რავა ყოლიფერი უნდა ავხსნა კაცოოო.
მოკლედ, სააკაშვილმა ასეა თუ ისეა, წამოაგეს თუ წამოაგო, ჰალსტიკი ღეჭა თუ ყლინჯი, თავისი საქმე მოამთავრა და მ,აგის გაჩერება მეტი არ შეიძLება.
ხოდა, ფიქრობს ხალხი ვინ უნდა იყოს მის მერე.
ზოგი ამბობს, ბურჯანაძევო (მტ არ ვფიქრობ ესე,) ზოგი ამბობს ვინმე იმფერიო რო საგარეო პოლიტიკა არ შეცვალოსო და საშინაოში ყველსათვის მისაღები იყოსო, თანაო ისეთიო რო გაყალბება არ დაგვჭირდესო.
ასეთი კიდე ალასანიაა ირაკლი.
მოკლედ, აგერ ახსნა კაცმა და მაგაზე უკეთესად მე ვერაფერს ვერ ვიიტყვი.
CityZen
უკვე კარგახანია მე (და, რამდენადაც მესმის, ამაში მარტო არ ვარ) გაკვირვებით ვადევნებ თვალყურს ირაკლი ალასანიას პოპულარობის, ერთი შეხედვით, მოულოდნელ და აუხსნელ ზრდას. რატომ სადღაც ცხრა მთას იქით მოღვაწე დიპლომატი და არა, ვთქვათ, ვინმე დღედაღამ ტელევიზორში მოკიაფე, ”ხალხისთვის თავგამოდებული” პოლიტიკოსი (სავარაუდოდ, ”ზომიერი ოპოზიციონერი”)?
და აი, თითქოს, თვალები ამეხილასავით
თვითონ ამ აკვიატებაში გასაკვირი, რა თქმა უნდა, არაფერია: ასეთი ”აკვიატებები” ჩვენი პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია. საკმარისია რაიმე ახალი იდეის ან პერსონალიის ”შემოგდება”, რომ მის გარშემო მაშინვე წარმოიქმნება მყისიერ ცვლილებებს მოწყურბულთა პლანქტონი.
საინტერესოა არა ტაშისდამკვრელთა ვინაობა, არამედ სწორედ იდეის ავტორობა, ”შემომგდების” ვინაობა. ჟან კოკტოს თქმისა არ იყოს (თუმცა ის ამას ხელოვნებაზე ამბობდა), მთავარია არა ის, ”რა” ან ”როგორ”, არამედ ”ვინ”. ქართულ პოლიტიკაშიც ასეა ჯერ-ჯერობით - ინსტიტუტებისა და ფუნდამენტალური ეკონომიკური მაჩვენებლების სისუსტის პირობებში ადგილობრივ ნიადაგზე აღმოცენებული იდეებისა და რეპუტაციების ავკარგიანობის ობიექტური შეფასება თითქმის შეუძლებელია - მათ ”შევსება”, საფუძვლიანობა აკლიათ. აუცილებელია მათი საგარეოპოლიტიკური ”პირველწყაროს” მიკვლევა, რათა მათი ჭეშმარიტი არსი გამოაშკარავდეს.
მინდა იმედი ვიქონიო (ხუმრობის გარეშე), რომ ალასანიას მოულოდნელ "ამოტივტივებაში" ამერიკელი პროფესიონალების ხელი ურევია.
ვფიქრობ, აქ სამი ფაქტორი შეიძლება მუშაობდეს მის სასარგებლოდ:
1. ქართული პოლიტიკური ცირკის სხვა ცხოველებისგან განსხვავებით ალასანიას უშუალოდ იცნობენ (ადგილზე ჰყავთ შესწავლილი) "ვაშინგტონის ობკომში". მას ამერიკული დემოკრატიისა და საერთაშორისო დიპლომატიის ინსტიტუტებთან პირდაპირი შეხების გამოცდილებაც დაუგროვდა - ესეც სერიოზული პლიუსი უნდა იყოს "ვაშინგტონის ობკომის" თვალში.
(NB ირონიული ტონის მიუხედავად, სინამდვილეში, მხოლოდ მივესალმები ამ ამბავს, თუ ასეა).
2. პიარ-სტრატეგიის თვალსაზრისით, თანაბარი წარმატებით შეიძლება ირაკლი ალასანიას წარმოდგენა როგორც მიშას კურსის გამგრძელებლად (სათანადო კორექტივებით), ისე ახალი, განსხვავებული კურსის გამტარებლად - გააჩნია, რა იქნება უფრო მომგებიანი.
პრინციპში, შესაძლებელია ორივეს შეთავსებაც: ვთქვათ, საგარეოპოლიტიკური კურსი - იგივე, შიდაპოლიტიკური - სხვა, ან პირიქით. ასე ან ისე, მთლიანად თუ ნაწილობრივ - ეს უკვე პოლიტიკური მომენტის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული
3. თუკი "ს.ოსეთის" შემთხვევაში კოკოითის რეჟიმმა შანსი არ დაიტოვა, და მოვლენების საქართველოსთვის სასიკეთო განვითარების შემთხვევაში მას უბრალოდ გადაუვლიან, აფხაზეთის შემთხვევაში დასავლეთი, როგორც ჩანს, მოლაპარაკებისა და "გადაბირების" უფრო რთული პროცესის მომხრეა, რასაც საქართველოს სათავეში აფხაზებისთვის უფრო მისაღები (ალასანიასნაირი) ფიგურის არსებობა ხელს შეუწყობს.
თუ ეს ყველაფერი გამართლდა, პირადად ჩემი გაკვირვებულ-ინდიფერენტული დამოკიდებულება ალასანიას მზარდი პოპულარობის მიმართ ერთგვარი იმედიანი ინტერესით შეიცვლება.
თქვენ რას ფიქრობთ?
ალასანიას ფენომენის ახსნასითიზენ, მაპატიე, ტემებს გპარავ ხოლმე მარა ნამეტანი კაი ტემებს და პოსტებს წერ.
წინა ალტერნატიული თბილისის ისტორია იყო.
ეგეც უმაგრესი
This post has been edited by A10 on 8 Dec 2008, 12:09