D-zine- არის ალბანეთი. ნახალოვკელია და ქურდულს არც პატივს სცემს და არც ესმის. ალბანეთიც ეგრეა: ნატო-ევროკავშირის წევრია და ამათ ვერცერთ მოთხოვნას ვერც აკმაყოფილებს და ვებშე რა Y უნდა მანდ კაცმა არ იცის.
UZUL- ავსტრიაა. ავსტრია დიდი კომპოზიტორების და ყველაზე დიდი ფაშისტის სამშობლოა. ამჟამად ძაან დემოკრატიული უჭირავს,თავისთვის წყნარად ცხოვრობს, მარა პახოდუ ლევან პირველს და ხორვატიულ მაფიას მიყავს სტოსი. ესეც ყოფილი ნაფაშისტარია, ეხლა გადემოკრატებული + მელომანი და სულის სიღრმეში მაფიოზი

FRE- შვეიცარიაა. აბსოლუტურად ნეირალური უჭირავს, ყველა ზუსტად ერთნაირად კიდია და სულ კომფორტს ეძებს.
SedoySedoy- აშკარად გერმანიაა. სულ ხელისუფლებას. აგინებს და საქმე-საქმეზე თუ მიდგება ბოლო მომენტში მკვეთრად ხელისუფლების მხარეს იჭერს. აქედან პარალელი გერმანიის დამოკიდებულება რუსეთთან.
orzo- არის ქრისტიანია. არის ესეთი უპაწაწინესი ავტონომიური ოლქი დანიაში, სადაც აბსოლუტურად არანაირი კანონი არ არსებობს და აბსოლუტურად ყველაფერი დაშვებულია. პატარა სოდომი ან გომორია.
ზარაზა- ჩეჩნეთია. კარგი გაგებით - მუდმივად და ყველა საშუალებით თავისუფლებისათვის მებრძოლი.
UTUFURS- ბელგიაა. (ბრიუსელი). ოფიციალური. ფაქტებზე დაყრდნობილი. უტყუარი, თუმცა მუდმივად არამკვეთრი და ოდნავ ბუნდოვანი პოზიციის მქონე. მთავარია მშვიდობა!
ხორხე- ყველა ვარიანტში ესპანეთი უნდა იყოს. ჭამა-სმის მოყვარე და ტემპერამენტიანი. პოზიციები კიდია. ყველას ევასება

kardu- აზერბაიჯანია. სრული ტოტალიტარიზმის ქვეყანაა და მაინც არჩევნებს ატარებენ, დამკვირვებლებს იწვევენ, დასკვნებს წერენ, ტენდერებს ატარებენ, და ნებისმიერ ხმის ამომღებს "7 ნოემბერს" უწყობენ "კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის" ბრალდებით. თან "ღრმად სწამთ", რომ დემოკრატიაა

murzakani- ფიჯია. ცხელი, ჯანიანი, ემოციური, რაგბისტი, სუფთა და მუქი.
lasha_alo- დიდი ბრიტანეთია, კონსერვატორიზმის და ლიბერალიზმის უნიკალური ნაზავი. მუდმივად პრინციპული, მაგრამ დიპლომატი.
licemer- იტალიაა. ნამეტანი და მუდმივად აქტიური, სულ მომღიმარი, ტემპერამენტიანი, ენაწყლიანი და ამადროულად გაქნილი აფერისტი. ყველა სიტუაციას მოირგებს.
BuShe- ქვეყანაც არაა, პროსტო როზოვი ბულვარია.
Frankenstein- ირლანდიაა. მართალი და ვაჟკაცია. სმაც ევასება და პატარა ტერორისტიც უზის გულის სიღრმეში.
Kingdepress- ვიეტნამია. იდეისთვის კბილებით შეუძლია ბრძოლა. თუ დასჭირდა ამერიკას მოუგებს ბუჩქებიდან.
მადეირა- კუბაა. კუბას ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ერთერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ქვეყანა იყოს, მაგრამ მმართველთა ფანატიზმის, სუპერ-სიჯიუტის დაამერიკისადმი ზიზღის გამო ერთ-ერთი უღატაკესი და ჩამორჩენილი ქვეყანაა. მადეირაც ასეა, გული, სული, ცხოვრების წესი, გონება ყველაფერი აქვს, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს, მაგრამ სიჯიუტის და ცალკეული პიროვნებების მიმართ ზიზღის გამო ხშირად ფატალურად არასწორ პოზიციას იკავებს და იმდენად, რომ თითქმის ფანატიზმში აქვს გადასული.
Judas Iskariot- ნუ ისრაელია და ვსიო რა. ფასში, ანფასში, პროფილში, ზედხედში, 3/4-ში, 3D-ში, ყველანაირად ისრაელია

შაქროII- ავღანეთია. ჩარჩა და ვეღარ ამოდის. არადა შინაგანად დიდი რესურსები აქვს.
მიხეილ რძე- საფრანგეთია. დიპლომატი, ენამახვილი, განათლებული და "დემოკრატი". ოოო, რა ოხერია ვინც არ იცნობს?!

4l2m, Digitalmen, ასიდი- რუსეთი. პირველი და ყველაზე მძფრი რა რეაქციაც გაქვთ რუსეთზე, მაგიტომ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey