LOTI
وختنگ ترخنیشویلی

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7203
წევრი No.: 1510
რეგისტრ.: 19-December 02
|
#12021520 · 25 Dec 2008, 17:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_ ...როგორ დამრჩა, გადარევასა ვარ, გითხრეს ხომ, ცირკში რომ დავტოვე? დაბარებული ვარ ზეგისათვის, შევივლი და წამოვიღებ, მაგრამ რატომ უნდა დამრჩენოდა, თანაც ხვალისათვის მჭირდება მაინცდამაინც. წაიკითხეს დანარჩენებმა? შენ რა კაცი ხარ, ვერ გავიგე, ასეც არ შეიძლება, უნდა შეაწუხო ვიღაც, უნდა მიდგე, მოდგე... ალო, ხო, კი აქ ვიყავი, კი, კი, კი, ჰო, კარგი... _ დიახ, დიახ, დიახ, დიახ, კი, კი, კი... _ ხელნაწერი მოვიტანე, ბატონო ვაჟა, ნაკლულია, მაგრამ გადანაბეჭდ გვერდებს შევამატებ. _ ალო, დიახ, კი, გისმენთ, დიახ, დიახ, კი ბატონო, _ ჰო, კი, ჰო, კი, აქა ვარ, ჯერ არა, არა-თქვა, კი, ჰო, კი, ჰო, ხო, ხო, ხე, ხე, ხი, კი, კი, ჰო..., ჰო, კი... რაო, რა თქვი? _ ხელნაწერი მოგიტანეთ-მეთქი... _ შენ არ გეუბნები... _ ჰო გავიგე, ჰო, კი, კი, ჰო, კი...რაო, რა მოვიტანეო? _ ხელნაწერი. _ ჰო, კი, ჰო, კი, ჰო, ხო, რად უნდა მერე ორი სათაური?! შენ არა... ჰო, კი, ჰო, კი, ერთ-ერთი დატოვე... შენ არა. ჰო, კი, ხე, ხე, ხე, ხი... რა გაკრული ხელია, ეშმაკი ვერ გაარჩევს... შენ არა, არა-თქვა, კი, კი, ჰო, ჰო, ჰო... ეს წასულა... ჰო, კი, კი, კარგი, კარგი, არა, არა, კარგი, არ მცალია, კი, კი, კი, კი ჰო, _ეს რა ხალხია, გადაირევი, რა არი, რა მოიტანე? _ ხელნაწერი. აკლია, მაგრამ შევამატებ, წაიკითხავთ? _ ამას? აუცილებლად.
--------------------
######## დემოკრატია კი არა და გავკარი პრომეთეს...
|