2008-11-19 10:47
მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსულ ინტერვენციის შესახებ ისაუბრა
ვალენსიაში ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე, ქვეყანაში ომის შემდგომ შექმნილ პრობლემებსა და დაზარალებულების მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ერთადერთი მომავალი ევროპული მომავალია.
"სხვა ალეტერნატივა და მიზანი, გარდა ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა, ჩვენ არ გაგვაჩნია. რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ატლანტიკურ სტრუქტურასთან და ევროკავშირთან",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და რუსული ინტერვენციის თემასაც შეეხო.
"რუსეთის სამხედრო ქმედება არ იყო საპასუხო რეაქცია საქართველოს ქმედებებზე, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს ინტერვენცია. ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა, რათა არ აღმოჩენილიყვნენ მტრის ხაფანგში; ჩვენ უნდა გვეზრუნა ქვეყნის გადარჩენაზე. რუსების სამშვიდობო ძალების მანდატს არასდროს ვაღიარებთ, მასში წარსულშიც ეჭვი გვეპარებოდა. აგვისტოს მოვლენების Dშემდეგ კი, ეს პოზიცია საბოლოოდ გამყარდა. არ ვაპირებთ რუსეთთან რაიმე ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნას. ჩვენ ადრეც მოვითხოვდით და ახლაც მოვითხოვთ, რომ მონიტორინგში ჩაერთონ საერთაშორისო საპოლიციო ჯარები. "ძალა ერთობაშია",- არის ასეთი ქართული გამოთქმა, თუმცა ძალა ერთობაშია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ - მთელი ევროპისათვის",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=251405რაო რა დადგინდა სააკაშვილი საქართველოა?