრიანდეთ,მაგრამ - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე,რომლებიც ცალკე სუბიექტების სახით შევლენ გაერთიანებაში-ეს არის უტოპიური და საშინელი ვარიანტი,მაგრამ მაინც უნდა დავუშვათ მოვლენების ასეთი განვითარება,იმის მიხუედავად,რომ ამის შანსი 1%-ს არ აღემატება.ეს საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება!
დაამატეთ ვარიანტები...
ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: უაფხაზეთო და უსამაჩაბლოიან საქართველოს თავზეც გავიარე,და ყველა იმის თავზეც გავიარე,ვინც ამას შეეგუება,ოღონდაც მათი ლიდერ-კერპი და მეწველი ძროხა ხელშეუხებელი დარჩეს
რუსებს კიდევ იმის ილუზია ნუ ექნებათ,რომ რაიმე ძალა გვაიძულებს,უარი ვთქვათ ჩვენს მიწებზე! არ გვაინტერესებს მანდარინების გასაღება რუსულ ბაზარზე,არ გვაინტერესებს,ჩვენი gdp-ს 14%-იანი ზრდა დაფიქსირდება თუ 8%,ჩვენ,პირველ რიგში,გვაინტერესებს ის,რაზეც ზემოთ იყო საუბარი(ჩვენ ბევრნი ვართ)]
----------------პროგნოზებს არ გავკეთებ.
სიტუაცია ძალიან რთულია, და ნუ დაგავიწყდებათ რომ სიტუაცია ომამდეც ძალიან რთული იყო.
თუკი ჩვენი ტაქტიკა ადრე მცოცავი შემოერთება იყო, ამიერიდან მით უმეტას, რაც მოპასუხე მხარე რუსეთია, პრინციპია -ან სულ ან არაფერი.
ჯერ არაფერი გვაქვს, ყველაფრის დრო მოვა.
არ გამოვრიცხავ, რომ აგვისტოს ომი მოგებად ჩაგვეთვალოს. (თითქმის ისე, როგორც სპორტში) , იქნებ სულაც აფხაზეთისთვის ომის მოგებადაც ჩაითვალოს. ვნახოთ, დედამიწა პატარავდება, სიმართლე არ იმალება.
"სამართალი ურმით დასდევს უსამართლობას და როცა იქნება დაეწევა", ჩვენ ახლა მართლები ვართ, ომამდე არ ვიყავით.
[რუსებს ჭკუა არ აქვთ თავში,ძალიან ადვილად შეიძლებოდა მიეღოთ ის,რაც სურდათ და მიეღოთ ისე,რომ საქართველოც მთლიანი და ბედნიერი ყოფილიყო,მაგრამ გაუგებარ რაღაცეებს აკეთებენ.]
----------------მართალი ხარ. ძალიან მარტივად შეეძლოთ ქართველების მოსყიდვა, თუნდაც მხოლოდ რადიონოვის გასამართლებით, თუნდაც სიმბოლური გასამართლებით. არ ქნეს, იმიტომ რომ იმპერიალისტები არიან, არ შეუძლიათ.
[სამწუხაროდ,ამერიკა ხეირობს ამ სიტუაციით-ამერიკელები იღებენ იმას ,რაც სურთ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მაგრა არ აინტერესებთ,რბილად რომ ვთქვა.(ისინი თავისას ისწორებენ,მე მათ არ ვადანაშაულებ,ეს ჩვენ ვართ უპასუხისმგებლოები და დამნაშავეები).
ისინი(ამერიკელები) მაინც გაატარებენ თავის პოლიტიკას რეგიონში სოხუმისა და ცხინვალის გარეშე.]
------------------გეთანხმები, ნეტა ოპოზიციამაც იცოდეს რომ საქართველო დედამიწის ჭიპი არ არის. საქართველოს შიდა ინტერესები მხოლოდ ჩვენი, ქართველების ინტერესებია. ეს ინტერესები ჩვენ უნდა დავიცვათ და არა ევროპამ და ამერიკამ.
შავი ზღვა ლაგოდეხამდე რომ მიდიოდეს, ანუ საქართველო საერთოდ რომ არ იყოს დედამიწაზე ევროპაც უფრო მშვიდად იქნებოდა და ამერიკაც. ჩვენ უნდა გავათრიოთ ჩვენი, მათი სურვილების საწინააღმდეგოდ. ეს ადვილი არ არის.
5 წელია მე მოგებისთვის ვემზადები, და იგივე ხუთი წელია მე წაგებისთვის ვემზადები.
ის რაც აგვისტოში მოხდა, მსოფლიოს პასუხი მაქვს მხედველობაში, იყო იმ 5 წლის მუშაობის შედეგი.
სწორედ იმ დღეებში მსოფლიომ თავისი განაჩენი გააკეთა და მტყუან მართალი გაარკვია. ეს პასუხი გარანტირებული კი არ გვქონია, უამრავ ადამიანთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მოვიდა.
[მთავარი ისაა,რომ მათი ცუციკი იჯდეს თბილისში და საფრთხე არ ემუქრბოდეს.ტრუბებიც დაცული იქნება და ობამას ქუჩაც მალე დაიდება ]
-----------------ხო, ხო, და ხო. სწორი ხარ.
თუკი ჩვენ ქართველებმა ერთად არ შევუჭამეთ ამერიკას და ევროპას ტვინი ჩვენი პრობლემებით, თუკი დროში საკმაოდ ხანგრძლივად, და დისციპლინირებულად არ მოვახდინეთ ჩვენი სიმართლის დემონსტრირება, არავინ დაგვეხმარება. არაფრად არ ვუღირვართ გარდა იმ 20 მეტრი სიგანის ზოლისა, სადაც მილი დევს. და თუ მსოფლიომ აქ ჩვენში რაიმე ტრაკის თამაში დაინახა, ეგრევე იფიქრებს, რომ ამ გაგანია კრიზისის დროს საქართველო რუსეთის მომდურებად არ უღირს.
ეხლა ქუჩა... ჩამოვიდეს ჯერ, რატომ ჩქარობ.
კუდი კი, ყავარზე ნუ გაქვთ გადებული.
ქაღალდზე არსებული იყო ეს სახელმწიფო 15 წელი. გაეროს, ევროკავშირის და სხვა ოფისებში არსებული ქაღალდები გვიცავდა. ჯარი ჩვენ არ გვყავდა, პოლიცია და საზღვარი.
15 წელი ჩვენი ქვეყანა ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს ფაქტორმა შეინახა. მას შემდეგ კი ფეხზე დადგომაშიც, რეალური სახელმწიფოს შექმნაშიც მოგვეხმარა. რა ყელზე დაგადგათ ეგ 200 მეტრიანი ბუშის ქუჩა.
ეს ხუმრობით.
ახლა სერიოზულად.
3 წლის ბავშვის განვითარების შესაბამის კომპიუტერულ თამაშს ვერ მიმასწავლით?
This post has been edited by cart-veli on 23 Jan 2009, 02:50