რას ჰგავს ახლა ამ თემის ან შინაარსი, ან პათოსი?
რით არიან ჩვენზე ნაკლებები სომხები, იქნებ ამიხსნას ვინმემ ისე, რომ დამაჯეროს.
უნდოდა ამ ხალხს გაქართველება და არ დავაცადეთ. ყველაზე დიდი მტრები არიან ჩვენიო, გვარს როგორ იკეთებენ ქართულად და ჩვენს წმინდა გენებს როგორ აფუჭებენო, ამას ქადაგებდა ზოგიერთი საკმაოდ საინტერესო ქართველი მწერალი და ხელიდან ხელში გადადიოდა მისი ხელნაწერი სტატია სომხების მტრობის შესახებ და ამას რითი ამყარებდა იცით?
გადმობეჭდილი ჰქონდა გაზეთებიდან დაკრძალვის განცხადებები და ითვლიდა რომელ შერეულ ოჯახს რამდენი შვილი ჰყავდა.
მოყვანილი მაგალითებით, მართლაც, იმ ქართულ ოჯახებში, სადაც სომეხი იყო რძალი, შვილების რაოდენობა იყო 1 ან 2 , ხოლო იმ სომხურ ოჯახებში, სადაც ქართველი იყო რძალი, შვილების რაოდენობა 3 და მეტი იყო.
ქართველების ბედოვლათობა რა სომხების ბრალი იყო, ეს მაკვირვებდა ყოველთვის, როცა ამ ბრალდებებს ვკითხულობდი.
This post has been edited by Dedi Co on 25 Dec 2008, 17:39