ლევან ვეფხვაძე - “ენგურჰესთან” დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება აფხაზებზე ზეწოლის ინსტრუმენტი აღმოჩნდა
Font size:
ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძის აზრით, “ენგურჰესთან” დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის აფხაზებზე ზეწოლის ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
როგორც ლევან ვეფხვაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთს “ენგურჰესის” ხელში ჩაგდება სურს და ვინაიდან აფხაზებმა ამაზე უარი თქვეს, ახლა ზეწოლისთვის საქართველოს ხელისუფლებას იყენებს.
მისივე თქმით, თავდაპირველად რუსები აფხაზებს “ენგურჰესის” 51%-ს სთხოვდნენ იმ პირობით, რომ ჰესს ოფიციალურად მათ საკუთრებად აღიარებდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების პოლიტიკა მთლიანად რუსეთზეა მიბმული, ისინი, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკუთარი მხარის სასარგებლოდ უფრო საღად აზროვნებენ” – განაცხადა ვეფხვაძემ.
ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, აფხაზებმა რუსებს “ენგურჰესის~ 51%-იან წილზე უარი უთხრეს და მხოლოდ 49%-ის გადაცემა შესთავაზეს, რის შემდეგაც რუსები მემორანდუმს ქართულ მხარესთან აფორმებენ და აფხაზებს მიანიშნებენ, რომ თუ არ დათანხმდებიან 51%-იანი წილის გადაცემაზე, მაშინ იტყვიან რომ “ენგურჰესი~ არის ქართველების და ურთიერთობაც სწორედ მათთან აქვთ.
ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ “ინტერ რაოს” წარმომადგენლები სოხუმში სწორედ იმიტომ ჩავიდნენ, რომ ბაღაფშისთვის გადაწყვეტილების დროულად მიღება მოეთხოვათ.
“აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება წინდაუხედავად იქცევა და რუსების ხელში შანტაჟის იარაღად იქცა”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე და მიაჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს აფხაზური მხარის დამოკიდებულება და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს.
მისივე თქმით, ფაქტია, აფხაზური მხარის ინტერესში არ შედის, რომ “ენგურჰესის” რუსული მხარის ხელში აღმოჩნდეს; საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით სტატუს-კვოს შენარჩუნების თვალსაზრისით ან მოხდეს მოხდეს შეთანხმება ახალი რეალობების გათვალისწინებით.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=11261&hd_line=1