ეს სულ ტყული დებატებია. მე მჯერავს რომ "მეფეობის სინდრომი" ანუ "კონსტიტუციური მონარქია" ეს არის ახალი და ვითომ და ალტერნატიული მეთოდი (მორიგი და კვლავაც ოპოზიციისათვის პოლიტიკურად ყოველნაირად წამგებიანი გეგმა) არსებული ხელისუფლების შესაცვლელად.
გულდამით ვადევნებდი თვალს წინა საარჩევნო დებატებს, და იმ სატელევიზიო გადაცემებსაც სადაც პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ თავიანთი პროგრამები.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პატრიამ და ამას ათასნაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
მაშინ როცა გარეშე პირს (ვინც ხმებს არ ითვლის) უკიდურესად გაუჭირდება დაამტკიცოს რამდენად ჰქონდა ადგილი ხმების გაყალბებას, ოდნავ მოაზროვნე წინასაარჩევნო კამპანიის რამოდენიმე ყველაზე თვალშისაცემ ფაქტორს მაინც დააფიქსირებდა, და ვფიქრობ რომ ზუსტად ამ დეტალებმა გადაწყვიტა მმართველი პარტიის წარმატება გასულ არჩევნებში.
მოდით გავიხსენოთ წინა საარჩევნო პერიოდი და შევადაროთ სტრატეგიები რომელიც შეიმუშავეს მმართველმა და ოპოზიცურმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვევიბასთვის:
მმართველ პარტიას ჰქონდა წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა (სოციალური/ეკონომიკური და ნაკლებად პოლიტიკური სტრატეგია)
ოპოზიცურ პარტიებმა წარადგინეს უსუსტესი და ზალიან გაუაზრებელი, აბსტრაქტული პროგრამა ამ მხრივ და მათი მთავარი აქცენტი გახლდათ დაჟინებული მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის.
შეუძლებელია რომ ამ ფაქტორს მოსახლეობის ცნობიერებაზე არ ემოქმედა და არჩევანის გაკეთება ცხადია დიდ ყოყმანს თუ რომელი მხარე უნდა აერჩია არ გამოიწვევდა და არც გამოიწვია.
მმართელ პარტიას ხალხისთვის არც წვრილმანი საყოფაცხოვრებო დაპირებები დავიწყებია
ოპოზიციამ ამ მხრივაც ძალიან მოიკოჭლა
მართველ პარტიამ ერთ-ერთი მძლავრესი განცხადება გააკეთა "არცერთი გაჭირვებული საქართველოში"
ოპოზიციის მოწოდებები ძალიან აბსტრაქტული იყო...არანაირი შეპირებები არ ჩანდა
შეუძლებელია ამას დიდი გავლენა არ მოეხდინა იმაზე თუ ვის აირჩევდა ხალხი
მაშინ როცა ოპოზიციას ეგონა პირადი ურთიერთობებით, თანაპარტიელების მეშვეობით გაზრდიდა მათ ამომრჩეველთა რიცხვს, მმართველმა პარტიამ მოახერხა ფართოდ წარმოედგინა მისი გაკეთებული საქმე. მართლაც ჰქონდათ მათ პროგრესი ამ მხრივ: მოსახლეობას შუქი დაუბრუნდა, ქუჩებში წესრიგი დამყარდა, გათბობის პრობლემები უკვე წარმატებულად წყდებოდა, ხელფასები გაიზარდა, ეტც. ანუ, მმართველმა პარტიამ გაცილებით ეფექტური მეთოდი გამოიყენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
დიდი გავლენა იქონია საზოგადოების არჩევანზე იმანაც რომ ოპოზიციის მიზანი წარმოჩინდა როგორც სრულიად ინფანტილური და დაუფარავი ლტოლვა ხელისუფლებისკენ (ცხადია ეს ხალხს გააღიზიანებდა და გააღიზიანა კიდეც).
ბევრმა სხვა ფაქტორმაც განაპირობა წარმატება არჩევნებში.
მჯერავს რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღების მცდელობა მორიგი, პოლიტიკურად გაუაზრებელი, და წამგებიანზე წამგებიანი ნაბიჯია ოპოზიციისათვის.
აშკარაა უკვე რომ პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა დღეს საქართველოში აბსოლუტურად მოუმწიფებელია და მოკლებულია პროფესიონალიზმს
რასაც ვისმენ უმეტესად არის ერთი მეორის ლანძღვა გინება, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ამბიციები/პრეტენზიები ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით
პ.ს. არანაირად არ ვეკუთვნი არც მართველ და არც ოპოზიციურ პარტიებს, და საერთოდ არავის ვეკუთვნი

)))
This post has been edited by KOMA-I on 25 Jan 2009, 20:13