ნახეთ:
მამა თემურ ჩიხლაძესხვა მასალები:
მღვდელ-მონაზონი თეოდორე (თემურ) ჩიხლაძე
უსამართლობის ისტორია ალბათ სამყაროს ისტორიაც არის და უსამართლობა იწყება იქ, საიდანაც სამყარო დაიწყო. მაგრამ ყველა დროსა და ეპოქაში უსამართლობის მსხვერპლს სამართლიანობის სახელით სჯიდნენ, და საბჭოთა საქართველო ამ მხრივაც გამორჩეული აღმოჩნდა.
ქართული უსამართლობა აბსურდსაც გასცდა დაუჯერებელი ალოგიკურობით, და 1984 წლის 13 აგვისტოს განაჩენი მათლაც უპრეცედენტოა კაცობრიობის ისტორიაში.
დედამიწაზე არსებულ სასამართლოთა შორის არცერთ სასამართლოს არ მიუღია ამდაგვარი კომიკური და იმავდროულად ტრაგიკული გადაწყეტილება - სხვებთან ერთად თვითფრინავის გატაცებისტვის განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელიც იმ თვითფრინავში საერთოდ არ მჯდარა.
1984 წლის 3 ოქტომბერს სხვებთან ერთად დახვრიტეს ბერ-მონაზონი თეოდორე ჩიხლაძე, უგანათლებულესი ქართველი, უნიჭიერესი ადამიანი, რომლის შემოქმედებასაც, ამ პატარა საიტში შეგატყობინებტ www.arasicocxle.piczo.com პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი და ალბათ კიდევ ერთხელ დაფიქრდება ჩვენი საზოგადოების სისასტიკესა და სულმოკლეობაზე, იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც სწორედ იმ ადამიანებს ვკარგავთ , ვისი სიცოცხლეც სიხცოცხლეზე მეტია….. ბიოგრაფია 1984 წლის 13 აგვისტოს თბილისში, საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებული№201 საქმე მოსმენა.
სამართალში მიცემულ ოთხ ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თვითმფრინავის გატაცებაში, სასამართლოს წინაშე წარსდგა მღვდელ-მონაზონი თეოდორე (თემურ) ჩიხლაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მამა თეოდორე არ მჯდარა ხსენებულ თვითმფრინავში, მას როგორც "ბანდის" ორგანიზატორს, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა. მისი ერთადერთი დანაშაული კი ის იყო რომ პატიოსანმა ბერმა არ ისურვა "სუკთან" თანამშრომლობა და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა აღსარების საიდუმლო.
თემურ ჩიხლაძე დაიბადა 1951 წლის 30 ივნისს თბილისში. მან განვლო ხანმოკლე,შემოქმედებითად საინტერესო და წინააღმდეგობებით აღსავსე რთული ცხოვრება. იგი ძლიერი და არაორდინალური ადამიანი იყო. ეს კი იმდენად მიჯნავდა მას მაშინდელ საბჭოთა შავ-თეთრი სინამდვილისაგან, რომ იგი არაერთხელ მოხვედრილია სუკის თვალსაწიერში.
1972-1975 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმი" მხატვრის ასისტენტად, რეჟისორის ასისტენდად. გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმში მათ შორისაა მ.კალატოზიშვილის "ფილატელისტის სიკვდილი", სადაც მან ერთ ერთი მთავარი როლი ითამაშა.
ამავე პერიოდით თარიღდება მისი ერთერთი ლიტერატორული ნაწარმოები "თეოზი" (პიესა) და "მაესტრო" (სცენარი) რომლებიც მან 1974 წელს - 23 წლის ასაკში დაწერა.
მოგვიანებით მუსიკით ინტერესდება და ქმნის 11მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელთაგან ერთერთი ჟღერს სპეკტაკლში "ჯინსების თაობა"
1978 წელს აღიკვეცა ბერად და თავისი წვლილი შეიტანა ქართული სამონასტრო ცხოვრების აღდგენაში. არის თეოლოგიური ნარკვევის ავტორი. გამოირჩეოდა ერუდიციიტა და თეოლოგიური საკითხების სიღრმისებრი ცოდნით. მამა თეოდორე იყო საბჭოთა კავშირის - როგორც ტირანიაზე დამყარებული ათეისტური სახელმწიფოს და მისი იდეოლოგიის - აქტიური მოწინააღმდეგე.მას მიაჩნდა, რომ თავისი არსით ეს იყო სატანური იმპერია, რომელიც აუცილებლად დაინგრეოდა.
მამა თეოდორეს სიცოცხლე სულიერი თავისებულებისაკენ ლტოლვას, ბოროტების მიწიერ გამოვლინებასთან ბრძოლას და მის მხილებას შეეწია. მამა თეოდორე აღესრულა თბილისის ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა აღსრულების საკანში 1984 წლის 3 ოქთომბერს 11 საათზა და 45 წუთზე.
===================================
ინტერვიუ
გურამ ფირცხალავა
ხელოვანის ბედი ნაბისმიერ დროში იმიტომ არის მძიმე, რომ ის ყოველთვის წინ უსწრებს დროს, _ ასე მიაჩნია ცნობილ მსახიობსა და საზოგადო მოღვაწეს, გურამ ფირცხალავას. ასე იყო მაშინაც, როცა ცნობილი "თვითმფრინავის ბიჭების" ტრაგედია მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ამდენი წლის გასვლის შემდეგ გურამ ფირცხალავას კიდევ აქვს სათქმელი თავის მეგობარ თემურ ჩიხლაძეზე, რომელიც მხოლოდ იმის გამო დახვრიტეს, რომ ამ ტრაგედიის მონაწილეებს საკუთარ სახლში მასპინძლობდა. სწორედ ამ თემით დაიწყო საუბარი "ჯორჯიან თაიმსმა" გურამ ფირცხალავასთან. ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ საკუთარი აზრი დღევანდელი პოლიტიკური ვითარების შესახებაც გამოეთქვა
გურამ ფირცხალავა: "თემურ ჩიხლაძე იყო უკეთილშობილესი კაცი", ჩვენი დამეგობრება კი კინოსტუდიაში მოხდა. რაღაც ფილმში თამაშობდა თუ სინჯებს იღებდა, არ მახსოვს. ისეთი თბილი ბიჭი იყო... თვითონ გამომელაპარაკა და მომეწონა. იმ წუთიდან დავმეგობრდით, მითხრა, დღეს თუ არ გცალია, მოდი ჩემთან სახლში და ჭადრაკი ვითამაშოთო. სტუდიაში მაშინ ხშირად თამაშობდნენ ჭადრაკს. ასე დავმეგობრდით და ხშირად დავდიოდით მასთან სახლში მე, პროკურორი იყო ზვიადის დროს, ვაჟა აბაკელია და ბაადურ წულაძე. ძალიან საინტერესო ოჯახი ჰქონდა და თვითონაც განათლებული ბიჭი იყო, თუმცა ცოტა უცნაურობები იცოდა. ხშირად `მაშაყირებდა~, არსად არ თქვა, მაგრამ ქრისტე ვარო. ამის გამო სულ ვემუქრებოდი, რომ გავლახავდი და წვერს მოვპარსავდი. თუმცა ხშირად ავყვებოდი და ვეუბნებოდი ხოლმე, სად არის ხელის გულზე ლურსმნის ნაკვალევი-მეთქი. ესეც რომ დამეტოვებინა, ხომ მთლად გაგიჟდება ხალხიო, _ მპასუხობდა. გარეგნობითაც რაღაცით წააგავდა ქრისტეს.
_ ასეთი რაღაცები არ გაშინებდათ, ბატონო გურამ?
_ უფრო მეტი უცნაურობებიც იცოდა, ამიტომ მისგან ასეთ რაღაცებს შევეჩვიე. ერთხელ გადაღებებზე ვიყავით ფოთში. ნავით უნდა გადაგვეღო კადრი, ზღვა ვერ დავაწყნარეთ, არადა, დროში ვიწვებოდით. ახლავე გავაჩუმებ მაგას, გურამო, _ მითხრა, მაგრამ ამათ არ უთხრა, თორემ გაგიჟდებიანო. წავიდა, ნაპირზე დადგა, გაშალა ხელები და რაღაცები გააკეთა. ზუსტად თხუთმეტ წუთში გაჩერდა ზღვა... ისეთი გაკვირვებულივი ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუთხარი, რომ დაემთხვა.
მაშინ მოდაში იყო კომუნისტური პარტიის კრიტიკაც, ანეგდოტებიც. თემური თან დისიდენტობდა, ცოტა ადრე ჰიპობდა ზურა ყიფშიძესთან ერთად. ხშირად ვეუბნებოდი, რომ არაფრის მაქნისები იყვნენ არცერთი. ერთხელ მითხრა, _ შენ ნახავ, მე რომ ოცდაცამეტი წლის გავხდები, ესენი დამსჯიანო. ამაზე მთლად გავგიჟდი. ვაი ჩვენი ბრალი, რომ ზუსტად ოცდაცამეტი წლის ბიჭი დახვრიტეს და თან არაფრის გულისთვის.
_ თვითმფრინავის გატაცებაში არ მონაწილეობდა?
_ ჩემთან იჯდა და ჩაის სვამდა, ისინი რომ გაფრინდნენ. მითხრა, _ ისინი ჩემთან მოდიოდნენ შარშან, ვეუბნებოდი, მეც წამიყვანეთ, მფრინავს ჰიპნოზს გავუკეთებ და სადაც გინდა დავსვამო. ისე, არც იმათ უნდა ეხსენებინათ საწყალი თემური. ერთ დღეს ჩემთან მოდის მისი ქალიშვილი, მითხრა, _ მე თემურის გოგო ვარ, მამაჩემი დაიჭირეს, მათ თქვეს, რომ მასთან იკრიბებოდნენ. თქვენც ხომ მოდიოდით ჩვენთან, ამიტომ სადმე დაიმალეთო. პაპამისი თურმე ჩემი სახლის წინ ჩუმად დადიოდა და ბავშვს ელოდებოდა. რომ გავედი, ახლოს არ მიმიკარა, გამოცდილი კაცი იყო და შეეშინდა, მეც შარში არ გავხვეულიყავი. არსადაც არ წავსულვარ, პირიქით, დიდი სურვილი მქონდა პროკურატურაში წავსულიყავი და სიმართლე მეთქვა. ვინ გათქმევინა სიმართლე. როცა გამოვითვალე და მივხვდი, რომ მართლაც 33 წლის იყო, ღამეები არ მეძინა. იმ წელს, როცა "თვითმფრინავის ბიჭები" გაქცევას გეგმავდნენ, მე გადაღებები მქონდა და ხშირად ვერ მივდიოდი თემურთან, ალბათ, ამის გამო ვერ მოვხვდი მათი ყურადღების ცენტრში. მათ თქვეს, რომ თემურთან იკრიბებოდნენ და ამის გამო კაცი დახვრიტეს.
_ თქვენ დასაკითხად არავის დაუბარებიხართ?
_ არა, სხვათა შორის, ძალიან მინდოდა, რომ დავებარებინე. მუდმივად იქ ვტრიალებდი, ვაქტიურობდი სასამართლოს წინაც, რათა საშუალება მქონოდა სიმართლე მეთქვა. ბოლოს ხმა გამოვიდა, რომ არავითარი დახვრეტა არ ემუქრებოდათ, ამის შემდეგ დავწყნარდი, გულში ვიფიქრე, ჯანდაბას თუ ორი სამი წელი ჩასვამენ მეთქი. მერე მოსკოვში წაიყვანეს, იქ კი ყველაფერი თვითონ დაიბრალა. მიიყვანეს თურმე ფსიქიატრთან, დასვეს დერეფანში, გამომძიებელმა ცნობა თვითონ გამოიტანა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და კაცი დახვრიტეს.
....
ნათია ვერძეული
2008.08.12 17:26
http://www.geotimes.ge/index.php/images/up...=13668〈=geo This post has been edited by Einstein on 27 Jan 2009, 22:00