მითი ნომერი 1. რუსეთი ავტონომიები აუფეთქდება. ჩრდილოეთ კავკასია დამშვიდებულია. ჩეჩნეთში არ აერევა სიტუაცია ისე გადაუარა. ინგუშეთი ჩეჩნეთს უფრო დაარტყავს ან კიდევ უფრო ჩრ. ოსეთს რისი მაგალითებიც არის ვიდრე რუსეთთან ექნებათ კონფლიქტი. და რუსეთი ასეთ ურთიერთ დაპირისპირებას ყოველთვის გამოიყენებს. და დააბალანსებს უახლოს პერიოდში მაინც. დაღესტანი უჭრელესია, ყველაზე უფრო ჩრ.კავკასიაში ასე რომ ეგეც ვერ იქნება დიდი დეტონატორი. ყაბარდოელები ტრადიციულად პრო რუსულები და წყნარები იყვნენ ასე რომ...კიდე ვინ...არამგონია. ხო კირსან ილუმჟინოვი, კალმიკეთი ვაფშე წყნარათაა. ყარაჩაი ჩერქეზეთიც. ჩრ. ოსეთსაც აგერ დაანახა და რაღაცა საღეჭი გაუჩინა. არამგონია ჩეჩნეთი-2 მალე მოხდეს. რაც შეეხება სხვა ერთეულებს (20+ ავტონომიური ერთეული ან ტერიტორია ქვს), ყველაზე დიდები ბაშკირეთი, ტატარსტანი და იაკუტიაა. იაკუტია ტერიტორიითა უშველებელი ისე პატარაა და წყნარადაა. ბაშკირეთი და ტატარსტანი მოყომარებულია, ნაწილობრივ იმიტო რომ ძაან დიდი ავტონომიური უფლებები აქვთ უკვე. +კარგი ეკონომიკები, საუკეთესო საკამოდ კმაყოფილები არიან. თან თათრები რამდენიც ტატარსტანშია(5 მილინო სადღაც) სამი იმდენი მთელ რუსეთშია მიმოფანტული. თან ეგენი(თატარსტანი ბაშკირეთი) არ არიან მორწმუნე მუსულმანები ან რადიკალები ან ეგეთი. არამგონია რამე გართულება მანდედან. ასე რომ ეს ყბადაღებული დაშლა უნდა დავამთავროთ. (რომც დაიშალოს ჩვენ კაი დღე არ დაგვადგება, ასე რომ სისულელეა)
მითი 2. რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა.
-რუსეთში მარტო მოსკოვი და სანკტ.პეტერბურკი არის კარგად. დანარჩენი ჭაობშია: მართალია ეს ორი ყველაზე კარგადაა გაცილებით განვითარებული და დასავლეთ ევროპულ დონეს უტოლდება რეგიონალური დისბალანსები თანდათან მცირდება. რეგიონებშიც იდება ფული განსაკუთრებით ბევრს სდებენ სოფლის მეორნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებში.
-ნავთობზე/გაზზე ფასები დავარდება და დაინგრევა. არც მთლად ასეა. მართალია ენერგო მატარებლები მთავარი შემოსავლის წყაროა, მაგრამ ასევე ვითარდება წარმოება, მშენებლობის სექტორი, საცალო ვაჭრობა და სხვა.
-ჩამორჩენილი კორუმპირებულ კადრებია: მართალია კორუფციაა და ტექნოლოგიური პროგრესიც ისეთი არ არის, მაგრამ რუსეთს მსხვილ საწარმოებში დანერGილი აქვს თანამდეროვე მენეჯმენტის სიტემა, მაგ. გაზპრომში მაღალ დონეზე მენეჯმენტი ფინანსური მართვა, დასავლურ სტანდარტებზე. ასევე ადამიანური რესურსი, რაც შეეხება ინჟინრებს და ა.შ. მაღალ დონეზე აქვტ. ინდოეთთან კონკურენციაში არანაკლები, მეცნიერები ყავთ და ისინი ფინანსდებიან. ძაან დიდ ფულს დებენ ნანო ტექნოლოგიებშიც. VAზ იც კარგ მანქანებს უშვებს სხვათAშორის საკმაოდ ეკონომიურს კონკურენტუნარიანს დასავლეთ ევროპასთან. ურალმაში ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიებს იძლევა კონკურენტუნარიანია კატერპილერთან კი . სუ თვითმფრინავები მაღალი დონისაა და რიგ შემთხვევეBში უკეთEსი დასავლურ ანალოგებზე. რაც შეეხება კორუფციით გამდიდრებულ კლანურ სისტემას. ეს გარდამავალ ეტაპზე ყველა ფორმაციისთვის დამახასიათებელი იყო. ეხა მეტნაკლებად მესაკუთრე კლასია შექმნილი რომლებსაც მოგება აინტერესებთ და თანდათან სტაბილურდება სიტუაცია.
-დემოგრაფია, დაიხოცებიან. ნაკლებად სავარაუდოა მოსახლეობის მატერიალური კეთილდღებოა, ანუ რიგითი მოქლაქის, მატულობს, რელიგიაში რწმენა კომუნისტების დროიდან მოყოლებული მატულობს საკმაოდ ნდობა ეკლესიისადმი როგორც ინსტიტუტისადმი. შობადობის ხელშემწყობი პროგრამებიც აქვთ, ჩვენგან განსხვავებით. ალკოჰოლიზმის პრობლემა აქვთ მაგრამ ეს უფრო გამჯდარია ძველ თაობებში და საბჭოთა კავშირის ნგრევისას ნამსხვრევების თაობებში, ახალ თAობებში ნაკლებადაა გამოკვეთილი. უფრო დისციპლინირებულია და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
რუსეთის მოდერნიზებადი ეკონომიკა, უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები (რაც ჯერ ჯერობით შეუცვლელია)სტრაგეგიული მდებარეობის პირობებში, უზარმაზარი ტერიტორია, ოკეანეების კონტროლი ენერგო რესურსების ტრანზითი, ტოტალური სამხედრო მანქანა, საკამოდ განათელბული მოსახლეობა და გლობალური დათბობა მსოფლიოში ჯერ ჯერობით არ იძლევა იმის საფუძვლებს რომ რუსეთი დღეს თუ არა ხვალ დაინგრევა და ეკონომიკა მოისპობა და რეგიონები თავზე ჩამოექცევა. სისულელეა ამის ლოდინი!!! ჩვენ ჩვენ საქმე უნდა ვეკეთოთ. რუსეტის პრობლემა ყველაზე უფრო ისაა, ანუ ჩვენთან მიმართებაში რომ KGBშნიკი მმართველობა ყავს. რაც საკმაოდ განსხვავებულია რიგითი რუსისგან. თუ როდისმე იმპერიულ ზრახვებს დააღწევს მისი მმართველობა აი მაშინ ამოვისუნთქავთ. ლოდინი როდის დაინტრევა და ბოღმის ფრქვევა მონღოლებათ და ღორებათ მოხსენიება ბევრს არაფერს მოგვიტანს.