comus-74არა რატომ?
ეს არის ძალიან ზედაპირული (ფორუმის ფორმატზე მისადაგებული) რეფორმებისა და პოლიტიკური გზების ვარიანტები.
რუსეთის დაშლა დღეს არანაირად არ შედის ამერიკის გეგმებში.
ეს იქნება დღეს უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა!
ამერიკის გეგმებში შედის ზემოთ, რომ დავწერე ისეთი რუსეთი. რადგან რუსეთის დაშლის შემთხვევაში ევრაზიაში დომინანტისა და მსოფლიოში ამერიკის ჰეგემონიის "ჩელენჯერის" როლს ავტომატურად იღებს ჩინეთი.
ჩინეთი გაცილებით უფრო საშიში, მოქნილი და დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოა ვიდრე რუსეთი.
გარდა ამისა - ჩინეთი და ინდოეთიც აბსოლუტურად სხვა სოციალურ-ფილოსოფიურ-მენტალურ პარადიგმაში იმყოფება.
და ეს პარადიგმა პასიურად, მაგრამ მკვეთრად კონფრონტაციულია იმ დასავლურ ღირებულებებთან და ცხოვრების წესთან ("თეთრი კაცის" დისკურსი დავარქვათ

) რის ნაწილს შეადგენს დღევანდელი რუსეთი - კაპრიზებით, გამოხტომებით, მაგრამ მაინც ნაწილს ასე თუ ისე.
პირობითად "თეთრი ადამიანის" დომინანტობას მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება სწორედ ჩინეთისგან და აზიისგან.
და ეს საფრთხე პირველ რიგში რუსეთს ემუქრება.
ასე რომ იდეალური ვარიანტი
- რუსეთისთვის
- ამერიკა/ევროპისთვის
- ჩვენთვის
არის ესეთი რუსეთი, რომელიც გაატარებს შუააზიურ ენერგომატარებლებს მსოფლიო/რეგიონულ ბაზარზე, მოახდენს საკუთარი ადგილისა და როლის იდენტიფიცირებას სწორედ "თეთრი ადამიანის" ფილოსოფიურ-პოლიტიკურ პარადიგმაში, ჩაერთვება დასავლური მსოფლიო მოწყობის პროცესებში, არ შეუქმნის საფრთხეს აღიარებული ნორმებისა და წესების ურყევობას და იქნება პოსტ-საბჭოთა სივრცის (ბალტების გამოკლებით) "დიდი პროტექტორი".
ეს იყო ყოველთვის რუსეთის ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოს პროგრესული როლი მსოფლიო ისტორიაში - "თეთრ ადამიანთა მიწის" აღმოსავლეთ კარიბჭის მეციხოვნე და ამავდროულად მართლმადიდებლური ცივილიზაციის (ჰანტინგტონს თუ დავესესხებით) ბირთვი.
ეს იყო კლასიკური იდეოლოგიური დაპირისპირება
"სლავოფილებსა" და "ზაპადნიკებს" შორის მთელი ისტორიის განმავლობაში ამ სახელმწიფოს
და იმარჯევბდნენ ყოველთვის "სლავოფილები" პირობითად ანუ განვითარების ავტოქტონური გზის აპოლოგეტები - პოდ პრიკრიტიემ სამოდერჟავია, კომუნიზმა, ევრაზიონიზმა ი ტაკ დალეე.
ახლა დადგა დრო, რომ პროგრესმა გაიმარჯვოს!
This post has been edited by Codex on 5 Dec 2008, 13:13