დიდი პოლიტ-უზერი არ გახლავართ, მაგრამ თითქმის ყოველდღიური მკითხველი ვარ.
აბა, ფრენკი, ველოდები ჩემს ფსიქოლოგიურ პორტრეტს, შენი თვალით დანახულს. შეიძლება არაზუსტს, მაგრამ მაინც საინტერესოს!
1.სქესი-გავიარეთ
2.ასაკი-მითუმეტეს გავიარეთ
3.განათლება-ჯობდა პროფესია ჩაგეწერა
4.ოჯახური მდგომარეობა-დაოჯახებული+ქალ-ვაჟი
5.საყვარ. კერძი-როცა გშია ზაქარია-ო, ხომ გაგიგია?
6.საყვარ. სასმელი-თეთრი ღვინო, ტანინიანი, ჩემი დაყენებული რქაწითელი და შავი- საფერავი.
7.სუნამო-ფრანგული, ნაზი სურნელით
8.მანქანა-ამჟამად პატარა რავ-4
9.გადაცემა-ცხოველთა სამყაროში(ადამიანებზე გული მაქვს აცრუებული)
10.მსახიობი-ყველა დიდი კომიკოსი და ტრაგიკოსი
11.ფილმი-ყველა კარგი კომედია და ტრაგედია
12.სიმღერა-ჯო კოკერის, ბარი უაითის და ყველა სტილის-რეპის ჩათვლით ყველა კარგი სიმღერა. ქართული ფოლკლორი თავისთავად იგულისხმება
13.საყვარელი-ადამიანი სამწუხაროდ აღარ მყავს.
14.რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში-სხვისი სიყვარულის უნარს
15.რა არ მოგწონთ საპირისპ. სქ.-სიძუნწე, პაკაზუხობა, ზერელეობა
16.რას ვერ აპატ. საყვ. ად-ს--უკვე ყველაფერი ვაპატიე.
17.კურიოზი-თუ გამახსენდა, დავწერ მერე
18.მწერალი-ნიკო ლორთქიფანიძე, ალბერტო მორავია და ყველა კარგი მწერალი--სიმართლე გითხრათ გვარებს არც ვიმახსოვრებ
19.პერსონაჟი-თავსაფრიანი დედაკაცი, პერსონაჟებსაც ვერ ვიმახსოვრებ, ვერც ციტატებს. თავისუფალი თემები მერჩივნა ყოველთვის და ფიზიკის ამოცანების ამოხსნა
20.წიგნი-4წლიდან ვკითხულობ და რა გამახსენებს მაგდენს.ახლა ისეთ ასაკში ვარ, ყველაფერი თავიდან უნდა გადავიკითხო წესით
21.გავიარეთ
22.ჩაცმა-ცოტა ფული ცოტა გემოვნებას და ცოტა ვარიანტებს განაპირობებს სამწუხაროდ.
23.ბუ თუ ტოროლა-ფორუმზე ყველა ბუა. აბა, დღისით ვის სცალია?
24.ემანუელა-ალბათ მექნება ნანახი
25.სერია-უი, სერიებიც აქვს?
26.პორნო-ფილმები---ეგენი რომელ არხზე გადის?
27.გავიარეთ
28.სექსუალური უმცირესობები-ნამდვილად არ მკიდია ზოგიერთებივით. ალბათ შევეგუები გარეგნულად, მაგრამ შინაგანად ვერასოდეს.
29.ნარკოტიკი-მუქი ჩაი ლიმონით და ტყემლის მურაბით
30.ფორუმზე შემოსვლის მიზანი---უამრავი ჭორ-მართლის წაკითხვა და მერე იმაზე ტვინის ჭყლეტა რომელია ჭორი და რომელი მართალი