გათენდა. წალამი აენთო, გაფიცხდა
შამფური ჩქარა
დღეს მწვადის ჭამა მე ისე მომწყურდა
როგორც არასდროს, აროდეს არა
შამფური ჩქარა
დიდება მწვადისთვის წამებულ რაინდებს
ვინც მწვადი შეჭამა,ვინც ღვინო დაღვარა
ხალხი ხომ მათგან მაგალითს აიღებს
შამფური ჩქარა
დიდება ვინც კიდევ გვაცოცხლებს იმედით
ვინც არ ეგუება უმწვადო ქვეყანას
გათენდა, ადექით, შეერთდით, შეჭამეთ
შამფური, შამფური, მწვადები ჩქარა.
შევარდენი1906ტაშის ხმა რატომ არ მესმის?