nbay
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 38122
რეგისტრ.: 12-July 07
|
#11799178 · 8 Dec 2008, 02:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
THRaKaTTaK
გეთანხმები, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოაყალიბე!
გავამარტივებ, ყველასთვის უკეთ გასაგებად თუ რა ცხოველია ასეთი განსაკუთრებული ეს პოლიტიკური საქმიანობა.
მაგალითად, დავუშვათ წამყვან ბანკში გამოჩნდა რაღაც ვაკანსია, მსურველების დიდი რაოდენობა დაუყოვნებლივ ჩნდება და კონკურსს ატარებენ მოსახვედრად.
იგივე, დიდი მსურველები არაა პარტიაში მოსახვედრად?! რატომ? ვერავინ იტყვის რომ უმეტესობა ადამიანებისათვის ბანკის კლერკობა ან მსგავსი უფრო საინტერესო საქმიანობაა ვიდრე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა! ( თუკი ეს რეალურად პოლიტიკური პროცესებია და არა ფსევდო ტინგიცობა). პოლიტიკა ხომ ისეთივე საქმიანობის სფეროა როგორც ფინანსები, როგორც მშენებლობა... პოლიტიკოსობა ნორმალურ ქვეყანაში არის პროფესია! ეს არ არის კრიშების კეთების, ფულების გროვების, სრასახლეების შენების უმოკლესი გზა, გამორჩეული აპრიორი დისკრედიტირებული მოღვაწეობის სფერო.
მაშ, რატომ რომ შენ თანახმა ხარ, იგივე, ბანკი-კი და პოლიტიკა - არა? პასუხი მარტივია. და ეს უნდა გეთქვა აუცილებლად, თვალსაჩინოებისთვის.
პასუხია: დაფინანსება!
პოლიტიკა როგორც პროფესიული ასპარეზი, მინიმალურადაც არ ფინანსდება, იგი განუვითარებელია, მისი ხელშეწყობა, დახვეწა არ ხდება, იგი არსებობს, ტივტივებს, თვითშემოქმედებისა და მოხალისეობის დონეზე. ამიტომაა ის არაპროფესიული და არაპროფესიონალური. ამდენად ის არათანაბარი მოღვაწეობის ასპარეზია. ის არაკონკურენტულ გარემოში არსებობს. "ტვინები" და ახლები როგორც იტყვიან იქ ვერ მიდიან იმიტომ რომ ის სფერო მთლიანად გაკოტრებულია, ის არასერიოზულია!
იმიტომ რომ ის არ ფინანსდება, ის არ ვითარდება.
ის ფაქტიურად მომაკვდავია. ვერცერთი პოლიტიკური პარტია (გარდა სახელისუფლებო პარტიისა) ვერ მიიზიდავს კადრს და ვერ გადაუხდის მისი კვალიფიკაციის შესაბამის "ტვინს" თუნდაც იმ დონეზე როგორც საშუალო ბანკის სამსახური. ხოლო, ალტრუისტულად შეიძლება მხოლოდ ამდენი და ამდენი გააკეთო, იმის იქით ვეღარ... ამიტომ პოლიტიკა ვერ ჩამოყალიბდა როგორც პროფესიული საქმიანობის სფერო საქართველოში. ამიტომ არ ჩანან ეს ახალი სახეები რომლებსაც ასე მივსტირივართ და გვაბოდებს უკვე. ამიტომ არიან უალტერნატივოებიი. და როდესაც ეს პროფესია ვერ ვითარდება შესაბამისად გეთანხმები რომ:
| QUOTE | | ნებისმიერ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ადამიანს, რომელიც ასე თუ ისე უფრთხილდება საკუთარ იმიჯს, ძალიან უჭირს გაერთიანდეს რომელიმეში. |
ის არსებობს მახინჯი ფორმით. ამიტომ ბუნებრივია
| QUOTE | | ასეთი ორგანიზაციები ვერ არიან ვერც კონსტრუქციულები, ვერც სოლიდურები და დამაჯერებლები და ვერც სერიოზული პროგრამის შემდგენლები. |
რატომ გვიკვირს?!
| QUOTE | | ეტყობა არც გარეშე ძალებია დაინტერესებული პოლიტსპექტრის რეალური განვითარებით, რადგანაც ერთუჯრედიან პარტიებთან ვაჭრობა ბევრად ადვილია. |
 ამიტომ არც ისინი, უცხოური დონორები, ცდილობენ რაიმე წვლილის გაღებას ალტერნატიული ოპოზიციური პოლიტიკის გაძლიერების კუთხით. უამრავ რაღაცას აფინანსებენ, მაგრამ არა ამ სფეროს! | QUOTE | | ხო და მივდივარ დასკვნამდე, რომ სერიოზული პარტიები შეიძლება წარმოიშვას, რაოდენ ლეიბორისტულადაც არ უნდა ჟღერდეს, მხოლოდ საზოგადოების წიაღიდან, რადგანაც უცხოელი პარტნიორებიც არ იზამენ ამას და არც არსებული პოლიტსპექტრი მითუმეტეს. |
მეორე ნაწილში გეთანხმები, რომ არც გარეთ და მითუმეტეს ბუნებრივია არც შიგნით ამაზე არ მუშაობენ. ამიტომ
გამორიცხულია რომ:
| QUOTE | | სერიოზული პარტიები შეიძლება წარმოიშვას...მხოლოდ საზოგადოების წიაღიდან |
აი აქ ვერ დაგეთანხმები!
ვერანაირად ეს ვერ მოხდება, რომ ცარიელ ადგილზე თავისით წარმოიშვას. არც აქამდე მომხდარა და არც აწი მოხდება. ანუ ვგულისხმობ, ნორმალურ, პროგრესირებად კონკურენციულ გარემოს. ალტერნატივა ვერ შეიქმნება!
ვიდრე:
სიტუაცია, პოლიტიკური ატმოსფერო, უკიდურესად არ დამყაყდება, ანუ სანამ აუტანელი არ გახდება, როგორ წარსულში. როდესაც მოხდება არსებული პოლიტიკური ვითარების უკიდურესი მარგინალიზაცია, მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს გარდატეხა. ანუ ამისათვის გახდება საჭირო უკიდურესი რადიკალიზაცია. რაც არაჯანსაღი ვითარებაა დამეთანხმები.
ან,
მეორე ვარიანტი, ამჟამინდელმა ვითარებამ შეიძლება დასაბამი მისცეს ძალადობას (რადგან სხვა, მეტნაკლებად თანაბარი კონკურენციული ბრძოლის ბერკეტები არ არსებობს) და მხოლოდ ამ გზით იქნას მიღწეული ერთი პოლიტიკური სუბიექტის მეორეთი ჩანაცვლება.
როდესაც სხვა გზა არ დარჩება.
ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები არიან მეტნაკლებად თანაბარი კონკურენტები, მეტნაკლებად თანაბარი რესურსებით, მეტნაკლებად თანაბარი მოღვაწეობის პირობებში. იქ იმიტომ ხდება ხავერდოვნად ხელისუფლებათა ცვლა. იქ იმიტომ არის კადრების კონკურენცია, ახალი ნაკადები, გადახალისება, ელექტორალური ციკლები.
ხავერდოვანი, თავისით შექმნები გამორიცხულია. რომ თავისით შეიქმნება ჯანსაღი, ამომრჩეველთა უმრავლესობის მოსაწონი ახალი პოლიტიკური სუბიექტი. ვერ შეიქნება! სისტემა ისეთია რომ ის სიახლის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ბევრია პოლიტიკაში ისეთი რომელიც იმდენად გამოუსადეგარი, ჩამორჩენილია (მათ შორის განათლების ნაკლებობის კუთხით!) რომ სხვა შანსი არ აქვს სადმე იმოღვაწეოს. ამიტომ ისევ იქ ტივტივებს.
გასაგებია ეს ყველაფერი თუ ზოგმა ეხლა გააცნობიერა რაც ითქვა აქ?
ეს სიახლე "თავისით" ვერ მოხდება. ვიდრე მანამდე არ მოხდება ვითარების ტოტალური რადიკალიზაცია. * * * ***
ანუ კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი:
შეკითხვა ისე კი არ უნდა დაისვას რომ "რატომ არ იქმნება ახალი პარტიები?" (ან თუნდაც ძველი პარტიები ახალი სახეებით)"
შეკითხვა უნდა დაისვას ესე:
"რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ სიახლე შეიქმნას პოლიტიკაში?"
ეს სიახლე ცალკეაღებული პარტიის შიგნიდან ვერ წამოვა. ეს სახელმწიფო დონეზე უნდა შეიქმნას, ის პოლიტიკური საქმიანობის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს პარტიულ საქმიანობას.
პოლიტიკოსი უნდა მუშაობდეს ისევე როგორც ბანკის კლერკი. დილი 9 საათზე უნდა იყოს სამსახურში და უნდა მუშაობდეს თავისი სპეციალობით როგორც პოლიტიკოსი, თანაშემწე თუ პოლიტიკური კონსულტანტი. ეს ადამიანები არიან ისინი ვინც იმუშავებენ THRaKaTTaK შენს მოთხოვნილ პროგრამებზე, სტრატეგიებზე, სლოგანებზე და ა.შ... მხოლოდ ამ გზით გაიზრდება კონკურენციის დონე. სხვაგვარად იქნება მოხალისეობის დონეზე შექმნილი ერთკაციანი "პარტიები."
სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
გესმის THRaKaTTaK ?
--------------------
ის დღე როდესაც შენი სოფელი ავაოხრე, ოჯახი დაგიწიოკე, სახლ-კარი გადაგიწვი, შენი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. ჩემთვის კი იყო, სამშაბათი.------ძლიერი იუზერი ისააა, რომლის დაპოსტილის შემდეგ ფ ო რ უ მ ზ ე სიჩუმე ჩამოვარდება, შემდეგი იუზერი კი ფიქრობს რა დაპოსტოს ან დაპოსტოს თუ არა....
|