"ბუში კოლეგებს დაემშვიდობა
20.01.09 13:52
თანამდებობის დატოვებამდე ჯორჯ ბუში უცხოელ კოლეგებს გამოემშვიდობა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში მან ბოლო სატელეფონო საუბრები მიხეილ სააკაშვილთან, ვლადიმერ პუტინთან, გორდონ ბრაუნთან და სხვა უცხოელ ლიდერებთან გამართა. საუბრების დეტალებს თეთრი სახლი არ ახმაურებს. გორდონ ჯონდროს განცხადებით, ბოლო სამუშაო დღეს ჯორჯ ბუში საკუთარ კაბინეტს არ ტოვებს. პოსტის დატოვებამდე კი პრეზიდენტმა ბუშმა პატიმრებიც შეიწყალა. პრეზიდენტის ბრძანებით, საპატიმროს საზღვრის დაცვის ორი თანამშრომელი დატოვებს, რომლებიც 2006 წელს მექსიკელი ნარკომოვაჭრის მკვლელობის გამო გაასამართლეს და 11-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბუშის ბოლო პოლიტიკური ნება ამერიკელებმა უკვე შეაფასეს, როგორც ყველაზე კეთილშობილი ნაბიჯი 8-წლიანი მმართველობის პერიოდში " (რ2)
დაბლიუ ბუშის ქუჩა არა და პარლამენტში ერთ-ერთ კაბინეტს დაარქვან "ბუშის კაბინეტი."

აკი მისი დირექტივების გარეშე სიზმარსაც ვერ ნახულობდა ზოგი პარლამენტარი.
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)