სოზარ სუბარმა მერაბიშვილი-კეზერაშვილი-ახალაია-ადეიშვილის “საიდუმლო სერობის” დეტალებზე ისაუბრა
30 / 12, 2008 17:17
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტში მერაბიშვილი-კეზერაშვილი-ახალაია-ადეიშვილის 2007 წლის 4 ნოემბრის “საიდუმლო სერობის” დეტალებზე ისაუბრა.
როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სუბარმა 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, იუსტიციის ახლანდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და დავით ახალაია, რომელსაც მაშინ არანაირი თანამდებობა არ ეკავა და აქციის დაშლის მეთოდები შეიმუშავეს.
სუბარის ინფორმაციით, მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებისთვის ძირითადი დარტყმები მუცლის და თირკმელების არეში უნდა მიეყენებინათ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი - სახეშიც.
ამასთან, ვანო მერაბიშვილი ამ გეგმის შემუშავებისას იმასაც ამბობდა, რომ აქციის არც ერთი მონაწილე გაულახავი არ უნდა დარჩენილიყო, რათა შემდეგ არ “ებლატავათ”.
“საქართველოში ნაცემი კაცი ჩმორიაო და ბლატაობას ვერ დაიწყებსო”, _განაცხადა სუბარმა და დასძინა, ამ შეკრებაზევე ოპოზციის მხარდამჭერი ბიზნესმენების “მიხედვა” დავით კეზერაშვილმა იტვირთა.
სუბარმა, როგორც თავად აღნიშნა, ეს ინფორმაცია მიღებისთანავე ევროპელ კოლეგებსაც გააცნო და მათYმისი განსაჯაროების რჩევა მისცეს.
სახალხო დამცველის მტკიცებით, მან ეს ინფორმაცია დღეს პირველად თქვა, რასაც შემდეგ უმრავლსობის მხრიდან აღშფოთებაც მოჰყვა.
სუბარისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობით უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე დაინტერესდა. თუ სუბარი ინფორმაციის წყაროს არ დაასახელებს, მაშინ ხერხეულიძე პროკურატურისთვის მიმართვას ვას გეგმავს, რათა “ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სახალხო დამცველს პასუხი მოეთხოვოს”.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9977&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.