#11673022 · 27 Nov 2008, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეროსიმ პირი მოაღო
ცოტა ხნის წინ “ნიუ-გეითის” აქციების საკოტროლო პაკეტი სააკაშვილის პირად სეიფში ინახებოდა 2008 წლის 27 11, ხუთშაბათი - 15:45 მოსკოვში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი რუსულ გაზეთ “კომერსანტს” საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის და პოლიტიკური გეგმების შესახებ ესაუბრა. მის მოსაზრებებს გზეთი დღეს აქვეყნებს. პირველ რიგში, ყოფილი დიპლომატი სასამართლოში სარჩელის აღძვრას და საქართველოში გავლენიანი ტელეკომპანიის “რუსთავი -2”-ის დაბრუნებას აპირებს. ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ “სააკაშვილმა 2004 წელს მაიძულა ტელეკომპანია ნდობით აღჭურვილი პირის ირაკლი ოქრუაშვილის სახელზე გადამეფორმებინა. ახლა უნდა მოვითხოვო, სააკაშვილმა რუსთავი-2 დამიბრუნოს”. კიწმარიშვილის თქმით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტია კომპანია “ნიუ გეითის” აქციების მფლობელი, რომელიც ოფშორში, მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ფორმალურად ფლობს “რუსთავი 2”-ს. “ცოტა ხნის წინ “ნიუ-გეითის” აქციების საკოტროლო პაკეტი სააკაშვილის პირად სეიფში ინახებოდა”, - განაცხდა მან. fact.ge
--------------------
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი
|