რასაც ქვემოთ დავწერ, შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს - დაახლოებით თქვენნაირი ქართველი ვარ მეც, თქვენსავით მძულს, რაც უნდა მძულდეს და რაც უნდა მიყვარდეს, ისიც დაახლოებით
თქვენნაირად მიყვარს...
ამ ფორუმზე ცოტას ვწერ, მაგრამ თითქმის ყოველდღე ვკითხულობ და ნამეტანი შეიცვალა აქაურობა - კი ბოღმა, ღვარძლი და ამპარტავნული პოსტები ადრეც იყო, მაგრამ
ახლა მართლა ნამეტანია. ისე ჩანს, წევრების დიდ ნაწილს მართლა სერიოზულ საქმედ მიაჩნია, აქ თუ ორ სიტყვას წააბამს ერთმანეთს, გალანძღავს ვინმეს და წაიტრაბახებს,
რომ მისთვის ცა ქუდი არაა და მიწა ქალამანი...
საქართველოში სულ სპორტულ გაზეთებში ვმუშაობდი და იმ ომის დროს ისე იყო, ჩვენი სპორტული გაზეთი მთლიანად ომზე "გადავიყვანეთ" - "ფაქტები დენთის კასრიდან
ერქვა მაშინდელ რუბრიკას და დღე არ იყო, გორში ან კარალეთში არ გავსულიყავით - მინიმუმ, რუსების ბლოკპოსტამდე...
ეს მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიები გადმოცემდნენ, რომ იგოეთს იქეთ არავის უშვებენ და ასე შემდეგ - ბევრი მიკროფონიანი გოგო-ბიჭი აბირჟავებდა იქ მაშინ და
"აკეთებდა" იდეოლოგიას...
ბევრი დასცინოდა მაშინ ამ სიარულის გამო "ოლიმპს" - გორიდან რეპორტაჟები, ეგ რა სპორტიაო...
ოთხი კაცი დავდიოდით და ბოლოს მართლა აღარ გვიმოწმებდნენ მანქანას - იმედია, კომპრომატად არ ჩაგვეთვლება...
თუ არ ვცდები, გლდანში რომ "თიშებია", იქ უნდა ეკიდოს ჩვენს მიერ გორიდან იმ დროს წამოღებული რაღაცები - აი, მხარზე გასადები ფიშტო რომაა, მეტრი, მეტრანახევარი
სიგრძისა... მე სამოქალაქო ყაიდის კაცი ვარ და ავტომატი-პისტოლეტი-ტანკი-ბმპ-ს მეტი იარაღის ჯიშები არ ვიცი

გორის სატანკო ნაწილთან და სუხიშვილის სკვერში ეყარა ეგენი, გასროლილები - ბუნებრივია...
ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი პარტიზანული ბრძოლის იშტაზე იყო ვინმე მაშინ, ადვილად მოახერხებდა - ყოველ შემთხვევაში, ის ბიჭი, ძმა რომ ხელში ჩააკვდა,
გვარად რაზმაძე (ძაან ცნობილი კადრები და სურათია, ყველას გეცოდინებათ), თითქმის ყოველდღე კვეთდა კარალეთის ბლოკპოსტს მანქანით და ქართული დროშით -
ორ მეგობართან ერთად. მერე, "ჯაჭვის დღეს", რუსებმა არა და, გუბერნატორმა ვარძელაშვილმა გაუხურა, "გადაწყვეტილებებს უჩემოდ ნუ იღებო"...
ბევრი რამე ვნახე მაშინ - გაბაშვილის და უგულავას მიტოვებული მედიაცენტრი, გამწარებული ბათუმის ბატალიონი - უწყლობით რომ იხოცებოდნენ და ხალხმა მანქანებზე
რომ აუყარა სასმელი, ნიქოზელი "დიკიი", ორი მანქანა ტყვია-წამალია გამოსატანი სოფლიდან და ერთი-ორი კაცი გამომყევით, გამოვიტანო, გორის გამგეობის წინ რომ
ეხვეწებოდა "გორის გამგეობას", ქალები, რომლებსაც ორი დღე არ ეჭამათ, პურს იხვეწებოდნენ და არც ჩვენ გვიჭამიაო, გორის მთავრობაში უთხრეს, იმ დროს გამგეობის
შენობის უკან "პეესპეს" ეგიდით მინიბუსი საჭმელით იტვირთებოდა - სოფლებში უნდა შევაგზავნოთო...
ირაკლი წერეთელი - გორელებო ახლა კი ხელცარიელი ჩამოვედი, მაგრამ მომავალში მე ვიცი და საერთოდაც მე ვიცი, სოჭში შევხვდებით ერთმანეთსო...
უბრალო, ბომბებით შეშინებული ხალხის განსჯა აბა რა წესია და არსად ჩანდა მაშინ ეგ, "ფორუმული" სიძულვილი, მტერზე რომ გაგამარჯვებინებს... შიშით ყარდა
იქაურობაც და მთელი საქართველოც..
ყველას როგორ გაკადრებთ, აქ ცოტას ვიცნობ და ამ ცოტაში ისეთი ხალხი იჩემებს ვაჟკაცობას და ილაშქრებს "ზეით-ქვეით", ღამე საკუთარი სადარბაზოდან რომ ვერ
გამოსულა...
აქედან გამომდინარეა, ადრე მეგონა, რომ ნაცარქექიობა იყო "ქართული", ან ოდნავ უარესი, ბათა ქექიობა, მაგრამ...
ახლა მგონია, რომ თეიმურაზ ხევისთავობა უფრო "დაგვემართა"... ფართხა-ფურთხი და საკუთარი ცვედანობის მასაზე გადაბრალების მცდელობაა ეს
"ერი დაბერდა, ერი კვდება " და ამგვარები - კაცები, კაცები დაგვრჩა ცოტა...
სახელმწიფოს და იდეოლოგიას რაც შეეხება - ახლა ნიუ-იორკში ვარ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდები იმას, რასაც ისრაელი და ებრაელი ჰქვია - ილუზიონის წამყვანი რომ
იყო, სეფიაშვილი, იმის წიგნიდან დაწყებული, უბრალო მეწვრილმანით დამთავრებული - ზიზღი ამათ შეძლებიათ, თუ შეძლებიათ...
ამიტომაა, იგებენ ან აგებენ - ამათ შუალედური, შემგუებლური არც ისტორიაა აქვთ, არც მენტალიტეტი, ან ღმერთთან, ან ეშმაკთან და მორჩა, ამის მიხედვით ერხევათ ან არა...
ჩვენ კიდევ... ჩემი პესიმისტობა არავის გაუგია, მარა... კარგით რა...