Avoi-avoe
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1888
წევრი No.: 73461
რეგისტრ.: 4-November 08
|
#12243522 · 14 Jan 2009, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Front National
QUOTE | რა ლამაზი ინცესტია... |
არაა ეს ინცესტი, ნაციონალო, როგორ ფიქრობ საპატრიარქო დაუშვებდა ასეთი სახის ქორწინებას? ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა შორის მოხდება ჯვრისწერა
ეს სპეციალურად ინცესტში მამხილებელთათვის
ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან, სპერიდან არიან. ისინი უკვე ჩანან მე-6-7 საუკუნეებში. საქართველოში მერვე საუკუნის დასასრულს დაწინაურდნენ. ბაგრატიონთა გვარიდან იყო ქართლის ერისმთავარი აშოტი, რომელიც ისტორიაში აშოტ დიდის წოდებით არის ცნობილი, ატარებდა კურაპალატის ტიტულსაც. სწორედ მან დააფუძნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტია. ქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ტიტული კი პირველმა მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა (888 წ.). ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი შტო. ქართველთა მეფის წოდებას ადარნასეს შემდეგ მხოლოდ ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლები იღებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა სრულიად საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე.
საქართველომ ძლიერების ზენიტს ბაგრატიონთა საგვარეულოს ბრწყინვალე წარმომადგენლების - დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს მიაღწია. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაიშალა. ამ დროისთვის ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებში მეფეებად ისევ ბაგრატიონები არიან. ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო სრულიად საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი დემეტრე. მისმა შთამომავლობამ ქართლში 1658 წლამდე იმეფა, ვიდრე სამეფო ტახტს ბაგრატიონთა მუხრან-ბატონების შტო არ დაეუფლა. ამ შტოს 1512 წელს ბაგრატ მუხრან-ბატონმა დაუდო საფუძველი. ის იყო ქართლის მეფე დავით X-ს ძმა და ქართლის მემარცხენე სადროშოს სარდალი. მუხრან-ბატონების შტოდან პირველი მეფე იყო თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე ვახტანგი, ისტორიაში შაჰნავაზად წოდებული. ამ შტოდან ქართლის უკანასკნელი მეფე იყო იესე, ალი-ყული-ხანად წოდებული. ეს იყო ბაგრატიონების ქართლის შტო.
კახეთის შტოს დამფუძნებელია ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელმაც 1466 წელს სათავე დაუდო დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. უკანასკნელი მეფეები არიან თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II. 1762 წლიდან ერეკლე იყო ქართლ-კახეთის მეფე, რომელსაც ჰყავდა შვილი გიორგი XII, ფაქტობრივად, ბოლო მეფე საქართველოსი. შემდეგ საქართველოს მეფე აღარ ჰყოლია, რადგან 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეუერთა რუსეთის იმპერიას.
ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს XIII საუკუნეში სათავე დაუდო დავით VI ნარინმა. იმერეთის სამეფო დამოუკიდებელი გახდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე ავიდა ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს ძე ალექსანდრე I. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II, რომელმაც ტახტი 1810 წელს დაკარგა რუსეთთან შეერთების გამო.
ბაგრატიონთა სამეფო გვარმა რუსეთში სათავე დაუდო იმერეტინსკებისა და გრუზინსკების გვარებს, ანა სწორედ გრუზინსკების შთამომავალია.
ასევე არსებობს ბაგრატიონ-მუხრანსკების სამეფო შტოც, ქართლის ბაგრატიონები. ამ შტოს წარმომადგენლები არიან ის პირები, ვინც ერთხანს იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთში ცხოვრობდნენ. იტალიაში ცხოვრობდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც საქართველოს მეფედაც გამოაცხადა ქართულმა ემიგრაციამ. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ირაკლი ბაგრატიონს ცოლად ჰყავდა ესპანეთის ახლანდელი მეფის ხუან-კარლოსის მამიდა. ირაკლის ვაჟი იყო გიორგი (ხორხე), რომელიც შარშან გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე კი არის დავითი, რომელიც ახლა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ქორწინდება.
ერთიანი საქართველოს მეფეები ქართველზე არ ქორწინდებოდნენ, რადგან მაშინდელი იდეოლოგიით საქართველოს მეფის ბადალი მის ქვეშევრდომთა შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც ქართველ მეფეებს თანამეცხედრეებად სხვა ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები ჰყავდათ. გვიანდელ საქართველოში კი სამეფო სახლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქართული გვარის შვილებს ირთავდნენ ცოლად, საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ს მარიამ ციციშვილი ჰყავდა დედოფლად.
«კვირის პალიტრა» შეეცადა სასიძოსა და საპატარძლოს გასაუბრებოდა, მაგრამ რადგან ისინი თბილისში არ იმყოფებიან, საპატარძლოს მამას, ბატონ ნუგზარ ბაგრატიონს ვესაუბრეთ.
ამ გვარის ორი შტოს გაერთიანება დიდი ხანია არ მომხდარა. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შესაძლოა, ძალზე სასიკეთო აღმოჩნდეს საქართველოსთვის.
- ამ ქორწინებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ლაპარაკი. როგორც ვიცით, პატრიარქსაც ძალიან სურდა იგი შემდგარიყო.
- დიახ, ამის სურვილი კარგა ხანია იყო და უფლის ნებით წლები დასჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტას.
- ცხადია, მონაწილეობთ ცერემონიალის დაგეგმვაში.
- ჩემი იდეაა, რომ ახალგაზრდებმა სვეტიცხოვლის ტაძარში პატივი მიაგონ წინაპრების ხსოვნას. ჩემი წინაპრები, როგორც მეფეთა პირდაპირი შთამომავლები, დაკრძალული არიან იერარქიის მიხედვით - პირველ რიგში, საკურთხეველთან ახლოს. ტაძარში ასეთი წესია, საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იკრძალებიან მეფეები და მათი შთამომავალნი, შემდეგ კი სხვა წოდების, ანუ თავადი ბაგრატიონი. ბაბუაჩემი პეტრე ალექსანდრეს ძე და მამაჩემი პეტრე პეტრეს ძე, როგორც პირდაპირი შთამომავალი მეფეთა, დაკრძალული არიან სწორედ ამ რიგში. შარშან გარდაიცვალა ბატონიშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი და უკანასკნელი განსასვენებელი მანაც სვეტიცხოველში პოვა. 16 იანვარს მისი გარდაცვალების წლისთავი იქნება. წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მიგება ტრადიციების პატივისცემაც იქნება.
- ცხადია, ამ ქორწინების პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ ხალხის ნაწილი იფიქრებს, რომ ეს მონარქიის აღდგენის დასაწყისია.
- მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ორი გვარი შეერთდება. რაც შეეხება მოსალოდნელ მითქმა-მოთქმას, ცხადია, გაჩნდება სხვადასხვა აზრი, კითხვები, ეს გასაკვირი არც იქნება. მთავარია, პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ამ ქორწინებას და სამეფო დინასტიის აღდგენას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, ეს მომავლის საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს, რათა არ გაჩნდეს საჩოთირო და გაუგებარი კითხვები, თუნდაც ასეთი: რას მოგვიტანს მონარქიის აღდგენა, ტვირთად დააწვება სახელმწიფოს ან მოსახლეობას?.. პატრიარქისა და ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ყოველმხრივ დამოუკიდებელი ოჯახი, რომელიც ტვირთად არ დააწვება არავის და როგორც პატრიარქი ამბობს, პირიქით, ბაგრატოვანთა ახალშექმნილი ოჯახის მისიაც მხოლოდ ის იქნება, რომ თესოს სიკეთე და დაეხმაროს ქვეყანასა და ხალხს.
საქართველოში სამეფოს აღდგენა შორეული პერსპექტივაა. ამას დიდი დრო დასჭირდება. უპირველესად ეს უფლის ნებაა. ხალხიც უნდა იყოს მომზადებული საიმისოდ, რომ თუნდაც კონსტიტუციური მონარქიული წყობა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს.
პ.ს. ქართველებს გვიყვარს ერთი ამბის მეორესთან აბსურდული დაკავშირება, მაგრამ ბაგრატოვანთა ქორწინების ლამაზი ამბის სხვა, თუნდაც პოლიტიკურ თემებთან მიბმა, ვფიქრობთ, გაუმართლებელი იქნება. სჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რომ ქორწინების ცერემონიალი საფუძველს დაუდებს ქართული ტრადიციების აღორძინებას.
უდავოა, ეს ქორწინება წლის ქორწინების ტიტულით შევა ისტორიაში, თუმცა, ვინ იცის, ეგებ საუკუნის ქორწილიც კი ეწოდოს ასი წლის შემდეგ.
P.P.S. ვიმედოვნებთ, სამეფო გვარის ორი დიდი შტოს გაერთიანება სამაგალითო აღმოჩნდება ერისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება გამთლიანება.
This post has been edited by Avoi-avoe on 14 Jan 2009, 12:16
|