მოსკოვმა ოფიციალურად ”უარი თქვა” ტერიტორიულ მთლიანობაზე
სიახლე — თავფურცელი
16:18 18.12.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[რ. მირკადიროვი , Zerkalo.az, აზერბაიჯანი]
ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო დადებითად აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ჰელსინკში მიღებულ განაცხადებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.
- ”ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. კონფლიქტის გადასაჭრელად ჩვენ მხარეებს დახმარება უნდა გავუწიოთ მოლაპარაკებების პროცესში”, - განაცხადა ბრიშამბომ ერევანში პრეს-კონფერენციაზე.
თუმცა, სომხურ-აზერბაიჯანულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ალბათ სერიოზულ გარღვევას არ უნდა ველოდოთ.
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შახიდ გაჯიევის თქმით ”ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტმა დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული გაყოფა კიდევ ერთხელ აჩვენა”.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პირადად აკვირდებოდა სამიტის მიმდინარეობას ჰელსინკში. ის საერთოდ ეჭვ ქვეშ აყენებს რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშორმლობას საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად, სულ ცოტა, უახლოეს პერსპექტივაში.
- ”სამიტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებითაც მოსკოვისა და აშშ-ს შორის ღია დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ფაქტიურად, წყდებოდა საკითხი - გააგრძელებს თუ არა რუსეთი შემდგომშიც იმის ”კეთებას”. ანუ, გააგრძელებს თუ არა პოლიტიკას, მინიმუმ, როგორც მეორე მსოფლიო ”დერჟავა”, რომელსაც სასიცოცხლო ინტერესები აქვს დსთ-ს საზღვრებიდან საკმაოდ შორს?”.
რუსეთის საგარეო პოლიტიკა ცდილობს დაამტკიცოს - ეუთო, გაერო, ევროსაბჭო და სხვა სტრუქტურები, მოძველდნენ და უსარგებლონი არიან. ამიტომ, საჭიროა სახელმწიფოთა გაერთიანების ახალი ფორმა, რომელიც შეძლებს სამართლიანად გადაჭრას ყველა საკითხი.
- ”ყველაფერი კი დაიწყო სამიტის შემაჯამებელი განცხადების პროექტის შესწორებით. ფინეთის მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი ბუნდოვანი ფორმულირებებით გამოირჩეოდა და ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, ”შემრიგებლურ და ამორფულ” ხასიათს ატარებდა. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შესწორებები შეიტანა პროექტში და პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაფიქსირება მოითხოვა (აზერბაიჯანი, მოლდოვა, სერბეთი)”.
- ”თუმცა, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა რუსეთმა, რომელიც წინააღმდეგი წავიდა ამ პრინციპის ხსენებისა და უამრავი სხვა შესწორება გააკეთა”, - იუწყება დიპლომატი.
სწორედ ამიტომ, საბოლოო ტექსტზე მსჯელობა უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა. როცა, ცხადი გახდა, რომ შეთანხმება შეუძლებელია, ლავროვმა დემონსტრატიულად დატოვა სამიტი მის დახურვამდე და მონაწილეობა არ მიუღია დასკვნით სხდომაში”.
უნდა აღინიშნოს ღია დაპირისპირება ამერიკელებსა და რუსებს შორის. ევროპული დელეგაციების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიად არ გაუკრიტიკებიათ.
ავტორის აზრით რუსეთის დელეგაცია ძალიან უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ მედვედევის ინიციატივამ სამიტზე ყურადღება ვერ მიიპყრო და უფრო გულახდილად რომ ვთქვათ, ამერიკელების მიერ ძირშივე მოისპო. რუსები აშკარად გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ არავინ ასე აშკარად არ გამოსულა მათი ინიციატივის წინაღმდეგ და მათ გადაწყვიტეს ”ყველა ხიდი დაეწვათ”. თუმცა, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის მოქმედება ასეთი გამომწვევი იქნებოდა.
დასავლელი დიპლომატების განცხადებით, ძირითადი მოლაპარაკებები დახურულ სხდომებზე მიმდინარეობდა. თამანც, საკმაოდ ცხელი დისკუსიების ფონზე. ყველაზე მძიმე საუბრები 5 დეკემბრის ღამეს იყო, როცა სამიტის ოფიციალური სხდომა დასრულდა. რუსეთის ყველა მცდელობას, მიეღო მხარდაჭერა 2009 წელს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე სამიტის ჩატარებაზე და ამით ეუთოს მნიშვნელობა შეესუსტებინა, დასავლეთმა აშშ-ს სახით ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია.
სწორედ ასე მიიღეს მედვედევის იდეა ევროპული უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაზე ამერიკელებმა. რატომ უნდა შეიქმნას რაღაც ახალი, როცა არსებობს ნატო? ასეთი იყო ამერიკელების ლოგიკა და ამაზე შედავება რთული აღმოჩნდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ევროპული ქვეყნების ერთგვარი განზე დგომა.
- ”ევროპელების სძინავთ და ვერ გრძნობენ არსებულ საფრთხეს,” - სინანულით განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა.
ამგვარად, უნდა ვაღიაროთ, რომ ეუთოს ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაში აზერბაიჯანის პოზიციები შესუსტდა. დღემდე ცალსახად მხოლოდ სომხეთი გამოდიოდა საბოლოო დოკუმენტში ტერიტორიული მთლიანობის ასახვის წინააღმდეგ.
ახლა მას რუსეთიც მიემატა, რომელიც ამავე დროს ეუთოს მადრიდის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შემდეგ რუსეთს უკვე აღარ შეუძლია მხარი დაუჭიროს ”გაყინული კონფლიქტების” დარეგულირებას ეუთოს ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამგვარად, რუსეთი ობიექტურად სომხეთის მოკავშირე ხდება, როცა საუბარია ”გაყინულ კონფლიქტებზე”.
სწორედ ამიტომ, ჰელსინკში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკანასკნელ წუთს გაავრცელა სპეციალური დოკუმენტი, სადაც ასახულია ოფიციალური ბაქოს პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
ღორები აღარც აზერების ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ
http://presa.ge/index.php?text=news&i=5324 * * *
ჩასულს სკინჰედები დაესხმიან მეტროში თავს