ბარაკ ობამასა და დავით ბაქრაძის შეხვედრის კულუარები
2008 წლის 20 11, ხუთშაბათი - 14:19
მართალია, ბარაკ ობამას პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა, თუმცა მაშინ ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილი იყო. ისე, ქართული დელეგაცია ერთადერთი იყო, რომელსაც ბარაკ ობამამ დრო დაუთმო და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. იმას, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ქართულ სიტუაციაში ზედმიწევნით ჩახედულია, “ფაქტს" დავით ბაქრაძეც უდასტურებს:
_ ბარაკ ობამას ზუსტად მაშინ შევხვდი, როცა დენვერში, დემოკრატების ყრილობაზე მისი ოფიციალურად წარდგენის ყველაზე დიდი ცერემონია. საგულისხმოა, პრეზიდენტობის კანდიდატი, გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დასთანხმდა მხოლოდ ჩვენს დელეგაციასთან შეხვედრას. ჩვენ საკმაო ხანს ვისაუბრეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე და როგორც აღმოჩნდა, ბატონი ობამა არის ზედმიწევნით ინფორმირებული რუსეთის თითოეულ ნაბიჯთან დაკავშირებით და სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს. მეტიც, არ მოველოდი და ზუსტი ქართულით და უშეცდომოდ გამოთქვამდა სიტყვებს: “აფხაზეთი”, “სამხრეთ ოსეთი” და ა.შ. არც დამიმალავს აღფრთოვანება და ვუთხარი კიდეც. სწორედ მაშინ დააფიქსირა, რომ მზად არის დახმარებისათვის.
ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ბოლომდე დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და დარჩება საქართველოს სერიოზულ მხარდამჭერად.
_ ამ შეხვედრაზე ქართული დელეგაციიდან, როგორც “ფაქტმა” შეიტყო, დავით უსუფაშვილი და ნინო ბურჯანაძეც იმყოფებოდნენ...
_ კი, ნამდვილად ასე იყო და ეს მიანიშნებს რომ ჩვენ არ გვაქვს ოპოზიციასთან ჯანსაღი ურთიერთობის პრობლემა და ამიტომაც მხოლოდ სახელისუფლებო შემადგენლობა არ იყო დელეგაციაში.
_ საუბარი შიდაპოლიტიკურ პროცესებს არ შეეხო, იგივე ოპოზიციის საკითხი არ დაუყენებიათ ბურჯანაძეს და უსუფაშვილს?
_ ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები იყო ეთგვაროვანი, რადგან საკითხი შეეხებოდა ტერიტორიული მთლიანობის თემას და ვფიქრობ, უადგილოც იქნებოდა რაღაც შიდა პროცესებზე საუბარი ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან.
_ თავად ბარაკ ობამას მხრიდან არ წამოსულა ამაზე კითხვები?
_ არა, მას ძირითადად აინტერესებდა რუსული აგრესიის შედეგები, ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პრობლემა და დევნილების საკითხი.
_ ბატონო დავით, თქვენზე ამბობენ, რომ დაახლოვებული ხართ ბარაკ ობამას გავლენიან თანაშემწეებთან....
_ ყოველ შემთხვევაში, ეს შეხვედრა ნამდვილად მათი ორგანიზებული იყო.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის ოფიციალური შეხვედრა როდის შედგება?
_ ვფიქრობ, ამაზე შეძილება ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც ბატონი ობამა ოფიციალურად გადაიბარებს საპრეზიდენტო მმართველობას თეთრ სახლში. როგორც ვიცი, ამ თემას პრეზიდენტები სატელეფონო საუბარისასაც შეეხნენ და უახლოეს მომავალში სააკაშვილი-ობამას შეხვედრა გამორიცხული არაა.
http://www.fact.ge/news.aspxლიცემერი-(ყველა სიახლე, 20 ნოემბერი 2008 წელი) ოტია იოსელიანი: კარგი ბატონი გეყოლება თუ ავი, ორივე შემთხვევაში ბატონი გყავს და მონა ხარ. მონის უბედურება რა არის , მოგეხსენებათ. კი არ აზროვნებს, რასაც ეტყვიან ის უნდა შეასრულოს, სხვაზე ვართ დამოკიდებული. მივჩერებივართ ამერიკას, რამდენი რამე მოგვცესო. ჯერ ერთი ტყუილია, არავინ არაფერს არიგებს, მეორეც-ვინ არის მაგათი საწყალობელი და სამათხოვრო?!

რას ჰქვია მომცა, როგორ მაკადრა ეს?! რა ვუყავით თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება!
უზერებო, როდემდე უნდა ვიყოთ სხვისი ხელის შემყურე?
This post has been edited by licemer on 20 Nov 2008, 15:12
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.