ბპგშენ ვაბშე სად იყავი, მე რომ გოიმი ვიყავი.

საბჭოთა კავშირში, ავლაბრის სკოლაში ქურდები იყვნენ სკოლის მაყურებლები. ყველა ქურდული გაგებისა იყო. ვინც არ იყო და გოიმებს ეძახდნენ. მე ოფიციალური გოიმი ვიყავი, რადგან მათი მგლური და არაადამიანური, არაქრისტიანული კანონები მიუღებელი იყო ჩემთვის. ძნელი იყო ძალიან ბრბოს წინააღმდეგ წასვლა, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერ მომაქციეს თავიანთ რჯულზე. მე ჩემი პრინციპები მქონდა და მათ არ ვღალატობდი. არც ვთვალთმაქცობდი როგორც უმეტესობა მაშინ. ქურდებთან ქურდული რომ ეჭირა და კომუნისტებთან კომუნისტური.
საბჭოთა ჯარშიც არ დავემორჩილე ძედავშინის კანონებს. არც თავს ვაჩაგვრინებდი და შემდეგ არც სხვებს ვჩაგრავდი. ამის გამო ძლივს გადავურჩი სიკვდილს.
იუდევლების ღმერთის არაადამიანური ქცევები და კანონებიც მიუღებელია ჩემთვის ამიტომ იუდევლებისთვისაც გოიმი ვარ. სამაგიეროდ ლაჩარი არ ვარ და შიშის გამო არც ქურდებს ველაქუცებოდი და არც ებრაელების ღმერთს ველაქუცები, ეგენი რომ თაყვანისცემას ეძახიან.
არც სხვა კერპების თაყვანისცემას ვაპირებ და არც სხვებზე ზემოდან ყურებას, რომ ვითომ მე ვარ მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნე და სხვები ჯოჯოხეთის მაშხალები და უსულო არსებები.
ზვიადისტობა, ნაცობა და ქოცობაც მკიდია. არც ლიბერასტი ვარ და არც "ქართველობას გვართმევენ" მურთაზა.
არცერთი ბრბოს ნაწილი არა ვარ და ამიტომ ვარ ტოტალური გოიმი ნებისმიერი ბრბოსთვის