წივწივაძეც "გაიჩითა"

თამაზი
http://www.open.ge/07/literaturulisakartvelo/11/11-1.htm"ლიტერატურული საქართველო " , # 11, 16-22 მარტი, 2007 წელი
უნდა გახაროთ დადგა ჩვენი "ღია წერილებით" დადებული პირობების აღსრულების დრო ძვირფასო და უძვირფასესო, ბატონო თამაზ!
უნდა გახაროთ დადგა ჩვენი "ღია წერილებით" დადებული პირობების აღსრულების დრო.
უფრო სწორად, მე ჩემი დადებული პირობის ასრულებას ვაპირებ და ვიმედოვნებ, ძალიან გაგახარებთ...
მოგეხსენებათ, გაგვიჭირა საქმე ამ უჯიშო სოროსულმა" ხელისუფლებამ; აქედან ჩვენ (თქვენ - "ლიტერატურული საქართველოთი", მე- ჩემი გაზეთებით და ჩვენი საქმიანობით), არ ვეშვებით, ვაიძულებთ ჭკუაზე მოვიდნენ, მაგრამ "იქიდან" ისევ იმას მოგვძახიან: თქვენ იყეფეთ, ჩვენი "ქარავანი" მაინც თავისი გზით მიგვყავს და წავიყვანთო.
ახლა, ჩვენი ერთადერთი ეროვნული გაზეთის - "ლიტერატურული საქართველოს" შენობის წართმევაც მოგვინდომეს და იძულებული გაგვხადეს, საშველად, ხალხისთვის მიგვემართა, მთიდან მთიელებიც კი მოგვეხმო...
ჩემო თამაზ!
ლოდინიც - "გამოსწორდებიანო", არაფერს მოგვცემს.
ამიტომ, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნოდეს, თალმუდისტი მასონებისაგან წართმეული ეს ქვეყანა, უკან უნდა დავიბრუნოთ!
სწორედ ეს "დე-იურე" გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, 1 მილიონ 520 ათას ამომრჩეველს, რომლის მიერ ეროვნული ყრილობით მიღებული დადგენილებაც, თქვენ, თქვენს გაზეთში დაბეჭდეთ ("ლიტ.საქართველო" N43, 2006 წ.).
მაშინ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, "ღია წერილით" მწერდით: - ზუსტად ამდენი ადამიანი მჭირდება მე, რუსთაველის პროსპექტზე ერთად რომ გავატარო და, ახლანდელი ხელისუფლება იმავ საღამოს, "8-საათიანი კინოს დაწყებამდე", მშვიდობიანად გადავატრიალოო...
გაცნობებთ: მე ამ რაოდენობის ხალხს, "რუსთაველის პროსპექტზე" - მთავრობის სასახლის, იგივე პარლამენტის შენობის წინ, უკვე მოვუხმე!..
არ ვიცი, რამდენი გამოვა ზუსტად ამ დროს, მაგრამ... ჩვენგან მომზადებული ხალხის გარეთ გამოსასვლელად, აქცია დავნიშნეთ, მთელს საქართველოში გავავრცელეთ ასეთი ცნობა:
" - ა/წ-ის 26 მარტს, თბილისში, მთავრობის სასახლის წინ გაიმართება საერთო სახალხო საყოველთაო აქცია, ხელისუფლების და სისტემის შეცვლის მოთხოვნით.
აქცია დაიწყება დღის 3 საათზე".
*
ვიმედოვნებ, ამ საქმეში, ქართველ ხალხთან ერთად, "ლიტერატურული საქართველოც", თქვენივე მკითხველიც შემოგვიერთდებით და ერთად გადავწყვეტთ ჩვენს საერთო მომავალს.
როგორც იტყვიან, მე ჩემს დადებულ პირობას ვასრულებ, თუმცა, ვაღიარებ: არ ვიცი ვინ - რამდენი გამოვა აქციაზე და, ვის "დაავიწყდება" თავისი მოცემული პირობა - გამოვალო.
მე ის მჯერა, თუ ხალხთან ერთად დავდგებით და ერთად გავალთ ბრძოლის ველზე, ყველანაირ მტერს ვძლევთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!
შენი ძმა და მეგობარი
აკაკი ჯორჯაძე
*
პასუხად ბ-ნ აკაკი ჯორჯაძეს ძვირფასო ბატონო აკაკი, ჩემო მეგობარო!
ახლა იმის დრო არაა, ერთმანეთი დაწვრილებით მოვიკითხოთ! (

დიდი საქმეები ელოდებათ !!!

)
დღეს შენ ჩემზე მეტად ხარ დაკავებული - ის ერთი მილიონ, 520 ათასი ხელმომწერი, ქვეყნის მმართველობის შეცვლის სურვილს რომ გამოთქვამს, რუსთაველის პროსპექტზე გყავს შესაკრები!
მეც კიდევ, როგორც ადრე გპირდებოდი, ზუსტად ამდენი ადამიანი მჭირდება, რუსთაველზე ერთად რომ ჩავატარო და, ეს ხელისუფლებაც, იმავე საღამოს, "8-საათიანი კინოს" დაწყებამდე, მშვიდობიანი გზით გადავატრიალო!
ერთი სიტყვით, ძვირფასო აკაკი, როგორც თქვენ თქვენს სიტყვას, ჩემს სიტყვას მეც ისე ვიჭერ!..
ვანო მერაბიშვილი, ალბათ, ორივეს ერთად დაგვიჭერს!..
მანამდე კი, არა მარტო რუსთაველის მოედანზე, თუ გნებავთ, გიორგი სააკაძის შეთქმული რაზმელივით, "მარტყოფის ველზე დაგელოდები!.."
წინდაწინ გთხოვ, კიდევ ერთხელ მომიკითხო მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ერთი მილიონ, 520 ათასი ხელმომწერი და, გადაეცით - "ბატონი თამაზიც დანიშნულ დროსა და საათზე გეახლებათ-თქო!.."
პატივისცემით, თამაზ წივწივაძე
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/