აბსოლუტურად გეთანხმები! ეს შემზარავი გრძნობაა...

მეც ასე ვიყავი. ჩემს ქმარს სახლი აქვს კახეთში და ვეხვეწებოდი, ბავშვი იქ წავიყვანოთ-თქო, დღეში რამოდენიმეჯერ ჩემოდანს ვალაგებდი და მარტო ბავშვის ტანსაცმელს ვტენიდი - გაგანია ზაფხულში ზამთრის ჯემპრებს, კურტკებს...

თან ვფიქრობდი, იქნებ გამოზამთრება იქ მოგვიწიოს... დავრბოდი გიჟივით ოთახიდან ოთახში... ძალიან დაბნეული ვიყავი. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ველოდი ამ ომს და გაზაფხულზეც უკვე თვალწინ მედგა ეს სურათი - მე და ჩემოდნები,

და გაქცევა კახეთში არა საკუთარი თავის, არამედ ბავშვის გადასარჩენად (დედური ინსტინქტი, ქალბატონებო

). და მქონდა ეს წინათგრძნობა... საოცარი სიზმრები... ასე ცხოვრებაში არ შემშინებია.
ჩემი დაქალი კიდევ უარეს დღეში იყო - ქმარი წასული იყო და შვილები ძიძასთან ერთად აგარაკზე ყავდა დატოვებული, სადღაც კოდა-ნატახტართან (ახალგორი 5 კილომეტრშია). ჩემი ქმარი დაეხმარა და წამოაყვანინა ბავშვები ბოლო მომენტში... თან ის გოგო ანძის ქვეშ ცხოვრობს ფაქტიურად და ღამეებს აივანზე ათენებდა, დაბომბვის შემთხვევაში ბავშვები რომ სარდაფში დაემალა. შეზლონგში ეძინა... თითქოს, რაღაცის გაკეთებას შეძლებდა რუსული ბომბდამშენის წინააღმდეგ. კოშმარი, მოკლედ.
* * *
baby_boo"ახალ ინფორმაციაში" სტატია დავდე "ომის მთავრობა", წაიკითხე! შენს კითხვებს პასუხობს ასე თუ ისე...
* * *
ახალი ინფორმაცია
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.