#11681744 · 28 Nov 2008, 11:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | დავკარგეთ თუ არა რეალურად აფხაზეთი და ე.წ. ს. ოსეთი ?
ჩემი აზრით მიშა-მ დაგვღუპა (ზვიადიმაც) მაგ მხვრივ. რეალურად მე მგონი ახლა ყველაზე საშინელი სურათი გვაქვს:
1. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და ე.წ. ს. ოსეთი. 2. სამშვიდობოების მაგივრად მივიღეთ რუსეთის მუდმივი ბაზები აფხაზეთში და ე.წ. ს. ოსეთში. 3. კოდორი დავკარგეთ. 4. ნატოში ვერ შევედით და მაპიც ვერ მივიღეთ და არც გვაძლევენ. 5. საშინელი ომი გადავიტანეთ. 6. ტოლვილების რაოდენობა გაორმაგდა აგვისტოს მერე. 7. დავკარგეთ კიდევ ტერიტორიები, ახალგორი და სოფლები. 8. რუსი ოკუპანტი ბევრად უფრო გაძლიერებულია ჩვენს რეგიონში. 9. სამშვიდობო გეგმა - სარკოზი-მედვედები, მუშაობს როგორც ნარკოზი-გადამგდები, ანუ არ შესრულდა და არც ასრულებენ. 10. ევროპა-ს მხარდაჭერა მე მგონი შესუსტდა საქართველოს მიმართ და რუსეთს უძვრებიან. 11. ამერიკას ბუში და კონდოლიზა ფაქტიურად არ ყავს და მიშა ვეღარ მიიღებს ამერიკის მხარდაჭერას. 12. ევროპას რუსული გაზი ურჩევნია და სულ ფეხზე კიდია რაღაც ფასეულობები. 13. რუსული ოკუპანტები ბაზებს აშენებენ და იქნებიან რეგიონებში. 14. მიშა-ს ილუზიებზე აგებული იმპერია იმსხვრევა. 15. სოციალური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა საქართველოში, კრიზისი, უმუშევრობა და სიღარიბე გაძლიერდა მაგრად. 16. რუსეთმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ს. ოსებთან და აფხაზებთან, ჩვენ შევწყვიდეთ და ასევე ე.წ. ს. ოსეთი აპირებს სავიზო რეჟიმის შემოღებას ჩვენთან. 17. დიდი რაოდენობით იარაღი არის კონფილიქტურ რეგიონებში. 18. იაკობაშვილის განცხადებები დაგვიბრუნებს ტერიტორიებს ? 19. თავისუფალი მას მედია არ არის. 20. პოლიტიკური ტერორი არის და დემოკრატია არ არის. 21. მოდაშია ოქრუაშვილიზაცია და კინწმარიშვილიზაცია.
ჩემი აზრით მაგ მხვრივ ვითარება ძალიან მძიმეა... |
ყველაფერი სწორია, მაგრამ, მე მაინც იმას მივეცი ხმა, რომ დავიბრუნებთ... გვიან, მაგრამ, დავიბრუნებთ... მხოლოდ რამდენიმე რამე უნდა მოხდეს (დიდი ალბათობით მოხდება) და რამდენიმე რამეში უნდა გაგვიმართლოს და ჩვენ ამასობასი უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ახლა მოგახსენებთ იმის ნაწილს ან ძალიან ზოოგადად, რა უნდა ვქნათ (ერთ ერთი ვარიანტი) რას ვგულისხმობ:
საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების მუდმივი პოლიტიკა.
1. ვწყვეტთ საომარ რიტორიკას - მარად 2. ვაფორმებთ ხელშეკრულებას (ალბათ რუსეთთან) აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცეცხლის განუახლებლობის (არასოდეს განახლების) შესახებ. (პირველივე წელს მიშას წასვლიდან) 3. აფხაზებს ვთავაზობთ თანამშრომლობას და ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე... პროექტების ნაწილი არის ქართულ-აფხაზური (ენგურჰესი), მეორე ნაწილი არის კავკასიური (რკინიგზა, რომელიც სომხეთს უნდა) და მესამე ნაწილი არის საერთაშორისო (შეიძლება განიხილებოდეს კასპიის ნავთობისა და განსაკუთრებით გაზის მათ შორის აფხაზეთზე გატარების საკითხიც)... ყველა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს რუსეთი. (ვთანამშრომლობთ ამ სფეროებში) 4. ამის გათვალისწინებით (ანუ გადაწყდა, რომ ვთქვათ ნაბუკოს განშტოება იქნება აფხაზეთზეც და ეს განხორციელდა) რუსეთსა და ე.წ.დამოუკიდებელ აფხაზეთს მუდმივად (ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველი წლიდან მეოცე წლამდე) ვთავაზობთ ახალ პლებისციტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის სტატუსის განსაზღვრის მიზნით...ვიყოლიებთ ამაზე სადღაც მეოცე წელს და ვატარებთ პლებისციტს, რომელშიც კითხვები დაახლოებით ასე გამოიყურება: თანახმა ვარ ა) აფხაზეთი იყოს სრულიად დამოუკიდებელი ბ) აფხაზეთი იყოს საქართველოს უნიტარული შემადგენლობაში გ) აფხაზეთი იყოს უნიტარული რუსეთის შემადგენლობაში დ) აფხაზეთი იყოს ფართო ავტონომია საქართველოში ე) აფხაზეთი იყოს ფართო ავტონომია რუსეთში ვ) აფხაზეთი იყოს დამოუკიდებელი და გააფორმოს ფედერალური ხელშეკრულება საქართველოსთან.
თითქოს საშიში თამაშია რუსეთთან, მაგრამ, თუ ვიქნებით თანმიმდევრულები და ვთვათ ასე, მოვისყიდით (ნაბუკოთი ) რუსეთს და აფხაზურ ელიტას..., თუ უსაფრთხოების ქოლგას (სამწუხაროდ, რუსეთის თანამონაწილეობით) შევქმნით ოჩამჩირის პორტსა და საერთოდ აფხაზეთში .... ამ პლებისციტის შედეგად მივიღებთ ვ-პასუხზე უმრავლესობას (ასე 40 პროცენტს)... ხაზს ვუსვამ, ამგვარი პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს დამოუკიდებლად საქართველოში (ენგურგამა) და დამოუკიდებლად აფხაზეთში (ენგურგაღმა) დევნილებმა მიიღონ მონაწილეობა აქეთა გამოკითხვაში, აფხაზებმა (სომხებმა და ა.შ.) იქითა გამოკითხვაში... აქაური კომისია, ხმის დამთვლელები იყვნენ აფხაზები და რუსები და საერთაშორისო ტიპები.... იქაური ქართველები, რუსები და საერთაშორისო ტიპები.... სავალდებულოდ განისაზღვრება, რომ პლებისციტის შედეგებს ეგუება ყველა მოტამაშე... შედეგად მანამდე ვითომ პროაფხაზურად მოტამაშე ვთქვათ ხიჟბას ხელისუფლება წავა... (მას ფული აქვს აღებული რომ ეს შედეგი დაიდოს) და მოვა ვიღაც ტიპი (ვთქვათ ცუგბა... სიტყვაზე) და იტყვის, რომ ხიჟბას დედა ვატირე, ეს რა დღეშიო ჩაგვაგდო... მაგრამ... რეალობა ესაა.... თბილისიდანაც წავა ვიღაც ახალი (ანუ მიშა დიდი ხნის წასულია უკვე)... იტყვის, რომ ეს რეალობაა....და... კი ძნელია ფართო ავტონომიის მიცემა და ფედერალიზმი მაგრამ.... და.... პარალელურად დაბრუნდება ასე 100 ათასი დევნილი და არა უმეტეს (გარდა გალის რაიონისა)... რომ აფხაზებს არ შეეშინდეთ, რომ დემოგრაფიული დისბალანსი ძალიან დიდი არ იყოს.... და ერთად შევალთ ევროკავშირში და ევროზონაში..... რაც იმ პერიოდისთვის (და მე დავხატე ასე 20 წლიანი პერსპექტივა) რეალური იქნება, რუსეთიც არ იქნება წინააღმდეგი... ის იქნება უფრო დემოკრატიული ვიდრე ახლაა და ა.შ.
|