კა ხანია ვეპარები ამ თემას და ხან სამსახურში საქმეების გამო, ხანაც სიზარმაცის გამო ვერაფერი ვერ ვთქვი. არადა, ჩემი აზრით, ერთად ერთი თემაა სადაც შესაძლებელია...
დათა თუთაშხიათი დავიწყებ.
უძლიერესი ნაწარმოებია და ვთვლი, რომ გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე გვგონია.
ეხლა მარტო ერთ მომენტს შევეხები: დათა თუთაშხია - ერის კრებსითი სული მოკლა საკუთარმა შვილმა.
რატომ?
ამას მრავალნაირად ხსნიან და ეს გასაგებიცაა და ჭკუასთან ახლოც, მაგრამ ალეგორიულთან ერთად, ამას ძალიან მარტივი მიზეზიც უდნა ქონდეს:
ვთვლი, რომ ადამიანისთვის განათლებაზე და ყოფით კეთლიდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანია ზნეობა.
მთელი თავისი ცხოვრება დათა თუთაშხიამ დაუთმო სხვათა პრობლემების მოგვარებას და სხვათა აღზრდის თუ დასჯის მცდელობას. ამასობაში საკუთარი საერთოდ არაფერი არ ქონია სხვათა დასჯამაც უარესი შედეგები მოიტანა და მის ცხოვრებაში რამდენიმე გარდატეხაც მოახდინა...

ხო... შვილი შეეძინა ქალთან, რომელსაც ლოგინად ჩავარდნილი ქმარი ყავდა - "უკანონო შვილი". აქედან გამომდინარე, მას არანაირი როლი არ უთამაშია შვილის აღზრდაში და ვერც ვერაფერს იზამდა - მხოლოდ შორიდან ქონდა შვილისთვის თვალყურისდევნების საშუალება, ძალიან იშვიათად და მამობის გაწევას ვერანაირად ვერ შეძლებდა.
მე ამის მიზეზებს არ ვეხები ეხლა. ვეხები ფაქტს და მის შედეგებს...
საქრთველოს ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როცა ქართველი დალხენილი ცხოვრობდა. მოსახლეობა ეკონომიურად ძლიერი არასოდეს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ფეოდალურ სახელმწიფოში, რომელსაც ისტორიაში არც ერთი საუკუნე უომრად არ უცხოვრია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ძლიერი იყო ზნეობრივი ფასეულობები (დღეს რასაც რტადიციებს ვეძახით, იმაში არ აგერიოთ!), რომლებზეც თაობები იზრდებოდნენ და სწორედ ამის გამოა ერი რომ არ გაიხრწნა და ყაჩაღების და ქურდბაცაცების ბრბოდ რომ არ გადაიქცა საუკუნეების განმავლობაში, თორემ ჩვენს წინაპრებს არც უმაღლესი განათლება ქონდათ და არც წერა კითხვა იცოდნენ.
მაგრამ...
ათასწლეულების განმავლობაში მუდმივმა ძალმომრეობამ (გენეტიკურმაც - შევადაროთ მუსიკალური ფოლკლორი და რეალურად რას უსმენს მოსახლეობა ქორწილებში და სახალხო შეკრების ადგილებზე ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში) და ნგრევამ თავისი გაიტანა. სხვადასხვა კულტურების თუ უკულტურო ტომების წეს-ჩვეულებების იძულებითმა შერწყმამ ქართულთან, ერი ხერხემალში გადატეხა და ესეც არ გვეყო, მოვხვდით კომუნისტურ წყობაში, რომელიც ადამიანს ბოლომდე აბახებს როგორც სულიერად, ასევე ხორციელადაც და რატომ:
1. ამ წყობილების დროს შეილახა და განადგურდა ის სიწმინდეები, რომელთა არსი ადამიანს შეიძლება ბოლომდე არც ესმოდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ზნეობრივ ფასეულობებზე;
2. გაუნათლებელი და ტრაკგამოხეული ბრბო, რომელსაც ვიღაცეებმა ძალაუფლება ხელში ჩაუგდეს და მიუშვეს სათარეშოდ, ფიზიკურად სპობდა და დევნიდა განათლებულსაც და მასზე უკედ მცხოვრებ ადამიანსაც მიუხედავად იმისა, თუ რა სოციალური წარმომავლობისა იყო დევნილი ადამიანი;
3. მოხდა სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანების იძულებითი წესით "თანაბარ" პირობებში ჩაყენება და ეს ისეთი თემაა, რაზეც ღირს უფრო კონკრეტულად საუბარი...
იმის გამო, რომ ეჩვენებინათ კომუნისტური წყობის უპირატესობა სხვათათვის, კომუნისტები ამტკიცებდნენ, რომ მათ სივრცეში უმუშევრობა და გაჭირვება არ არსებობს და ამისათვის ისინი მასიურად, იძულებითი წესით მიერეკებოდნენ ადამიანებს სამსახურებში. ცხადია, ვისაც მუშაობა არ უნდა, ის არ იმუშავებს, მაგრამ მთავარი დამღუპველი მომენტი იყო ის, რომ შენ მუშაობდი თუ არა, ხელფასს მაინც გიხდიდნენ და გიხდიდნენ იმდენივეს ან ოდნავ ნაკლებს, ვიდრე ნამუსიანად მომუშავე ადამიანს.
როცა ადამიანი ბევრს მუშაობ და ხედავ, რომ შენი თანამშრომლების დიდი ნაწილი შენს გვერდით ზის და დომინოს ურახუნებს, ქსოვს, ყავას სვამს ან ყვერებს იფხანს და ამაში იმდენივეს უხდიან რამდენსაც შენ - მუშაობაში, ცხადია გაგიჩნდება სურვილი აღარ იმუშავო შენც და სხვასავით მიიღო ის ხელფასი, ან უკეთეს შემთხვევაში, მეტი იმუშავო, ოღონდ შენთვის (ლევად) და ამით იმ სისტემის კანონმდებლობიდან გამომდინარე გახდე ქურდი (პარავ სახელმწიფოს), მაგრამ "მიიღო იმდენი, რამდენიც შენი შრომა გიღირს"

.
რამდენადაც უსამართლო არ უნდა იყოს კანონი, ადამიანის ცნობიერებაში კანონის დარღვევა დანაშაულის გრძნობას იწვევს. "დანაშაულის ჩამდენს" სურვილი უჩნდება რაღაცნაირად გაიმართლოს თავი და... იმის გამო, რომ უმეტესობა იძულებული იყო ოჯახები ერჩინა "ლევი" შემოსავლით, სისტემას კი არ დაუწყო ბრძოლა, მოუძებნა გამართლება იმას, რასაც საკუთარ მე-სთან ქურდობას ეძახდა და ქურდობა გახდა საამაყო საქციელი. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოიყენა რეალურმა ქურდულმა სამყარომ, რომელიც კომუნისტების პერიოდში მართლაც ძალიან ძლიერი იყო (ხალხს ყოველ შემთხვევაში ასე ზომბავდნენ) და საბოლოოდ დღესაც კი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, პოლიტიკოსებიც კი ამაყობენ იმით, თუ ვის ვისი წონა (რამე) აქვს მოპარული ბავშვობაში, ან ახალგაზრდობაში...
ანალოგიურად განვითარდა მოვლენები განათლების სისტემაშიც. ქვეყანაში გაუნათლებელი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო და ეს იდეაში ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ ბავშვი ისწავლიდა თუ არა, მაინც ამთავრებინებდნენ სკოლას, ინსტიტუტს (სადიპლომო "ნაშრომი" უმრავლესობას და მეც მათ შორის ვიღაცის მაქვს გადაწერილი, რომელიც იმ ვიღაცასაც ოდესღაც ვიღაცისგან ჰქონდა გადაწერილი და ასე შემდეგ... ამ "ნაშრომის" ნახევარზე მეტი თეორია იყო ანუ ეს ეწოდება ამას და ამას და ასე შემდეგ, ანუ რაც წიგნში ისედაც წერია - მაგათი მარაზმატიკი დედას შევეცი! ) და "სამსახურსაც" სახელმწიფო უზრუნველყოფდა. იყო დრო,, როცა ვინც სწავლობდა - დასცინოდნენ...
ამ ყველაფრის და კიდევ ბევრი მსგავსის გამო, მივიღეთ დღევანდელი საზოგადოება (მოსახლეობა და ხელისუფლება) - ორმაგ მორალზე გაზრდილი, მოლაყბე და "ქურდბაცაცა" დოყლაპიების ჯოგი, რომელთა უდიდესი ნაწილი დაღუპა არა იმ ცვლილებებმა ნგრევამ, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გადავიტანეთ, არამედ სწორედ იმის გამო, რომ არ აღვმოჩნდით მზად რეალური ცხოვრებისთვის, დავანგრიეთ ბოლომდე და გავანადგურეთ ის ახლადწარმოქმნილი სახელმწიფო, რომელიც თითქმის უსისხლოდ და ტრიბუნებზე გამოსვლებით მოვიპოვეთ...
აქამდე ზოგადად მივედ-მოვედე ყველაფერს და თანაც წარსულში. ეხლა საქმეებს მივხედავ და მოვალ და უშუალოდ საზოგადოების პრობლემებს ჩამოვწერ და ხელისუფლებასაც ზედ მივაყოლებ.
ისე, ბოდიში, თუ მთლად დალაგებული არაა წინადადებები. იმედია მიმიხვდებით, რისი თქმა მინდოდა
This post has been edited by BNELI on 22 Jan 2009, 12:41