პუტინ, სააკაშვილის და კოჩარიანის კიდევ ერთი მოღალატური გარიგება,
ანუ მოღალატე სააკაშვილი არმენებს აიარაღებს რუსული საჭურვილით09/ 08/ 2007
არმენიის თავდაცვის უწყების ნიშანი
სულ რაღაც ერთ დღეში სამაჩაბლოში მოჩვენებითი დაპირისპირების შემდეგ ხუთშაბათს, 9 აგვისტოს ბათუმში განლაგებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი საქართველოდან არმენიაში გავიდა, განუცხადეს სააგენტო ”რია ნოვოსტის” რუსეთის სახმელეთო ჯარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
”ხუთშაბთს მოსკოვის დროით 01:10 საათზე გასულ, 20 პლატფორმისგან და ვაგონისგან შემდგარ ეშელონში სამხედრო მოსამსახურეებმა 28 ავტომანქანა და 65 ტონა მატერიალურ ტექნიკური ქონება დატვირთეს”.
გატანილი ტვირთის წონამ 200 ტონაზე მეტი შეადგინა.
არმენების შეიარაღებაში მყოფი ვერტმფრენი

რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ტექნიკით დატვირთული შემდეგი მე-16 სარკინიგზო ეშელონი საქართველოს აგვისტოს შუა რიცხვებში დატოვებს, განაცხადა პოლკოვნიკმა.

რუსეთისა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის ბოლომდე რუსულმა მხარემ ბათუმიდან სამხედრო ბაზის გაყვანა უნდა დაასრულოს, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. ეს საქმიანობა ქართული საზოგადოებისაგან ფარულად ხორციელდება.
ამ საჭურვილს არმენები რაღა თქმა უნდა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ პირველსავე დაპირისპირებისას, თუნდაც ჯავახეთში. ამის მიხვედრას დიდი ტვინისჭყლეტა არ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1990 წლის ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვრებში არსებული სამხედრო საჭურვილი საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს.