ზომიერი ლიბერალიზმი, გამჭირვალობა, დაჩქარებული რეფორმები და ღია საზოგადოება ძალიან კარგია
ტერიტორიული მთლიანობა - უკეთესი
აირჩიეთ ბატონო და ნუ მოიტყუებთ თავს, რომ არსებულ ალტერნატივათა კომბინაცია სხვანაირია

ან

ძალიან დიდი ხნის წინ მუჰაჯირებმა უარი თქვეს დროეიბით დისკომფორტზე და საკუთარ მიწას კეთილი გარემო არჩიეს, მამა-პაპურ კარ-მიდამოზე უარი თქვეს, საკუთარი მშობლების საფლავები მიაგდეს, თანამორწმუნეებთან და 'მათივე წესის' გამზიარებლებთან გადასახლდნენ.... ეს იყო იდეოლოგიური აღტკინება
დღეს აფხაზობა გადაშენების პირასაა და მალე უკანასკნელი უბიხივით ალაპარაკდება
ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომას!
ნუ ავყვებით იდეოლოგიურ შიზოფრენიას
ის ცვალებადია
მუდმივია მხოლოდ ერთი
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
გლობალიზაციის პროცესი დღეს "სხვა ქვეყნის სამოთხის" შენებას ჩვენივე მიწებზე გულისხმობს.... უფრო სწორად იმაზე, რაც მისგან დარჩა...
აგვისტოს მოვლენების შემდეგ მაინც იყო მოლოდინი, რომ ზოგიერთი გონს მოეგებოდა და აღიარებდა არც მეტი არც ნაკლები ფაქტს (!) - არავინ არ გეხმარება. შენც ნუ დაეხმარები ნისიად. დროს ნუ დაგარკავ, დაელაპარაკე, ვისთანაც საქმე გაქვს გასარკვევი
ვჯოს!
გავედი დროებით
განაგრძეთ მეგობრებო...
This post has been edited by ცინიკოსი on 22 Nov 2008, 18:38