#11679573 · 28 Nov 2008, 01:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
germany87
QUOTE | მით უმეტეს, როცა არაფრისთვის არ ვიქნებით მომზადებულები, როცა სახელმწიფო არ იარსებებს....მხოლოდ რეკლამებში და ბილბორდებზე |
QUOTE | დიდწილად სწორედაც რომ დაუგეაობამ, არაპროფესიონალიზმმა, მოუმზადებლობამ, დანაშაულებრივმა შეცდომებმა, შიშმა, ღალატმა წაგვაგებინა ამ შეცდომებს და დანაშაულებს თუ არ დავინახავთ და არ გამოვასწორებთ...... თუ ისევ რუსეთის სიძლიერეს ვაბრალეთ ყველაფერი და დასავლეთის იმედზე ვიყოთ.........არაფერი გამოვა |
გეთანხმები - აუცილებელია შიგნით ვიყოთ ძლიერები - სამართლიანები და კანონმორჩილნი!!!
მაგრამ როგორც არ უნდა გავძლიერდეთ - მარტონი რუსეთთან სამხედრო ომში დავმარცხდებით და ეს არის 2X2=4
QUOTE | დანაშაულია ისიც ამდენი ხანი დიპლომატია რომ არ გვაქვს და არაპროფესიონალიზმი ზეობს....... |
ამაშიც გეთანხმები.. დიპლომატიაში სრული კრახი გვაქვს ნამდვილად
QUOTE | ეს ომი როდის დაიწყო? |
ეგ ომი პერმანენტულად მიმდინარეობს - რუსეთთან დაიწყო 1832 წელს და მას შემდეგ გრძელდება
QUOTE | რუსეთი აღარ არის კონფლიქტის მედიატორი ესაა მთავარი მიღწევა? |
სამწუხაროდ - მხოლოდ ეს არის - პროცესის ინტერნაციონალიზაციის დასაწყისთან ერთად (ჯერ-ჯერობით)
QUOTE | დაიწყო ახალი კრიზისული ფაზა.. საერთაშორისო ძალისხმევით და აშშ-ს მხარდაჭერით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის გაგდება ამიერკავკასიიდან..
ეგ რომელი? ევროკავშირის ბერეტიანი დამვირვებლების სეირნობა აქეთ-იქით (კონფლიქტის ზონის გარეთ) და მიდამოს თვალიერება? კიდევ მაპზე უკეთესის მოცემა? |
ევროკავშირის ბერეტიანი დამკვირვებლები მართლა მნიშვნელოვანია.. ახლა აღარავინ საუბრობს ქართულ-ოსურ კონფლიქტზე - რუსეთი ვარდება თამაშიდან სამართლებრივად და ეს ძალიან კარგია.. ეს არის კრიზისის გადამწყვეტი ფაზა.. სადაც ვიწროა იქ გაწყდება - უფლებას ვიტოვებ ვიყო ოპტიმისტი.. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება რომ გაქვს ეგ ძალიან კარგია - ზოგჯერ რადიკალური რომ ხარ და შეუწყნარებელი - ეგეც გასაგები და ბუნებრივიცაა.. მაგრამ არ არის კარგი თუ ამას ფუნქციად შეითვისებ.. ეცადე იყო უფრო გახსნილი.. შენ ხომ ამათი პოლიტიკური ოპონენტი არ ხარ.. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა
|