სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წლის ადამიანი გახდა - გამოკითხვა13:14 | 12/ 01/ 2009
თბილისი, 12 იანვარი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. 2008 წლის ადამიანად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დასახელდა. ეს განსაზღვრა ყოველკვირეული გაზეთის ”კვირის პალიტრას” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც
მონაწილეობა 613-მა რესპოდენტმა მიიღო.
გამოკითხვაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი უპირატესობით ლიდერობს -
ილია მეორემ ხმათა 53,2% მოაგროვა და გაუსწრო საქართველოს პრეზიდენტს
მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მხოლოდ 8,3% დააგროვა.
მესამე ადგილზე
7,3%-ით ირაკლი ალასანიაა - გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, რომელიც სულ ახლახანს ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა.
შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე - 5,5%, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი - 4,6%, ქართველი მომღერალი და მეცენატი პაატა ბურჭულაძე - 3,6%, ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე - 1,5%.
8-10 ადგილები
ხმათა 1,3%-ით გაიყვეს მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრემ, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა
ირაკლი ოქრუაშვილმა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა
გიორგი თარგამაძემ და სახალხო დამცველმა
სოზარ სუბარმა.
გრაფას ”სხვა” მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 10,5%-მა, ხოლო რესპოდენტთა 1,6%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
http://www.newsgeorgia.ge/geo1/20090112/42362050.html
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/