მეც ვერ შევეგუები ამ ფაქტს, და საერთოდ ისინი სად არიან, ვინც 100% დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა ნატოში შევიდოდით, რომ ევროპამ დაინახა, თუ რა ვერაგია რუსეთი და ჩვენ ნატოში შესვლის შანსი გვაქვსო! რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ! ტერიტორიების დაკარგვაღა გვაკლდა და მერე სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის!
რატომ ვერ შევედით ნატოში? უკვე ხომ დეკემბერია?! რატომ გვითხრეს უარი?!
რომელ ნატოში შესვლაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში არ არის დემოკრატია, თავისუფალი სასამართო და თავისუფალი სიტყვა! ქვეყანაში ერთადერთი რაც უკეთესია, მისი ვიზუალური მხარეა! ქალაქი ქალაქს დაემსგავსა შედარებით, რაც იყო, და დანარჩენი რა არის უკეთესობისკენ ვინმემ მითხრას რა! ყველაფერი უარესად არის!
და საერთოდ მივხვდი, რომ არავის იმედათ არ უნდა იყო! ეგ უკვე ამ ომის შემდეგ ნათელი გახდა! საკუთარი თავის იმედი თუ არა გაქვს, ის ქვეყანა ყოველთვის დამოკიდებული და გაპარტახებული იქნება!

ამ თემაში რა მინდა ვერ მივხვდი, მაგრამ ძაან ნერვები მომეშალა, იმ ფაქტის გამო, რომ რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ და ესენი კიდე გამოდიან და ყველაფერი კარგად არისო, ნატომ უარი გვითხრა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს შესვლისო!
This post has been edited by Zotz on 12 Dec 2008, 12:10